სევდია უგრეხელიძე (ვიცე-მერი)
დაიბადა 1949 წლის 25 ივლისს
1972-1991 წლებში პედაგოგიური, სამეცნიერო და ჟურნალისტური საქმიანობა
ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორიასა და პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1992-1998 წლებში ოპოზიციური გაზეთების “ქართული აზრი” და “თავისუფალი საქართველო” სამართლებრივი რუბრიკის წამყვანი კორესპონდენტი
1992-1999 წლებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია IGFM-ის (ქ.ფრანკფურტი) წევრი, საზოგადოებრივი დამცველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა სასამართლო პროცესებზე
1999-2004 წლებში საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი
2000-2001 წლებში საქართველოს პარლამენტის 1991-92 წლების მოვლენათა შემსწავლელი ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვეული სპეციალისტი (წარმომადგენელი პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა მხრიდან)
2001 წელი საქართველოს ადვოკატთა შესახებ კანონის დამუშავებაში მონაწილეობა (ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტი, თბილისი-ჩაქვი)
2002 წელი სერტიფიკატი “უიაფესი (ქველმოქმედი) ადვოკატი”, საქართველოს ჟურნალისტთა საზოგადოების პროექტით გამოკვლეული შედეგების მიხედვით.
2002 -2003 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სტრასბურგის სასამართლოს ადვოკატის უნარ-ჩვევების სრული კურსი, 5 ერთკვირიანი ტრენინგი (ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტი, თბილისი-ბაკურიანი)
2002-2004 წლებში კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” იურიდიული კლინიკის ადვოკატი
2003-2004 წლებში იურიდიული კლინიკის ადვოკატი ორგანიზაციაში “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” (ამერიკის იურისტთა ასოციაციის პროექტი)
2004 წელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები და დამატებები (საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიცირებით, ბაკურიანი)
2004-2006 წლებში ქ. თბილისის საკრებულოს მეორე მოწვევის წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე
2006-2008 წლებში ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების გამგე
2008-2010 წლებში ქ. თბილისის საკრებულოს მესამე მოწვევის წევრი,ეკონომიკური პოლიტიკისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
2009 წელი ქ.თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ “თბილისელების ადვოკატის” პროექტების კოორდინატორი
2009 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობათა კონგრესის სრული(ნამდვილი)წევრი, კონგრესის მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2010 წელი ტრენერის უნარ-ჩვევების სასწავლო ტრენინგი (გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციის ხელშეწყობით, ბაკურიანი)
2010-12 წლებში სდასუ-ს საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი
2001-12 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლი სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულება
2010 წლის მაისიდან ქ. თბილისის საკრებულოს მეოთხე მოწვევის წევრი,ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
2013 წლის თებერვლიდან დღემდე ქ.თბილისის მერის მოადგილე, ვიცე-მერი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
კაი ასაკოვანი კი ყოფილა ეს ჩევნი სევდია
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.