მე მოვყვები რაა.
ხელისაწევის სმაილიკი
ლიდერი- Stephen R.Covey-ის მიხედვით( საკუთარი გამოცდილებითაც).
Stephen R.Covey- ცხოვრების ორგანიზაციული მართვის სპეციალისტი.მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხარისხი.
9 შვილის მამა და 52 შვილიშვილის ბაბუა.
ავტორი წიგნის- "მაღალეფექტური ადამიანების შვიდი უნარი",რომელიც 2011წელს დასახელდა ჟურნალ "The Times"-ის მიერ,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გავლენიანი ბიზნეს-წიგნი.
შვიდი პრინციპი,რომელსაც ეძახიან უნარს და არა თვისებას,რადგან უნარის განვითარება შეიძლება,თვისება კი ბუნებრივია!
ფსიქოლოგიაში არჩევენ სხვადასხვა ტიპის ლიდერებს:
ლიდერი- სტიმულატორი,
ლიდერი-შემსრულებელი,
უნივერსალური და სიტუაციური ლიდერი,
ემოციონალური და საქმიანი ლიდერი.
გამოყოფენ ლიდერობის სტილსაც:
ავტორიტარული -ერთპიროვნული მმართველობა. მკაცრი დისციპლინის დამყარება,უფლება-მოვალეობის მკაფიოდ განაწილება, მხოლოდ საკუთარი აზრის გატარება.
დემოკრატიული-როდესაც ლიდერი უსმენს კოლეგების არგუმენტებს.პასუხისმგებლობა განაწილებულია და არა კონცენტრირებული.
ლიბერალური-არ არის მომთხოვნი,უკონფლიქტოა,ფაქტიურად ჯგუფი არაორგანიზებულია,მოვალეობებიც ნაწილდება ქაოტურად.
კორპორატიულ ჯგუფებში,როგორც წესი ლიდერისა და ხელმძღვანელის ფუნქცია ერთ ადამიანზეა.და თუ არ არის,საბოლოო ჯამში მივიღებთ კონფლიქტურ სიტუაციას,ეს კი აისახება ჯგუფის განვითარების დონეზე.
თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულად არის გაზრდილი ლიდერის როლი.
გაზრდილია მოთხოვნა ახალი ტიპის ლიდერზე,რომელნიც ატარებენ მორალურ და ეთიკურ ფასეულობებს.
ლიდერის ეფექტურობა განისაზღვრება ხელმძღვანელობის სტილით,სიტუაციური მიდგომით,თანმშრომლებთან ადამიანური დამოკიდებულების,ურთიერთობის მანერით.( მოტივაციის და თანამშრომლების მხარდაჭერის გზით.)
ეფექტურია ლიდერი,რომელიც ფლობს მაღალ ემოციონალურ ინტელექტს,აქვს საკუთარი და სხვა ადამიანების გრძნობების შეგრძნების და მართვის უნარი.
ინტელექტუალური ლიდერის უნარი:
საკუთარი გრძნობების გათვითცნობიერება,დიფერენცირება.
საკუთარი გრძნობების მართვა-ნეგატიური ემოციების კონტროლი,
მოგებაზე,გამარჯვებაზე "განწყობა",სტიმულირება,
პირადი ურთიერთობების დამყარება,დახმარება სრულყოფილებაში,ცვლილებების ინიცირება, თანამშრომლების ახალი მიმართულებით წაყვანა............................
შევადაროთ ახლა,ინტელექტუალური ლიდერი და ბელადი ერთმანეთს,რაშია განსხვავება?!
This post has been edited by Nostalgia34 on 22 Nov 2013, 15:08