როგორ ბექა? ანუ მემუქრები??????????? საჯარო მოხელე მემუქრები დაბარებით და საქმეების გარჩევით იმის გამო, რომ შენგან განსხვავებული აზრი მაქვს?
და - ამ ყველაფრის მერე რაც ზემოთ დამიწერე მე ვიყენებ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად?????
რუხი უჯრედების ამბავში როგორ ხართ მანდ?
ან ვის თაყვანისცემაზე მელაპარაკები, საჯარო მოხელე საკუთარი უფროსის ფოტოებს აშეარებ ფბ-ზე წამდაუწუმ წითელი გულებით. ასეთი მარაზმი ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ.
აი როცა მართლა გაიგებ ვინ ვარ (და იმ სისულელეების წერას სამსახურზე თავი დაანებე, შენი ვინაობა აქ ყველამ იცის ისედაც და მითუმეტეს მე) იმედია ცოტათი მაინც შეგრცხვება. შემიძლია დღესვე შეგხვდე ან დამიბარო სადაც აპირებდი დაბარებას და თუ გეყოფა განათლება, კომპეტენცია და გამოცდილება, რომ რამე თემაზე მეკამათო, ძალიან გამახარებ. კანონმორჩილებაზე კი მიუთითე თავად იცი, ვისაც.
ამ მუქარაზე კი ფრთხილად, გასაოცარი დემოკრატიისგან ძალიან შორს დგას და ძალიან არ მოეწონებათ ევროპელ დიპლომატებს, ეს თუ გაიგეს
ძალიან გულწრფელად გირჩევ, რომ აქ პოსტვის მაგივრად კომპეტენცია აიმაღლო და პროფესიულად განვითარდე, რომ მომავალში საკუთარი ცოდნით და უნარებით იშოვო სამსახური და არა ფორუმზე აქტიურობის სანაცვლოდ, როგორც ჯილდო.
პ.ს. მე ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და ამით ვამაყობ. ასე რომ ვისაც ეს არ უხაროდეს, ის იყოს ბესელია.
ისწავლე, იშრომე, რამე შექმენი და მერე შეიძლება გქონდეს უფლება, სხვებს ამ ტონით რამე მიუთითო.
შეგიძლია პასუხით თავი აღარ შეიწუხო. თუ ძალიან გაინტერესებს ვინ ვარ, პმ-ში მოგწერ
This post has been edited by fermina on 22 Dec 2013, 12:43
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა