გარკვეულწილად გეთანხმები,
თუმცა ბევრი კითხვა არსებობს და შევეცდები მოკლედ ჩამოვყალიბდე;
პირველი და მთავარი
- ის მხარდაჭერა რაც დღეს მსოფლიოში აქვს უკრაინას, პირდაპირ კავშირშია უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლასთან.
ამავე დროს, ხელისუფლებებიდან მხარდაჭერა განპირობებულია მოქალაქეთა წნეხით რაც გარკვეულწილად იძულებულს ხდის
როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ეკონომიკურ გიგანტებს, რომ შესაბამისად იმოქმედონ.
რომ არა ეს ყველაფერი ანუ ''სამიოდე დღეში'' რომ დამთავრებულიყო ომი,
დიდი ალბათობით დასავლეთი ასეთ ბერკეტებს არ გამოიყენებდა.
კონკრეტულად ა.შ.შ. - ს ქმედებებს თუ გადავხედავთ,
ნათლად დავინახავთ, რომ კონფლიქტის დასაწყისში მათი ქმედება მიმართული იყო არა მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილებისაკენ,
არამედ დაჟინებულად თხოვდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, რადგან
''სამიოდე დღეში'' კიევი დაეცემოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა...
ანუ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გმირობამ განაპირობა
ის რაც დღეს არის და არა თავის დროზე იარაღის მიწოდება და ა.შ....
ოკ.... ცის ჩაკეტვაზე არაა ბაასი, მართლაც სარისკოა, მაგრამ
რაც შეეხება ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებას?!
იგივე პოლონეთის მიგებთან დაკავშირებული ისტორია - ცირკია და მეტი არაფერი.
განცხადება იმის შესახებ, რომ არ გვსურს კონფლიქტსი ჩარევა, სისულელეა;
კონკრ.მაგალითი:
თურქეთი არ არის კონფლიქტში ჩარეული?
შავი ზღვის ჩაკეტვა ხუმრობაა? (თავი რომ გავანებოთ სხვა მნიშვნელოვან დახმარებებს)
რა რეაქცია ქონდა პუტინს? არავითარი.
როცა თავად ძველ მიგებს არ გადაცემენ, რატომ თხოვენ თურქეთს, რომ მძლავრი იარაღი (C400) გადასცეს უკრაინას, განა თურქეთი ნატოს წევრი არაა?
განა ნათელი არაა, რომ ბირთული ომი ბლეფია, რომელიც აწყობს რუსეთს და ამერიკასაც?!
განა გასაგები არაა, რომ პუტინზე მხოლოდ ძალა მოქმედებს და არაფერი სხვა?!
თავის დროზე თურქეთმა ჩამოაგდო რუსული მოიერიშე და რა?!
მის მერე არც ერთს აღარ დაურღვევია თურქეთის საზღვარი.
გახსოვთ ვაგნერი რომ დაადუღეს?! და რა?! პასუხად არც არაფერი....
ბევრი დღესაც ქილიკობს აგვისტოს ომის დროს ამერიკის გემების და ავიაციის მობილიზაციაზე, მაგრამ
ჩემი აზრით სწორედ ამან დაატორმუზა რუსული ჯარი და არა იმ ზღაპრებმა, რომ თურმე არ სურდათ თბილისში შესვლა.
მათი მიზანი იყო საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მხოლოდ ძალამ გააჩერა ისინი.....
ერთი სიტყვით, ისედაც ბევრი ვაკავუნე

შემიძლია კიდე გავაგრძელო, მაგრამ იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მსურდა