ვერ დაგვაბრალებენ, რადგან თვით ამერიკის მკვიდრ მოსახლეობასაც არ ექნებოდათ შექმნილი მსგავსი რამ :
ლობიოს დაუჯდომელი
ჰოი, ყოვლად ნოყიერო, გემოთი საამო, ყნოსვის დამატკბობელო შეჭამანდო სამეფოო, ფასდაუდებელო, ლობიო ქართლისაო! დიდ არს ღვაწლი შენი წინაშე ერისა ქართველისა, რამეთუ შენგან იზრდების და იკვებების ქართველი თვითეული, უმეტეს სხვათა საზრდელთა შორის, სიყრმიდგან ვიდრე სიბერემდე.
--- დიდ არს სახელი შენი ივერთა ქვეყანასა ზედა და ხმოვან არს ძახილი შენი! ჩვენ, ყოველნი დადგრომილნი ფერხთა ზედა წინაშე შენსა კოვზითა და ციცხვითა, ველით აჩუხჩუხებასა და ამოზელასა შენსა სახმარებლად ჩვენდა და ხმით დიდითა გიღაღადებთ შენ: დიდება მრავალფეროვნებასა შენსა, დიდება წინწკლებსა ჩუხჩუხის შენისასა! დიდება ლაბასა წვენისა შენისას! დიდება ქოთანსა, რომლის შინა დამკვიდრებულ ხარ და ძირსა მისსა, რამეთუ ძირი მისი არს ტახტი შენისა ძლიერებისა და ნოყიერებისა!
--- დიდება ბუხარსა მაღალსა, რომელმან გიტვირთა შენ, დიდება კეთილსურნელოვანსა ქინძსა შენსა, ყნოსვისა ჩვენისა დამატკბობელსა; დიდება დანაყილსა ნიგოზსა შენსა, რამეთუ არს გვირგვინი გემოვნებისა შენისა!
--- დიდება ჯამსა თიხისასა, რომელსა შინა შთაგასხამენ შენ; დიდება შენდა, სამოთხიდან გადმორგულო, სუფრის მამშვენებელო ლობიო, შეჭამანდო სამეფოო!
kactusTsiteli TskapunebiNinelku