არა. ეს მაინც ორიგინალური კომეტაა, კომეტების კომეტაა. ფენიქსია.
წინასწარი გათვლით ისონი ასწლეულის ყველაზე კაშკაშა კომეტა იქნებოდა, გამოჩნდებოდა დღისითაც კი. მაგრამ მან ვერ მიაღწია პროგნოზირებულ ნათებას. კომეტა დამკვირვებელთათვის მოულოდნელად იქცეოდა ზოგი სხვა ნიშნის მიხედვითაც. მაგალითად, პერიგელიუმამდე რამდენიმე დღით ადრე ის რამდენიმე საათით დაიკარგა როგორც ნასა-ს სურათებზე (ნასა რომ საგულდაგულოდ ასწორებს სურათებს, ახალი ამბავი არაა), ისე დამოუკიდებელი ასტრონომების ოკულარებშიც. უცნაურად "იქცეოდა" მზეც, რომელიც კომეტის მიახლოების კვალობაზე მისკენ მიმართულად აფრქვევდა, თითქოსდა აცილებას ცდილობსო (ო, არა, ნუ იეჭვებთ, რომ მე მზე სულიერ არსებად მიმაჩნია,

მიმართული "დაბომბვა" შეიძლება მარტივად აიხსნებოდეს ფიზიკის კანონებით, თუმცა თავად ის, რომ ეს ხდებოდა, აშკარად ჩანდა).
როგორც ვარაუდობდნენ, ისონის ბირთვი უნდა დაშლილიყო მზესთან 1.1 მლნ კილომეტრში ჩავლისას, მისი ნარჩენები კი 24 დეკემბერს დედამიწას 65 მლნ კილომეტრზე ჩაუვლიდა.
პერიგელიუმის დღეებში, 28-29 ნოემბერს, თითქმის ყველამ კომეტა დაღუპულად გამოაცხადა. მაგრამ, NASA-ს 12-საათიანი პაუზის

შემდეგ, SOHO-ს სურათებზე (რედაქტირებული და დაბალი ხარისხის

) ისონი მაინც "გამოძვრა" მზის მეორე მხრიდან, მართალია, საგრძნობლად შეფერთხილი, მაგრამ მაინც. გათვლებით, კომეტის ბირთვი 2500 გრადუსამდე უნდა გახურებულიყო, რასაც ყინული, გაზი და ლითონი ვერ გადაიტანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაიტანა.
ამერიკელი ასტრონომების ვარაუდით, ბირთვი ახლა 2 კმ-ს შეადგენს, ძველი 22-ის ნაცვლად. ეს არაა ბევრი, მაგრამ წონის დაკარვის გამო კომეტამ მკვეთრად შეიცვალა სიჩქარე, და ამის შედეგად - ტრაექტორია.
ის ჯერ ზუსტად არაა განსაზღვრული, მაგრამ
ზოგი ვარაუდით მიმართულება ახლა დედამიწისკენ უფრო ახლოსაა.

ასევე, სავარაუდოდ, მოხდება "დაგვიანება" ერთი კვირით, და ახალ წელს და მომდევნო დღეებში შეიძლება იყოს მეტეორების, ან თვით მეტეორიტების წვიმის ალბათობა.
რომელს შეეშინდა?