მაკიაველი
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21475
წევრი No.: 123540
რეგისტრ.: 10-November 10
|
#38831459 · 23 Nov 2013, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MASU
ნამეტანი ბევრი უზუსტობაა შენს პოსტში ..... შევეცდები ყველა შენს არგუმენტზე გაგცე პასუხი :
1.---- არც ერთ მოწმეს არ დაუნახავს ოსვალდი იარაღით ხელში დელა პლაზაზე , არც ერთს . უორენის კომისიას ყავდა მხოლოდ სამი ( დაიმახსოვრე ) მოწმე , რომლებიც ამბობდნენ , რომ დაინახეს ციგნსაცავის ზედა სართულებზე შაშხანა .
მაგრამ , უორენის კომისიამ დაკითხა 12 მოწმე ( მოწმეები გაცილებით მეტი იყო ფბი-ს დაკითხული ამ ტემაზე , მაგრამ უორენის კომისიამ ისინი არ გამოიძახა ) რომლებიც ამბობდნენ , რომ დაინახეს გამონაბოლქვი ბორცვიდან , რომელიც კორტეჟის წინ იყო --- წინა გვერდზე დადებულ სურათში მანქანების პარკოვკა , რომ არის .
16 მოწმე , უორენის კომისიას ეუბნებოდა , რომ იგრძვნეს დენთის სუნი , გასროლის შემდეგ , რომ რჩება .... ამ მოწმეებს შორის იყვნენ სენატორი რალფ იარბორო და ვიცე-პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის ცოლი .... როგორ იქნებოდა დენთის სუნი ქვევით , ქუჩაში , თუ სროლა მე-6-ე სართულიდან მოხდა . იმ დღეს ძლიერი პირქარი იყო კორტეჟის მიმართულებით , ეს ცნობილი ფაქტია .
დაკითხულია პოლიციის პატრულის კრის რიდის ჩვენება , რომ მან აშკარად გაიგონა სროლის ხმა ბორცვიდან და იქითკენ გაიქცა ( ეს მომენტი ჩანს ერთ-ერთ ვიდეოფირში ) . მაგრამ პოლიციელი რიდი გააჩერა ორმა შავებში ჩაცმულმა ტიპმა , რომლებმაც მას დაანახეს საიდუმლო სამსახურის ჟეტონები და უთხრეს იქედან წასულიყო . ეს პოლიციელი დაკითხეს ფბი-ში , უორენმა ის მოწმედ აღარ გამოიძახა . თუმცა როგორც ფბი-მ დაადგინა საიდუმლო სამსახურს არც ერთი თანამშრომელი იმ ადგილას , რომელსაც აღწერს კრის რიდი გამწესებული არ ყოლია .
და ყველაზე მთავარი ..... ბორცვიდან საიდანაც სავაურაუდოთ მოხდა ფატალური გასროლა , უფრო სწორად იმ ბორცვზე არსებულ ღობის თავზე , პოლიციამ ნახა მასრა , რომელსაც თავი ქონდა გაჭეჭყილი . ეს მასრა ფიგურირებდა საქმის მასალებში . მაგრამ უორენის კომისიამ არც დაინტერესებულა ამ ფაქტით , ხოლო როდესაც ჯერალდ ფორდის შექმნილმა სენატის კომისიამ მოითხოვა ეს მასრა , აღმოჩნდა , რომ ის აღარ არსებობდა .
და ბოლო არგუმენტი ---- არსებობს ვიდეოგადაღება ( იმ დღეს ამ შემთხვევას ფრაგმენტულად 30-მდე კამერა იღებდა ) რომელშიც ჩანს ადამიანის სილუეტი იმ ბორცვზე არსებული ღობის უკან ... რომელიც გასროლის შემდეგ ქრება .
2.------რაც შეეხება გასროლებს .... არეულად გიწერია , სამი ტყვიაო და ოთხი ჭრილობაო .....
კენედის ქონდა ორი ჭრილობა მიყენებული , ერთი მოხვდა კისრის ფუძის მიდამოებში უკნიდან და გამოვიდა ყრონტის არეში წინიდან --- ამავე ტყვიამ დაჭრა გუბერნატორი კონელი მარჯვენა გვერდში , დაუზიანა რა ნეკნები და ფილტვი , იმავე ტყვიამ გაიარა კონელის მარჯვენა ხელის მაჯაში და შემდეგ მოუხვია და ჩარჩა მარჯვენა ბარძაყში .
ამ პირველ ტყვიას უძახიან მეჯიკ ბულიტს , საოცარ ტყვიას . უორენის კომისიის მიერ დახატული ტრაექტორია ამ პირველი ტყვიის ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას . პირველივე დღიდან დაიწყო ამაზე ბაზარი .
მეორე ტყვია --- როგორც ამას ოფიციალურად ამბობენ აცდა ყველას და ყველაფერს . არის მოწმე ქალბატონი , რომელიც კორტეჟის მარჯვენა მხარეს იდგა , რომელმაც როგორც ამბობდა დაინახა ასფალტზე ასხლეტილი ტყვია , უფრო სწორად ნაპერწკლები . ამ ტყვიაზე შემდეგ შეიძლება დაბრუნება ....
და მესამე ტყვია , რომელმაც თავის ქალა ახადა კენედის .... ის შედის კენედის კეფაში მარჯვენა ზედა მეოთხედში და გამოდის გარეთ , მარჯვენა საფეთქელთან , ყურის ზემოთ . ეს არის ყველაზე საოცარი ფაქტი .
საოცრება პირველი ---- თუ მსროლელი ოსვალდი იყო , მაშინ ის სროულობდა სიმაღლიდან და დახრის კუთხე იყო 16 გრადუსი .... ასევე ოსვალდი სროულობდა გვერდიდან , მარჯვნიდან კორტეჟის მიმართ და ეს კუთხე 6 გრადუსი იყო .... აქედან გამომდინარე ტყვიას პრაექტორია უნდა ქონოდა ზევიდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ . ესე იგი თუ ტყვია მოხვდა კენედის კეფის მარჯვენა ზედა მეოთხედში , როგორც ეს პათოლოგოანატომებმა დადგინეს ( ეს ექსპერტიზაც კითხვებს იწვევს ) , მაშინ ის უნდა გამოსულიყო შემავალი ადგილზე ქვემოთ , სადღაც პირის არეში და მარცხნივ ....არანაირად არ შეიძლებოდა ის გამოსულიყო იმავე სიმაღლეზე საფეთქელტან და იმავე მხარეს .... თუ სროულობდა ოსვალდი .
საოცრება მეორე --- წიგნსაცავში პოლიციამ იპოვა სამი მასრა . ორი მასრა დაახლოებით ერთ ადგილას ეგდო , მეორე მათგან მოშორებით ( ეს ძალიან საინტერესო მომენტია , ამაზე მერე ) . შემთხვევის ადგილი დაათვალიერა პირველმა ზემოტ ნახსენებმა , დალასის მკვლელობის განყოფილების შეფმა უილ ფრიცმა , რომელიც სერიოზული პროფესიონალი იყო , ამიტომ შეცდომა გამორიცხულია .
მასრები იყო ერთი და იგივე მოდიფიკაციის , ე.წ. სამხედრო ვარიანტი 6,5 მილიმეტრიანი ტყვიის . ეს ტყვიები ცნობილია ასევე როგორც ჰუმანური ტყვია , მთლიანგარსიანი , მომგვრალებული თავით , რომელიც არ იმსხვრევა მოხვედრისას და ტოვებს აკურატულ ნატყვიარს . ზუსტად ეგეთი ტყვია ამოიღეს კონელის მარჯვენა ბარძაყიდან თითქმის დაუზიანებელი . პარკლენდის ჰოსპიტლის მორიგე ექიმმა , მალკომ პერიმ , თავის პირველ განცხადებაში კენედის კისრის არეში ნატყვიარზე იხმარა სიტყვა , აკურატული ზუსტად ასეთი ტყვიის მიერ დატოვებულ კვალზე .
ხოლო როგორც ზაპრუდერის ფირზე ჩანს მესამე ტყვია აფეთქებს კენედის თავს .... თუ კენედის ოსვალდი ესროულებოდა შაშხანა მანლიხერ-კარკანოდან , 6,5 მილიმეტრიანი , მთლიანგარსიანი ტყვიით , ეს ტყვია ლამაზად გახვრიტავდა კენედის თავს და სადმე მანქანაში ჩარჩებოდა . ბოლო ტყვია კი აფეთქდა კენედის თავში ფაქტიურად , ამ ტყვიის არც ერთი ფრაგმენტი ნახული არ ყოფილა , ტყვია გაქრა . თუ მეჯიკ ბულიტი , პირველი ტყვია , რომელმაც ორ , მამაკაცში გაიარა , შეხება ქონდა მათ ძვლებთან ფაქტიურად დეფორმაციის გარეშე იქნა აღმოჩენილი , რა სიკვდილი დაემართა მესამე ტყვიას , რომელიც ფაქტიურად აფეთქდა ?
საოცრება მესამე და მთავარი --- უორენის კომისიამ დაკითხა ბეტესდეს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი პათალოგოანატომი , რომელმაც ჩაატარა კენედის გვამის ექსპერტიზა . ამ კაცის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს , ხომ ასეა , კაცს ანდვეს ამერიკის პრეზიდენტის გვამის გაკვეთა . ხო და ამ პათოლოგო ანატომმა უორენის კომისიას განუცხადა , რომ კენედის კეფაში არსებული შემავალი ნატყვიარის დიამეტრი 6 მილიმეტრი იყო , ხოლო შეღწევის კანალი 15 მილიმეტრი . როგორც ზემოთ აღვნიშნეთ , ციგნსაცავის მე-6-ე სართულზე ნაპოვნი იყო სამი , 6,5 მილიმეტრიანი ტყვიის მასრა ..... მაშინ რომელი ტყვიით მიიღო პრეზიდენტმა დაზიანება , რომელმაც 6 მილიმეტრიანი ნატყვიარი დატოვა ? ყველაზე გავრცელებული იმ დროს იარაღი , რომელშიც იყენებოდა 6 მილიმეტრიანი , მსხვრევადი ტყვია იყო ავტომატური შაშხანა AR-15-ი . იმ დღეს , დელა პლაზაზე მინიმუმ ორი ასეთი AR-15-ი იყო . ერთი პრეზიდენტის მანქანაში იდო , საიდუმლო სამსახურის მძღოლის ბილ გრირის ფეხებში , სავარძლის ქვემოთ და მეორე AR-15-ი იყო პრეზიდენტის დაცვის მანქანაში , რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის მანქანას მიყვებოდა , ეს ავტომატი ქონდა საიდუმლო სამსახურის აგენტს ჯორჯ ჰიკის .
საინტერესო ფაქტები ..... ჯორჯ ჰიკი საიდუმლო სამსახურში მიღებული იყო დალასში გამგზავრებამდე 4 თვით ადრე , ის სპეციალიზაციით მძღოლი იყო , მაგრამ იმ დღეს რატომღაც ავტომატი ანდვეს პრეზიდენტის სიახლოვეს . როგორც დაცვის უფროსმა როი კელერმანმა ახსნა , წინა დღეს მისი აგენტები დათვრნენ დალასში და რეზიდენციაში დილის ხუთ საათზე დაბრუნდნენ , ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებია გამოუცდელი ჯორჯ ჰიკი , რომელიც არ დამთვრალა და გამოძინებული იყო .
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ... როდესაც უორენის კომისია შეეკითხა დაცვის უფროს ამ ავტომატურ შაშხანაზე მან მოკლე პასუხი გაცა .... არც ერთ დაცვის წევრს იმ დღეს დალასში არ გაუსროლიაო და მერე დაამატა , იმ დღის მერე საიდუმლო სამსახური ავტომატურ იარაღს უშუალოდ პრეზიდენტის სიახლოვეს აღარ ხმარობსო --- რატომ ნეტა ?
არც ერთ უორენის კომისიის წევრს ამ უზუსტობაზე კითხვა არ დაუსვამს , არც ერთს
საოცრება არა , მაგრამ დანაშაული --- პრეზიდენტ კლინტონის პრეზიდენტობისას , ამერიკულ საზოგადოებაში ოლივერ სტოუნის ფილმის შემდეგ გაცენილ კითხვებზე პასუხის გასაცემათ შეიქმნა სახელმწიფო კომისია , რომელიც იკვლევდა პრეზიდენტ კენედის გვამის ექსპერტიზის საკითხს . კენედის გვამის დათვალიერებისას რენტგენული სურათების გადამღებმა , ფიცის ქვეშ განაცხადა , რომ კენედის თავის ქალის რენტგენულ სურათებში არ იყო ნაპოვნი არც ერთი ტყვიის ნაწილაკი . გვამის ექსპერტიზის მესამე დღეს მასთან მივიდნენ საიდუმლო სამსახურის ორი აგენტი , რომლებმაც ამოირეს რენტგენული სურათები , მიცეს მას ტყვიის ოთხი ნაწილაკი , მიამაგრებიეს ეს ტყვიის ნაწილაკები კენედის თავის ქალაზე შიგნიდან და თავიდან გადააღებიეს სურათები .... ზუსტად ეს გაყალბებული სურათები მოხვდა უორენის კომისიაში . როგორც რენტგენოლოგმა განუცხადა კლინტონის კომისიას , იმ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მას მოაწერიეს ხელი საბუთზე , რომ ამის შესახებ თუ ის რამეს იტყოდა , მიეცემოდა პასუხგებაში რადგანაც მომხდარი ამერიკის ნაცუიონალური უსაფრთხოების საკითხი არისო .
3---- ტიპიტის ზონაში არ შედიოდა ოსვალდის საცხოვრებელი სახლის ქუჩა . რა უნდოდა იმ ქუჩაზე ტიპიტს , როდესაც დალასის პოლიციის უფროსი ჯეს კარი კიოდა რაციაში , რომ ყველა ეკიპაჟი მას ჭირდებოდა . ჯერ ერთი მაშინ გავრცელებული აზრით მკვლელი ჯერ კიდევ დელა პლაზაზე იყო და მიმდინარეობდა იქაურობის ბლოკირება , მეორე პოლიცია საჭირო იყო პარკლენდის ჰოსპიტალთან და მესამე , დალასის პოლიციამ პირველ ორ საათში დაახლოებით 800 თვითმხილველის ჩვენება მიიღო .... პოლიციელები ჯეს კარის სხვაგან ჭირდებოდა .
რა უნდოდა ტიპიტს ოსვალდის სახლთან , მითუმეტეს , რომ მისი რაცია გამორთული იყო .
კიდევ ერთი კითხვა .... პოლიციამ მომხდარიდან 18 წუთში გადაცა შემდეგი ორიენტირება .... ეჭვმიტანილი არის მამაკაცი , თეთრი , საშულო ასაკის , საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის , რომელიც შესაძლოა იარაღით არისო , თან იარაღს შაშხანას ამბობდნენ ორიენტირებაში --- ამ ორიენტირებით დაუფიქრდით ვინმეზე ეჭვის მიტანა შეიძლებოდა ?
ორი მოწმე ამბობს , რომ ტიპიტის მანქანა არ მოძრაობდა , ის გაცერებული იყო .... თუ ორიენტირებაზე იყო ტიპიტი დაგეშილი , მაშინ მას უნდა ემოძრავა , ხომ ასეა ...ის კი გაცერებული იყო ოსვალდის სახლთან და თითქოს ვიღაცას უცდიდა
კიდევ უცნაურობა არის , რომ ტიპიტი კი არ მოძრაობს ოსვალდისკენ , არამედ ის მოძრაობს მისკენ . პოლიციელი თუ პრეზიდენტის მკვლელის დაკავებას აპირებს და თან მარტო , იარაღს მაინც ამოიღებდა ... ტიპიტი ისე დაბრიდეს , რომ მას იარაღი არ ამოუღია . ძალიან სტრანი დაკავება გამოდის .
იყო მოწმე ქალბატონი , რომელმაც ფბი-ს ჩვენება მიცა , რომ ტიპიტს ორი ტიპი ესროულებოდა და მათ შორის ამ ქალის მეზობელი ოსვალდი არ იყო .
პოლიციის სერჟანტმა , რობერტ შერიმ , რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა , ყველა მასრას , რომელიც ტიპიტის მკვლელობის ადგილას იპოვა თავისი დანით მისი ინიციალება წააჩხაპნა , ეს მირებული წესი ყოფილა იმ დროს . როდესაც ფბი-ში იკითხებოდა მან ვერ ამოიცნო მასრები , მათზე არ იყო მისი ინიციალები , ამის შესახებ მან განაცხადა . უორენის კომისიის მუშაობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე , პოლიციის სერჟანტი რობერტ შერი , მისი სახლის შესასვლელთან მოკლა ნარკომანმა .
საკვირველი ის არის , რომ ოსვალდს რევოლვერი ქონდა დაკავებისას ..... რევოლვერი კი როგორც მოგეხსენებათ მასრებს არ ტოვებს , მაშინ რა მასრები იყო ნაპოვნი პოლიციელ ტიპიტის მკვლელობის ადგილას ?
ყველა პოლიციელი , რომელიც ოსვალდს აკავებდა კინოთეტრში ყვიროდა ... კენედის მკვლელი დავიჭირეთო , საიდან ეგ ინფორმაცია .... ოსვალდი იძებნებოდა პოლიციელ ტიპიტის მკვლელობის გამო .... ციგნსაცავში აღმოჩენილი იარაღის შესახებ იმ დროისთვის ინფორმაცია გავრცელებული არ ყოფილა , არც ის ინფორმაცია არ იცოდნენ პოლიციელებმა , რომ ოსვალდი ციგნსაცავში იყო --არავინ ეს არ იცოდა იმ დროისთვის , მაშ რატომ ყვიროდნენ პოლიციელები , რომ პრეზიდენტის მკვლელი დააკავეს ?
ტიპიტთან დაკავშირებით სხვა საინტერესო მომენტებიც არის ...ამაზე შემდგომ
4.---- პროკურორი ჰარისონის გამოძიება ეს სხვა თემაა .... მან თავდაყირა დააყენა უორენის კომისიის დასკვნა , ვინაიდან იმ პროცესზე დამტკიცდა მინიმუმ მეპთხე გასროლის არსებობა , რაც წარმოუდგენელი იყო ერთი მსროლელის პირობებში
ზუსტად ჰარისონის პროცესმა აიძულა პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი დაეწყო ახალი გამოძიება კონგრესის კომისიის მეშვეობით კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით . ამ კომისიამ ისე , რომ იცოდეთ დაადგინა , რომ დიდი ვარაუდით კენედი შეთქმულების მსხვერპლი არისო
რამდენი დავწერე .... კარგია ერთ კაცს მაინც თუ დააინტერესებს
--------------------
01.10.2012.
|