რა მაგრები არიან

ჩვენთან როდის გადაერქმევა?
დერუსიფიკაციის“ ფარგლებში კიევში სახელები შეუცვალეს ლევ ტოლსტოის მოედანსა და იური გაგარინის პროსპექტს
მარტი 23, 2023
კიევის საკრებულოს დეპუტატებმა სახელები გადაარქვეს დედაქალაქის 16 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდება, იტყობინება კიევის მერიის პრესსამსახური.
ამ ცვლილებების შედეგად, კერძოდ, ლევ ტოლსტოის მოედანს ეწოდა უკრაინელი გმირების მოედანი;
ლევ ტოლსტოის ქუჩას - ჰეტმან პაველ სკოროპადსკის ქუჩა;
იური გაგარინის გამზირს - ლეონიდ კადენიუკის გამზირი;
მარინა ცვეტაევას ქუჩას - ალექსანდრა ექსტერის ქუჩა და სხვა.
"კიევში დერუსიფიკაციის პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქს სამუდამოდ მოშორდეს საბჭოთა და რუსული სახელები და სიმბოლოები, რომლებიც აგრესორ ქვეყანასთან ასოცირდება. და ჩვენ ამას ვაკეთებთ", - აღნიშნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მისივე ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყებიდან კიევის საკრებულოს დეპუტატებმა უკვე გადაარქვეს სახელები დედაქალაქის 288 ობიექტს, რომელთა სახელები რუსეთთან ან სსრკ-სთან ასოცირდებოდა.
This post has been edited by მაწო:+) on 24 Mar 2023, 11:10