აუ მოდით რა რუსეთუმეებს საერთოდ არანაირად არ უპასუხოთ წერონ და იკითხონ..
გამოვდივარ ინიციატივით საერთოდ დააიგნორეთ.. და არც წაიკითხოთ პოსტები..
აი ამათ რა უნდა ელა[პარაკო
"დედა" რუსეთს მონატრებულებო გაიხსენეთ:
ქართველთ გოდება
ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
ჩვენი ამ რეგვენთ
არა მარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
კარგა ხანია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენ ხანს გასტანს.
კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.
რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ქართველს თავისი წელზე ერტყას, ბატონო, ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!
კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!
მუხრან მაჭავარიანი
1986 წ.
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare