მაკიაველიშე კაი კაცო, რჩევის მოცემაზე უარს როგორ გეტყვი.
მე სხვა გამოსავალი მოვძებნე ძამია, სახლიდან ჰაიდა გავუკეთე ეგეთებს.
არა გჯერამს?
აი ორი კვირის წინანდელი პოსტი:
/"ქვისლები" არიან ჩემი მეგობრები, რომლებმაც იგივე ჰქმნეს.LOL/
ვფიქრობ რომ საინტერესო ფაქტია და ჩვენდა უნებურად შევა ჩვენს ისტორიაში ეს "მოურჩენელი სენი".
კაცო, კაბელური ტელევიზია მქონდა, 900-ზე მეტ არხს აჩვენებდა.
ამორჩეული მქონდა რამოდენიმე, ზოგს ნადირობის შესახებ ვუყურებდი, ზოგს თევზაობაზე და ძალიან ბევრს სახლის მშენებლობის შესახებ.
ბევრი რამე გავიგე.
მერე სიდედრი ჩამოვიდა. :karochera:
ამ 900-ას არხში როგორ იპოვა ორი ლათინური არხი, ეხლაც ვერა ვხვდები.
ჰოდა, იჯდა და იმათთან ერთად აფრქვევდა ცრემლებს.
ამოვიდა ყელში.
სანამ კონტრაქტს გავაუქმებდი საკაბელოსთან/დრო სჭირდება მაგას/ ავიღე და კაბელი გადავჭერი.
ცოტა ხანი კი დავისვენე, მაგრამ ვაი მაგ დასვენებას.
კომპიუტერის მოხმარება უსწავლებიათ გოგოებს. :karochera:
გაგრძელდა სახლში ლათინური ბღრიალი სიდედრის და სიმამრის შესრულებით.
სერიალებამდე რუსთავი2-ს, მაესტროს, და ა.შ. უყურებდნენ და ენერგია მოზღვავებულები მერე რომელიღაცა შტერულ სერიალს მიუჯდებოდნენ.
მეთქი ჯანაბას, წავედი და ცალკე კომპი ვიყიდე, იმ ძველთან მავთულხლართები იყო გაბმული მე რომ არ მივსულიყავი.
ბიჯოოო, რა ვერ გამიგია და რატომ ვწერ ამხელა პროსტინას.
ე დედა დანგრეული, არ მომწონს ხალხი როცა ტირის.
მერეა და რატომ ტირიან, ვისი გულისთვის.
რამხელა სტრესს ატარებენ, მერე შენა გგრუზამენ, იმენნა გეჩალიჩებიან რომ შენც იტირო.
ამ ჩვენმა პოლიტიკამ ხომ სულ დამაქცია, ამათი მოსაწონი ვერავინ მოვიდა.
წავლენ არჩევნებზე, მოიყვანენ ვიღაცას, მერე წყევლიან და აგინებენ, მერე სხვას ეძებენ და ა.შ.
მე მგონი მარტო მე არ უნდა ვიყვე ასეთ დღეში.
წყნარი ადამიანი ვარ, მძიმე და საზრიანი შრომა მიყვარს, ოჯახში შემოსულს დასვენება და ცოლშვილის მოფერება მჭირდება, მერეა და ჩემი ჩიტირეკიაობაც დავამატოთ, აღარა მრჩებოდა ამ ყველაფრისთვის დრო და იძულებულმა "სამუდამო" გამოვუწერე.
ვიცი, ამის წაკითხვა და ჩვენი "ქვისლები" გადაცვივდებიან სკამიდან.
გაუხარდებათ, კოლეგა დაგვემატაო.
მაგრამ ისევ სერიოზულ სახეს დავუბრუნებ პროსტინას.
ძალიან ბევრი ოჯახია მსგავს მდგომარეობაში.
სხვა ერები ამ შემთხვევაში ფეხებზე მკიდია, ჩვენ რომ მაგრა გავჭედეთ, ამაზე ფიქრით გამებერა თავი.
თუ ესეც დავიკიდო???