
შენ თვლი, რომ უკრაინამ ხვალ რომ მოაწეროს ასოციაციის ხელშეკრულებას ხელი, პუტინი მიიღებს ამას და შეეშვება. არაა ეგ ეგრე, პუტინისთვის უკრაინის დაკარგვა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია, ამას ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

უკრაინამ რომ მოაწეროს ხელი ასოცირებას, პუტინი მთელ თავის აგენტურულ, ფინანსურ, მედია, დაჟე სამხედრო რესურსს მიმართავს უკრაინისკენ და შეეცდება სიტუაციის შემოტრიალებას. გადაუკეტავს გაზს, ჩაუკეტავს საზღვარს, ხმამაღლა და გამოთქმით იტყვის, რომ არ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დავინახავთ სეპარატისტულ მოძრაობებს ყირიმში და დონბასში. თუ საჭირო გახდა ჯარსაც გამოიყენებს, არ მოერიდება.
ახლანდელი სიტუაცია კიდე ერთი წელი როგორ უნდა გაგრძელდეს? ერთი წელი ყოველდღე ასეთი მიტინგები არ იქნება, ახლა უნდა გადაწყდეს ან ისე ან ასე. პუტინის სასარგებლოდ თუ გადაწყდა, გაუნთავისუფლდება დრო და რესურსი და ჩაუჯდება საქართველოს მიმართულებას ისევ, თუ არადა ჩაუჯდება უკრაინის მიმართულებას.
ევროპა კიდე კბილებით არავის დაიცავს, მაგას კბილები არ აქვს.