ამ თემაშიც იდოს, მოუხდება

მოგეხსენებათ საქართველო 2 ჯერ უკვე იყო რუსეთის შეადგენლობაში და ორივე პერიოდი იყო ქართული ცივილიზაციის ოქროს ხანა. საქართველო გამთლიანდა ტერიტორიულად, მოხდა კულტურის და მეცნიერების აღზევება, იყო ქართველების არნახული მატება(600 000 დან 5 მილიონამდე). შემდეგ იყო აბსურდული და იმდროინდელი მდგომარეობისთვის კონტექტსიდან ამოვარდნილი დამოუკიდებლობა, შემდეგ ისევ დაბრუნება უკან და მოხვედრა ლენინ ტროცკის ებრაულ მასონურ შეთქმულებაში, რომელიც ქართველმა მართლმადიდებლობის ბურჯმა სტალინმა ძირფესვიანად მოთხარა. გაიმარჯვა სატანასთან ომში და გააბრწყინა მთელი საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს მსგავსი ხანა კი საქართველოს ისტორიაში არ ქონია. მოხდა მთელი ქვეყნის აღმშენებლობა, მეგა პროექტების განხორციელება, კულტურის, სპორტის, მეცნიერების არნახული წინსვლა, მოსახლეობის მატება.
საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მერე რა დღეში ვართ ყველას კარგად მოგეხსენებათ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი კი ისევ რუსეთის წიაღში დაბრუნებაა. რუსეთი არის მართლმადიდებლობის ერთადერთი ბურჯი მთელს მსოფლიოში და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება მსოფლიო სატანიზმთან ცალცალკე ბრძოლის, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ყოფნის ხომ მითუმეტეს. გეივროპა ამერიკა ათასგვარი უზნეობის, გარყვნილების და უბედურების პროპაგანდას ეწევა საქართველოში. რუსეთი კი დღემდე გვიცავს ჩვენ უგუნურებს და უმადურებს ამ სისაძაგლისგან. აფხაზეთი და ს. ოსეთი ის მარწუხებია, რომლებიც არ გვაძლევს გარყვნილების მორევში ჩაძირვის, უფსკრულში გადაჩეხვის და დაღუპვის საშუალებას. მოვა დრო და ამას ყველანი მიხვდებით ვინც ვერ გაიაზრეთ აქამდე.
ჯერ კიდევ ერეკლეს დროს, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებისას, მასში გათვალისწინებული იყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა მის კანონიკურ საზღვრებში, მოგეხსენებათ, მეფობა გაგვიუქმეს მაგრამ ეკლესია შეგვინარჩუნეს, ჩვენი ქრისტიანობისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად. მოგეხსენებათ მაშინ მეფის რუსეთი პირდაპირ განაგებდა ეკლესიის წმინდა სინოდს და ამიტომ იყო ჩვენი ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება ასეთი მნიშვნელოვანი ჟესტი მათი მხრიდან.
გარდა ამისა, რაინდი ლევან ვასაძე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც იძახის(და აბსოლუტურად სწორად) საქართველო სულ 4 ჯერ გაერთიანდა და ბოლოს ეს რუსეთმა გააკეთა. ეხლა მითხარით, ვინმემ, მსოფლიო პრაქტიკაში, სხვა ქვეყანა გააერთიანა? დაფიქრდით ამაზე.
ან კიდევ, როდესაც დამოუკიდებლები ვყოფილვართ ბოლო რამდენიმე ასეული წელი, როდესმე სიმშვიდე გვქონია? რატომ ვისჯებით როდესაც დამოუკიდებლად ვიწყებთ ცხოვრებას არ უფიქრდებით მაგას? შემთხვევითია ეს ყველაფერი?
ამ გეივროპა ამერიკის გარყვნილების შპრიცზე რომ ვარ შემსხდრები, კიდევ ვერ მოტვინეთ? გვხრწნიან სულიერად და მორალურად რათა მერე ადვილად გვმართონ მაგრამ მადლობა რუსეთს, რომელიც ამას არ უშვებს. ჩვენ სულიერ ძმებსაც იგივეს უკეთებენ მაგრამ დიდ რუსეთს და მის დიად მმართველს, ვლადიმერ პუტანს, ვერაფერს აკლებენ, ეს კი სწორედ ის შანსია რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სულიერი და მორალური გადარჩენისთვის, ამ ბრძოლაში ცალ ცალკე ყოფნა არას გვარგებს და წავაგებთ კიდეც. ასევე, რუსეთი, წმინდა მამების წინასწარმეტყველებით სწორედ ის ქვეყანაა რომელიც ანტიქრისტეს დაამარცხებს! ეს ბრძოლა დაწყებულია მეგობრებო! ნუ ჩავიდენთ დანაშაულს შვილებისა და ქვეყნის წინაშე და ნუ განვამტკიცებთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ამ გზით განწირულები ვართ გეენისაკენ!
* * *
მწვალებლებმა ქართულ ეკლესიაშიც შეაღწიეს და ესენი არხეინად არიან.
აი მაგალითად ამის ადგილი ეკლესიაშია ახლა? ადამიანი რომელიც რუსეთს ლანძღავს, სტალინს ჰიტლერზე დიდ ბოროტებას უწოდებს, არ არის მწვალებელი? არ არის წვერებით სათრევი და მღვდლობა ასაყრელი?
მღვდელი რომ ტაბულაში მივა, მაგ გარყვნილების ბუდეში, მწვალებელ მნათეუსასთან, სუფთა სულის როგორ შეიძლება იყოს?
ეს მღვდელი როგორც ვიცი
დათიკო-ს ძმაკაცია, რომელიც მორწმუნეობის საფარქვეშ ანტირუსულ პროპაგადას ეწევა ფორუმზე