ვითომ?
რა ვიცი....
მგონია, რომ ესეც დაგროვილი აგრესიის ბრალია, ანუ ადამიანს შინაგანი აგრესია რომ აქვს დაგროვილი,
ასეთი ფორმით გამოხატავს, ანუ გადმოანთხევს გარე სამყაროში.
უბრალოდ, არაა ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
არც უყვარს საკუთარი თავი და გარშემომყოფები.
ახლობელი ქალბატონის მოყოლილი:
წლების წინ ლიტვაში ვიზიტის დროს ავტობუსით უმგზავრია,
რომ ჩამოსულა ავტობუსიდან, ბილეთი თბილისური ჩვეულებისამებრ (!) ძირს დაუგდია.
ჰოდა, იქვე გაჩერებაზე ასაკოვანი ქალბატონი მდგარა, რომელიც დახრილა, აუღია ეს დაგდებული ბილეთი,
ჩაუგდია იქვე სანაგვე ყუთში.
მერე შემომხედა და გამიღიმაო....
მერჩივნა, ამ ქალს შეეფურთხებინაო

.... ძალიან შერცხვა.
ასეა, ბავშვობიდან უნდა ისწავლოს ადამიანმა,
რომ ნაგვის დაყრა, ცხოველის წვალება, გინება, ბილწსიტყვაობა ეს კარგი ტიპობა კი არაა, არამედ სირცხვილია.
ისე, სხვათა შორის, არსებობს სამედიცინო დაკვირვებები, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ პარაზიტები (ჭიები) - საკუთარ ნაგავს გარეთ ტოვებენ, ანუ იგინებიან, ბილწსიტყვაობენ, იფურთხებიან, ჩაგრავენ სუსტებს და უმწეოებს....
ძალიან შორს წავედი, მაგრამ მგონია, რომ კავშირშია ყველაფერი