ავტობუსით ვმგზავრობდი, გამსახურდია ახალი განდევნილი იყო.
ერთმა ქალმა მეორეს ჰკითხა, ზვიადის რა ისმისო და იმან არ მენახოს უკან დაბრუნებული. სად დაბღოტიალებს თვითონაც არ იცისო და დასცხეს მგზავრებმა, შე უსინდისო, გათახსირებულო, ვისაა ასე აგდებით რომ მოიხსენიებ მაგალითადო და სანამ გააგებინა იმ ქალმა, რომ ზვიადი მის შვილს ერქვა და რუსეთში უსაქმურობდა, კინაღამ გაპუტეს ახალწამოჩიტულ ვარიასავით