მართლაც ამოაგდეს ჩინური კომპანია. ოღონდ დასახელებული ფასებიდან გამომდინარე, წინ კიდევ მეორე ჩინური კომპანიაც ეღობებათ.
100 ახალი ავტობუსის შეძენასთან დაკავშირებულ სატენდერო წინადადებებზე მერია განცხადებას ავრცელებს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html10:10 07-12-2013
100 ახალი ავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ სატენდერო წინადადების დასაზუსტებლად ჩინურ კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD –ს 3 სამუშაო დღე განუსაზღვრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, ამ კომპანიის მიერ დასაზუსტებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აღმოჩენილი გარკვეული უზუსტობები.
მერიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის მერიამ ქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად, ტენდერი 4 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა 5 კომპანიამ მიიღო. ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასი XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ დააფიქსირა.
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სატენდერო კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაცია. განხილვისას კომისიამ მთელი რიგი უზუსტობები აღმოაჩინა. შესაბამისად, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად კომისიამ მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე განუსაზღვრა. ამ ვადაში XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-მ წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, რომლის განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ ტენდერში წარმოდგენილმა ავტობუსის მოდელმა ვერ დააკმყოფილა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები და მოხდა აღნიშნული კომპანიის დისკვალიფიკაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე, ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EС სერთიფიკატი (EC type-approval certificate).
კომისიამ, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩინურ კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD-ს დოკუმენტაცია შეისწავლა, რომლის მიერ ტენდერში წარმოდგენილი ფასი სიმცირით მეორეა და 31 660 626 ლარს შეადგენს, რაც თავის მხრივ 25 ლარით მეტია წინა კომპანიის ფასზე. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ამ კომპანიის მიერ, დასაზუსტებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნებში აღმოჩენილი გარკვეული უზუსტობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტს მოთხოვნების დასაზუსტებლად, კომისიამ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა 3 სამუშაო დღე.
შესაბამის ვადებში კომპანია Zhengzhou Yutong Bus Co. LTD მიერ, სატენდერო წინადადების დაზუსტების შემდეგ, კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ავტობუსის მოდელი თბილისის მერიის მოთხოვნებს და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნოს ვებ-გვერდზე: www.spa.ge-ze.
ოქმი:
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1386355378წერილი დისკვალიფიკაციაზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1386355396წერილი დაზუსტებაზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...386355416", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
* * *
ჩინელები ჩივიან.
კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...sachivrebs.html10:15 07-12-2013
კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს წარმომადგენელი საქართველოში ავთანდილ საყვარელიძე 100 ახალი ავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, წარდგენილი დოკუმენტაცია და შეთავაზებული ავტობუსი სატენდერო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
"სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება არის სულ მცირე არაობიექტური, ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და შეთავაზებული ავტობუსი სრულად აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს და ქარხანა, რომელიც აწარმოებს 50 000 ავტობუსს, მზადაა დაიცვას საკუთარი პრესტიჟიც და საკუთარი პროდუქციაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყებთ კანონით გათვალისწინებულ, გასაჩივრების პროცედურებს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე", - აცხადებს საყვარელიძე.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO-ს დისკვალიფიკაცია მოხდა, რადგან თბილისის მერიის ცნობით, ტენდერში წარმოდგენილმა ავტობუსის მოდელმა ვერ დააკმყოფილა ტექნიკური და ხარისხობრივი მოთხოვნები.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას არ აღმოაჩნდა შემოთავაზებულ ავტობუსზე, ხარისხის დამადასტურებელი ევროპის პარლამენტის 2007/46/EC სერტიფიკატი (EC type-approval certificate)", - განმარტავენ მერიაში.
This post has been edited by Geronti on 7 Dec 2013, 17:29