#38788397 · 19 Nov 2013, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ordu
| QUOTE | | ყოფილი ამაერიკის საელჩოს შენობა საკმარისი იყო ამ ფუნქციების მქონე პრეზიდენტისთვის. |
 ეგ შენობა თვით ამერიკის საელჩომაც არ ჩათვალა საკმარისად და სხვაგან გადავიდა. დაფიქრდი. ავტომატუხარ ნუ ხარ გადართულ გაპრავების რეჟიმზე | QUOTE | | ამ ფულით რამდენიმე საწარმოს აშენებაც შეიძლებოდა. |
1. საწარმოს "აშენება" არაა საკმარისი. მას მართვა სჭირდება. თან ძალიან ეფექტური, თორემ კონკურენციის პირობებში შესაძლებელია ძალიან დიდი ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს. 2. რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ფული იმაზე, რაზედაც კერძო სექტორსაც შეუძლია გაცილებით გაცილებით უფრო ეფექტურად დახარჯოს ფული. ამასთან სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი ფუნდამენტალური ფუნქციები, რომელსაც ვერავინ ვერ განახორციებს მის მაგივრად. არავინ სხვა არ ააშენებს პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ.
|