ბოლო პოსტი რაკეტის თემაზე (თუ მერე ახალი რამე არ გამოირკვა):
"ფეიკზე" ახლა მეუბნები, მანამდე ისე დაიწყე ქილიკი რუსების შაბლონებზე და ჩემს ბრმა სიყვარულზე რუსების მიმართ, რომ მასალა არც გინახავს. სხვამაც არ ნახა და მტკიცება დაიწყო, უკუღმა მიფრინავსო. ეს არაა სექტა და მე ვარ?

"სათქვენოს" გეუბნებით და აქეთ ჩხუბზე გადმოდიხართ ავტომატურად, რაკი საზიზღარი რუსეთუმეს პოსტია.

სხვათა შორის, მსგავსის დაკვირვება ხშირად შეიძლება, როცა ორი ადამიანი კამათის და ჩხუბის აზარტშია, მათ შორის - უახლოესი ადამიანებიც კი. ერთი მეორეს მის სასარგებლო არგუმენტს ეუბნება, ობიექტურობის გულისთვის, და მეორე კივილს იწყებს, ეგ რა მითხარიო.

მაგრამ იქ ინდივიდუალური შემთხვევაა და ჩხუბისგან თავგზის დაკარგვა. იგივეს რამდენიმე რომ აკეთებს, ძალიან ცივსისხლიანად და ხალისიანად, ავტომატურ რეჟიმში და ოპონენტის პასუხის მოსმენის და გაფიქრების (აქ: უბრალოდ ნახვის) გარეშე, ამის მოტივი მხოლოდ გუნდური ტოტალიტარული აზროვნებაა.

ერთ პარტიას არ ვგულისხმობ ავტომატურად.

---
ფეიკი თუა, აზრი უნდა ჰქონდეს და მეტი ზიანი არ უნდა მოუტანოს, ხომ? თუ ისე არ დაცემულან, იერიში მიატანინონ, მით უფრო დაეცემიან აღიარებით, რომ უძლურნი არიან სერიოზული საფრთხის დროს

(და პროტონი საკმაოდ სერიოზული მიზნებისთვის იყო).
გარდა ამისა, ნაყალბევის კვალი არ ეტყობა ტექნიკური თვალსაზრისით (თუ ამტკიცებ, რომ ფეიკია, ამის რაღაც კვალი მაინც უნდა მიუთითო). არის მაღალი რეზოლუციითაც, არის სხვადასხვა სპექტრში გადაყვანილი. მე ერთ ნეიტრალურ (არარუს) ბლოგერთან ვნახე და დამაინტერესა. მერე ვნახე, რომ სხვას, ფანატიკოს ანტიპუტინისტსაც შეენიშნა. ორივე პარანორმალურითაა დაინტერესებული. რა შუაშია აქ კრემლის პროპაგანდა და პარანოია, მაინცდამაინც ვერ ვხვდები.
დეფექტი და "განზრახ" - აი ამაზე კი შედარებით ფართოდ იყო; მიუთითებდნენ, რომ რომელიღაც ფრანგულ ფირმაში მზადდებოდა მნიშვნელოვანი კომპონენტები. აქ უკვე კონკრეტული მტრის მიმართ ეჭვის ჩაგდების მცდელობაა: ბოროტი დასავლეთი.
მაგრამ ვიდეოს შემთხვევაში - ვინაა მტერი? ა ხ.ე.ზ.
ან სავარაუდო მოწინააღმდეგის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია, შეუმჩნევლად გაუსხლტეს თავდაცვის ყველა ზღუდეს, ან ისევ პარანორმალური, - რომელსაც შეუძლია მატერიალიზაცია უშუალოდ შეტევის ობიექტის სიახლოვეს.
პირველად არაა, რომ რომელიმე დიდ მხარეს (და ბოლო წლებში "გართულება" რუსულ კოსმოსურ ობიექტებზეა, რომლებსაც მთლიანად ან ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულება აქვთ

) "ვიღაცეები" ხელს უშლიან და/ან აშკარა გაფრთხილებას აძლევენ, "დაასტოპონ". არაა გამორიცხული, ის "ვიღაცეები" უფრო მაღალი ძალების წარმომადგენლები იყვნენ, და მხარს სხვა დიდ ძალას უჭერდნენ.

ასევე შეიძლება გავიხსენოთ ჩებარკულის მეტეორიტი, რომელიც ბევრის საფუძვლიანი მტკიცებით არ ყოფილა ბუნებრივი ობიექტი.
ეს უკვე გადის ჩვეულებრივი პოლიტიკის ფარგლებიდან. ვხვდები, რომ ახლა პარანოიაზე "რეპტილიების" კუთხით დაიწყებენ ვიღაცეები ლაპარაკს.

წინასწარ: ასეთ პრიმიტიულ ანტიპროპაგანდაზე რეაქცია არ მაქვს.