"თბილისის მერობა რომ შეძლო, აქ ნაცხოვრები უნდა იყო"
მსახიობი და "ქართული ოცნების" მხარამჭერი გია კორკოტაშვილი „ქართული ოცნებიდან“ მერის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებამ არ აღაფრთოვანა. კორკოტამ იმ თვისებებზე ისაუბრა, რომელიც მომავალ მერს უნდა ჰქონდეს.
გია კორკოტაშვილი: ნარმანია მეურნე ადამიანია, მაგრამ ამ თვისებას სხვადასხვა რაღაცებიც უნდა ავსებდეს...
კონკრეტულად რა თვისებები უნდა ჰქონდეს დედაქალაქის მერს, რომელიც არ აქვს ნარმანიას?
- ჩვენი ქალაქის მაჯისცემა უნდა იცოდეს. უნდა იცოდეს ნახალოვკაში როგორ სუნთქავს ადამიანი და რა არის მისთვის კარგი, ვერელებს რა სურთ... ანუ თითოეული უბნის და თითოული ადგილის გასაჭირს უნდა იცნობდეს, საზოგადოებასთან უფრო ახლოს უნდა იყოს. თემა ისაა, რომ ნარმანიას შეიძლება გაუჭირდეს ეს ურთიერთობები, იმიტომ რომ თბილისი ცოტა ფაქიზი თემაა.
- თბილისის „მაჯისცემას“ ვერ აუწყობს ფეხს?
- რა არის იცით, თბილისის მერობა რომ შეძლო, აქ ნაცხოვრები უნდა იყო. თბილისს რამდენიმე სამარცხვინო მერი ჰყავდა. გიგის არ ვიცი კანონი როგორ შეაფასებს, იყვნენ საშინელი მერებიც - ნაციონალი ჭიაბერაშვილი, რომელსაც ქართლის დედაზე პათოლოგიური წარმოდგენა ჰქონდა.
ასეთი ადამიანები სათავეში არ უნდა იყვნენ. თბილისს სჭირდება კადრი, რომელიც იქნება მერი, და ეცოდინება თბილისის მაჯის ცემა. ნარმანიას, რაც შეეხება, მე არ მგონია რომ ის თბილისში გაიზარდა.
ფაქტია, რომ ის მეურნე კაცია, თუმცა, შეიძლება ისეთი ადამიანები დაიყენოს გვერდით, რომლებიც იმას შეავსებენ, რაც მას არ გააჩნია. თავად გაუძღვეს მეურნეობას, აწარმოოს არითმეტიკა, კომუნიკაციები ქალაქთან კი ჰქონდეს იმ ხალხის მეშვეობით, ვისაც ეს ადვილად შეუძლია.

ამაზე კი ირაკლი ალასანიას ცოლმა განაცხადა

:
"მეგრელებს ყველა სხვა ქართველზე მეტად სისხლში აქვთ, სისუფთავის და სილამაზის, ყვავილების სიყვარული"
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„დრტვინავს თბილისი, ზუგდიდელი ვერ გაიგებს ჩვენი ქალაქის ხასიათს და შინაარსსო, ვერც ტკივილი ეტკინება და ვერც პრობლემას დაინახავს სწორადო..... არა ქაოსური შფოთვის, არამედ რაციონალურად ჩამოყალიბებული ტკივილების გამოხატვის მომხრე ვარ და დაფასთან გასული კლასელისთვის კარნახიც ძალიან მიყვარდა სკოლაში გაკვეთილებზე, მე რომ მკარნახობდნენ, ეგეც არანაკლებ მახარებდა.
თუ ნარმანია გახდა მერი, სულ მარტივია, რომ ვიშვიშის ნაცვლად მოვუყვეთ ჩვენს წყლულებსა და ტკივილებზე, ყველამ თითო რამე მაინც და აუცილებლად გაიგებს. მეგრელები სწრაფად ითვისებენ ყველაფერს. აი, მე უკვე მოვამზადე ჩემი საკითხი - სოლოლაკი ბატონო დავით... ამ უბანში პრაქტიკულად ყველა შენობა არქიტექტურული ძეგლია, და პრაქტიკულად ყველა ავარიული. ძვირი დაჯდება, მაგრამ ამის განადგურება დაუშვებელია.
ჯერ კიდევ შიმშილის და სიბნელის წლებში, ადრეულ 90-იანებში მამაჩემმა გამონახა გზა, რომ მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობა ბეტონის ბალიშზე დაესვა და გაემაგრებინა და გადაარჩინა ეს მშვენიერება. იმედი მაქვს, ამ უბნის მნიშვნელოვნება არქიტეტურული თვალსაზრისით შევა პრიორიტეტებში.
მიხარია მეგრელის კანდიდატურა იმიტომ, რომ მეგრელებს ყველა სხვა ქართველზე მეტად სისხლში აქვთ სისუფთავის და სილამაზის, ყვავილების სიყვარული და დარწმუნებული ვარ, ქალაქს ეს შეეტყობა. მეტი ასპარეზი მიეცემათ თბილისის მებაღეებს.
დანარჩენ საკითხებზე სხვა დროს ავიწევ ხელს და გამოზოგვით ამოვთქვამ, სხვები რომ დაიჩივლებენ თავისას, მერე. რიგის დაცვა აუცილებელია," - წერს ფანჯიკიძე.

ხოდა, ესეთი ამბებიაა
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)