გიგი უგულავას გირაოს სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა
22:37 2013-12-21
გამოძიება გიგი უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, საერთო ჯამში 48 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა თბილისის მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
გიგი უგულავას არც უფლებამოსილება შეუჩერდა და ის მერის თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
სასამართლომ უგულავას 50 ათასი ლარი გირაოს გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.
გიგი უგულავამ სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, შესაძლოა, სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მისი დაპატიმრების მოთხოვნა, თუმცა, უფლებამოსილებას აუცილებლად შეუჩერებენ:
"ზეწოლაში ჩართულია შსს-ს გენინსპექციის ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, რომელიც პრემიერის ახლო ნათესავია და რეალურად დღეს მინისტრია. ჩართულია ჩხენკელი, რომელიც ასევე გენინსპექციაში იყო და კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსად დაინიშნა, ასევე ჩართულია ჩხენკელის ძმა, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობის "ხუხაშვილია", რომელიც ყველა ბიზნესში დაძვრება", - განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება გიგი უგულავას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, საერთო ჯამში 48 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავება, რაც 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი მასალები:
უგულავას სიტყვა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე: ამ ქვეყნიდან გაქცევას სიკვდილი მირჩევნია
სასამართლო პროცესზე უგულავასა და მოსამართლეს შორის შელაპარაკება მოხდა
"რასაც ახლა ვიტყვი შეიძლება კიდევ უფრო დამიმძიმოს მდგომარეობა" - უგულავა მოქმედ მაღალჩინოსნებს ასახელებს
http://www.newposts.ge/?l=G&id=26677#.UrXhINUwadU.facebookამ მოსამართლის წინააღმდეგ არ უნდა აღიძვრას საქმე?
ასეთი უნამუსობა ასეთი გარეწრობა რატომ უნდა შეღჩეთ ამ არაკაცებს...
ხარონიპროკურატურა ვერ ეხება მოსამართლებიის საქმეს?
This post has been edited by vefxvi on 21 Dec 2013, 22:51