#39041774 · 11 Dec 2013, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ ცივი იარაღი იკრძალება, მაშIნ ხანჯალიც აიკრძალოს, მაგრამ....
საერთოდ ცივი იარაღის აკრძალვა იწვევს კანონმორჩილი მოქალაქეების განიარაღებას, რის შედეგადაც დაუცველს ხდის თავდასხმის შემთხვევაში (მითუმეტეს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში). ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ადამიანისთვის, რომელიც დანაშაულზე მიდის და ვიღაცის დაყაჩაღებას აპირებს, არა აქვს მნიშვნელობა დანის ტარება აკრძალული იქნება, თუ არა _ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაა აკრძალული და ის დააქვს ზოგს ვისაც წესით არ უნდა ჰქონდეს საერთოდ...
ცნობისათვის, ამერიკის იმ შტატებში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაა ნებადართული, ძალადობრივი დანაშაული ბევრად დაბალია, ვიდრე იმ შტატებში, რომლებშიც იარაღის ტარება აკრძალულია. რამდენიმე შტატმა ეს კანონი ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო და ძალადობრივი დანაშაული იქაც შემცირდა იგივენაირად.
როდესაც უბრალო მოქალაქეს აქვს იარაღი, მაშინ ის პოტენციური თავდამსხმელისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და ეს უკანასკნელი ჯერ კარგად დაფიქრდება, ღირს თU არა ამ ადამიანზე თავდასხმა.
ბოლოს დასკვნის სახით: ცივი იარაღის აკრძალვა არავითარ შემთხვევაში არ გააუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში (პირიქით თუ არ გაართულა).
|