1984 წლის საახალწლო ტელეგადაცემაში შესრულდა ძალიან დებილური და უაზრო სიმღერა "დედამიწა ილუმინატორში" (ზემლია ვ ილუმინატორე) და მომენტალურად იქცა ხიტად მხოლოდ იმის გამო, რომ მეორე კუპლეტისა და მისამღერის მერე იმპროვიზაცია (ძალზედ პრიმიტიული და ბანძი) შესრულებული იყო "ოვერდრაივის" (პერეგრუზის) ეფექტით!
"როგორ დაუშვეს დრაივიანი ხმა? ე.ი. ფირმა დონეა!" - აღეგზნო საბჭოთა ბიდლომსმენელი და მერე უკვე წლების განმავლობაში ღიღინებდა "ზელიონია, ზელიონაია ტრავას"...
80-იანების დასაწყისში ბითვლზის "თეთრი ალბომი" შავ ბაზარზე ღირდა 150 - 200 რუბლი, "ლედ ზეპელინის" II ალბომი - 80+ რუბლი, და აშუშუ... ამ დროს ეს ალბომები უკვე აღარ იყო გაყიდვადი და დასავლეთში ჩამოფასებულში ეყარა...
ალბომები კონტრაბანდულად შემოდიოდა ბათუმიდან, მურმანსკიდან და ვლადივასტოკიდან, ისიც თუ გამოეპარებოდა საბაჟოს, ან თუ მოისყიდავდი. თუ ვერ მოისყიდავდი - სროკი იყო!
ჩამოქონდათ ერთეულ სპორტსმენებსა და ხელოვანებსაც, თუმცა უმეტესობა შმოტკებს ეზიდებოდა - მაგ. სუხიშვილები და დინამო...
ალბომი ჯანდაბას, მაგრამ კასეტას ან ბაბინას ჩაგიწერდნენ სპეციალურ ბუტკებში 13,50 რუბლად, ხოლო კასეტა სადღაც 9-10 რუბლი ღირდა.(ტედეკა, სონი, ან აგფა) მთლიანობაში, ორი ალბომის ერთ კასეტაზე ჩაწერას ერთი თვის სტიპენდია ყოფნიდა და ცოტაც დაგრჩებოდა... მადლობა დეგას!
მუსიკაზე ნადირობა ყველაზე გავრცელებული სპორტი იყო და კეთდებოდა კასეტის კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის
კოპიის კოპია!
ასე გავეცანი ისეთ მუსიკას, რომელიც ბუტკებში ჯერ არ იყო: სლეიერი, მეტალიკა, ქორონერი, ანტრაქსი, ისა, ესა...
ალბომის დაზიანების გამო სისხლი იღვრებოდა!
კასეტის გამოც!
ალბომს თუ ვინმე გათხოვებდა, ჩათვალე, რომ ცოლი ჩაგიწვინა...
პირველი კურსის სტუდენტებში ჩასასტავებები ხდებოდა მუსიკალური ჟანრების მიხედვით - ეს პრაგმატულიც იყო.
დასავლურ მუსიკაზე წვდომა მხოლოდ ფილარმონიების ვიებს ჰქონდათ, რათა დროულად მოეპარათ უცხოური მუსიკა და ბიდლოსთვის საკუთარ საბჭოურ შემოქმედებათ შეეტენათ. (იხ. ივერია, "75", ორერასნაირები, და აშუშუ)
კვარტალში ერთხელ ტევეში გადიოდა "კონტრაპუნ1ტრაპუნქტრუმ" თუ რაღაც ოხრობა ერქვა და მერე "ეს ესტრადაა", სადაც რამოდენიმე უცხოურ პაპსასთან ერთად შემოაპარებდნენ ხოლმე რომელიმე გრანდის ყველაზე ლაით ჯუზონს, და აბა არიქა! - თუ მოახერხებდი და შავ-თეთრი ლამპური ტელევიზორიდან საბჭოთა მონომაგნიტაფონ ელექტრონიკა 302-ზე გადმოიწერდი ერთი-ორ ვეშს, მეორე დღეს სასწავლებლის ამაგდარი მოწაფე იყავი! (ნუ, გოგოები არ მოგცემდნენ, მაგრამ ფაიზაღი მოგეხუტებოდნენ...)
რაიმე ღონისძიებაზე როკის ჩართვა = მთლად დახვრეტას არა, მაგრამ მშობლების დაბარება-დატუქსვა-ჩამოლაბორანტება - კი!
დაბ-დღეზე, ან რაიმე კერძო შარაფზე როკის ჩართვა დასჯადი არ იყო, მაგრამ ნასედკა მეზობლები მაინც რეკავდნენ სადაც ჯერ არს!
ეს მუსიკის მოხმარებას რაც შეეხებოდა. ახლა გადავდივართ თვითშემოქმედებაზე:
უსმენ ზეპელინს, იმას, ამას და ჯერ ხომ აზრზე არა ხარ რაზე მღერიან, და მერე კიდევ თუ კოპირება გინდა, ვერანაირ ნოტებს ვერ იშოვი - მხოლოდ სმენით უნდა აგეწყო, ან ვინმესგან უნდა გესწავლა უკვე აწყობილი.
ინსტრუმენტი, როგორც ასეთი, არ არსებობდა, თვინიერ საბჭოთა ნაგავისა, რომელსაც არც მასალა უვარგოდა, არც კონსტრუქცია, არც ხმა და საერთოდ არ ეწყობოდა, ანუ ზუსტ ნოტებს არ იძლეოდა. ანუ, გეჭირა ხელში რაღაც საშინელება და საკუთარ წარმოსახვაში ის უნდა გექცია გიბსონის ლეს პოლად... ეს ელექტროსაშინელებები ღირდა 240-320 რუბლი, როლო ტრანზისტორული გამაძლიერებელი - 600 რუბლიდან ზემოთ, და ასევე ნაგავი...
ცოტა დაიკვრებოდა გედეერის იოლანა/დიამანდსა და მუზიმა ლიდ სთარზე, და მათი ფასი მარაზიაში იყო 360 და 470 რუბლი, მაგრამ არ იყიდებოდა!

მხოლოდ ორგანიზაციას შეეძლო გამოეწერა თვითშემოქმედებისათვის და მერე ჩამოეწერა საწამოს ხელმძღვანელის შვილისთვის... ხელზე ყივდა შეიძლებოდა 900-1200 რუბლად.
დაკვრადი იყო ჩეხური ეტერნა დე ლუქსიც, მაგრამ შემოქმედებით ორგანიზაციებში ნაწილდებოდა და ნაკლებად იყიდებოდა.
გამაძლიერებლებში ოცნებად ითვლებოდა აღმოსავლურევროპული "ვერმონა", რომელსაც ლამპური დრაივის მაგივრად ჰქონდა ბუსტერის ღილაკი, ი ვსიო...
იყვნენ ტელევიზორის ხელოსნები, რომლებიც ძველი ტელევიზორებიდან იღებდნენ დაშლად ტრანსფორმატორებს, გადაახვევდნენ, ერთი-ორ ლამპას მიუყენებდნენ, ყუთზე დააწერდნენ მარშალს და როკ-მენებს მამასისხლად მიჰყიდიდნენ ხოლმე (იხ, დეგა ჯეელობაში)
ჰოდა, თუ გქონდა გედეერის გიტარა და ე.წ. მარშალის კომბი, უკვე თმის მოზრდაზეც უნდა გეფიქრა - აბა, კინტოსავით აკრეჭილი რაის როკმენია? და აქ იწყებოდა, რაც იწყებოდა - მაკრატელმომარჯვებული და მილიციით მხარგამაგრებული კომსომოლების რეიდები და საჯარო დამამცირებელ-შეურაცხმყოფელი აკრეჭები, შემდგომი კომსომოლური კაჩავით ადგილობრივ უჯრედებში. ქუჩაში ყოველი გასვლა ტოლფასი იყო დივერსიული საქმიანობისა - არ უნდა ჩავარდნილიყავი, თორემ კილდირ!
დროთა განმავლობაში მოიძიებდი შენსავით თავზეხელაღებულ 3 ტიპს და იასნია, ეგრევე ძმად გაეფიცებოდი, რადგანაც წინ გელოდა შეუპოვარი ბრძოლა ბიდლოსტანის წინააღმდეგ.
მოკლედ, უკვე ოთხი ასოციალური ტიპი შეიკრიბეთ და საჭიროა რეპეტიციები. თუ გქონდა კერძო სარდაფი, იქ არახუნებდიმ მაგრამ ნასედკა მეზობლები მუდმივად გიჩიოდნენ და იყო ერთი უტატატატა...
გამოსავალი იყო ნაცნობობით რომელიმე საწარმოს, ან სახელმწიფო დაწესებულების კლუბში შეძრომა, მაგრამ ხარკი უნდა გაგეღო - ან ლევად უნდა გეძლია გვარიანი ქირა, ან რეპერტუარში აუცილებლად უნდა გქონოდა აკუსტიკაზე დაწერილი 10-12 პაპსა ვეში, რომ წელიწადში ერთხელ მაინც რაიმე საბჭოურ დღესასწაულზე ადგილობრივი პარტიული ივენთი გაგეხმოვანებინა და უფლება გქონოდა სოფლის კლუბებში გამოსულიყავი, თუმცა იქაც ქრთამი უნდა გეძლია, რომ საკუთარი როკი შეგესრულებინა.
ოფიციალური ტური, ფილარმონია ან ხმის ჩამწერი სტუდია "მელოდია" არ იყო როკმენებისთვის.
სულ რომ ჯიმი ჰენდრიქსი და რობერტ პლანტი ყოფილიყავი, არანაირი შანსი წარმატებისა არ იყო!
უკრავდი (იტანჯებოდი) და უკრავდი (კიდევ უფრო იტანჯებოდი), და ბოლოს არაფერი... რჩებოდა მხოლოდ ლეგენდა, რომელიც არავის სჭირდებოდა...
და აქ კიდევ ვიღაცეები ღადაობენ - განა ეს ყველაფერი დახვრეტაზე უარესი არ იყო?