გამოკითხვის შედეგები აჩვენებს რომ უმრავლესობას სჯერა - რუსეთი "სპასობნია" იმ ყველაფერზე რაც სტატიაში წერია (და არ წერია).

და ანუ, არსებობს "სხვა საქართველო" რომელსაც სხვა მოლოდინები აქვს რუსეთთან მიმართებაში ?!
მე ისევ იმ აზრვზე ვრჩები, რომ ის საზოგადოება, რომელიც "ზაპადნიკების" მიერ რუსეთუმეებად, პრორუსულებად მოიაზრებიან, პრინციპში საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხია.
და ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძვლები.
რამდენი წელი ვიყავით მეფის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ საქართველო არ იქცა რუსულ საქართველოდ, არც ქართველი ხალხი გახდა რუსი ხალხი.
სსრკ-ს შემადგენლობაში გაცილებით ნაკლები პერიოდი დაჰყო ჩვენმა ქვეყანამ და იგი საბჭოთა საქართველოდ იქცა, ჩვენი ხალხი კი საბჭოთა ხალხი გახდა.
და იმ ფაქტს, რომ ს ა ბ ჭ ო თ ა უფრო ადვილად მიიღო და შეითვისა ჩვენმა ხალხმა აქვს ღრმა საფუძვლები ისტორიულიცა და ფსიქოლოგიურიც.
საბჭოთა ხალხებს კი დღესაც აქვთ ძლიერი მენტალური და ფსიქოლოგიური კავშირი.
ახალმა, დამოუკიდებელმა საქართველომ ჯერაც ვერ გაზარდა დამოუკიდებელი ქართველების თაობა, რომელიც მართლა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
სამაგიეროდ გვყას "მენტალური ა ს კ ა რ ი დ ე ბ ი ს" მთელი პლეადა, რომლებიც ერთმანათში სასტიკად კონკურირებენ.
This post has been edited by masai11 on 6 Dec 2013, 17:43