
იანუკოვიჩი არის ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა. თაღლითი და ყაჩაღი.
მთელი პრეზიდენტობა ვაჭრობდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ახლა "სტავკების" აწევა მოინდომა...მაგრამ იმდენი ვერ გათვალა, რომ აღმავლობის დროსაც კი ქვეყანაში მხოლოდ 50% ჰყავდა მხარდამჭერი და მათი რაოდენობა იკლებდა დროთა განმავლობაში.
უკრაინის და პოლონეთის შედარება არაა სწორი. პოლონეთი, უკრაინისაგან განსხვაებით, დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ევროპული კულტურულ-პოლიტიკური სივრცის ნაწილი. იგივეა, ბალტიისპირეთს და საქართველოს რომ ადარებენ ხოლმე ერთმანეთს...არასწორად.
მე მგონია, რომ ევროპა ნაღდად არ დაახევს კალთებს უკრაინას ჯერ-ჯერობით. მიუგდებს ხალხს-თავად აირჩიონ, რა უნდათ. იანუკოვიჩიც იგულისხმება ამაში და ქვეყნის ორიენტირიც. ისეთი პირი უჩანს, მეეჭვება, ეგ ამბავი იანუკოვიჩის სასარგებლოდ დასრულდეს. მეორე ვარიანტი-ანუ უკრაინის საბოლოო ბელარუსიზაცია თავად უკრაინას შემოუბრუნდება ცუდად ცოტა ხანში, ევროპას ბევრი არაფერი დააკლდება მაგით.. არც აქამდე ჰქონდათ დიდი სარგებელი უკრაინისაგან.
This post has been edited by Solveig on 2 Dec 2013, 11:34
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!