#39182246 · 23 Dec 2013, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maxo-69
QUOTE | მაგ დაზღვევამ ოპერაციის 90% აუნაზღაურა დედაჩემს გაგუას კლინიკაში |
მაგ დაზღვევამ კი არ აუნაზრაურა, ჩვენ ავუნაზღაურეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, თან ისე, რომ ეს თანხა მთლიანობაში არ გვქონდა (იმიტომ, რომ დედაშენის, დედაჩემისნაირები, ანუ დახმარება ვისაც დღეს სჭირდება გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი (ანუ სახელმწიფოს) დღევანდელი შესაძლებლობები), ამიტომ ეს იწვევს ცუდ შედეგს, ვღარიბდებით, რაც მომავალში იმას გამოიწვევს, რომ რამდენიმე წელში საერთოდ ვერავის დახმარებას ვეღარ შევძლებთ და სისტემა დაინგრევა (ფული, ბიუჯეტი რომ აღარ ეყოფა არავის, ახლა არ ყოფნის უკვე და ამისათვის შიდა თუ გარე ვალებს ვიღებთ, რომელთაც შეგახსენებ, რომ ისევ ჩვენგან უნდა გასტუმრება, ანუ ჩაკეტილი წრეა) ან უარესი, ისევ იმგვარ მახინჯ სახეს მიიღებს საბჭოთა დროს ან შევარდნაძის ეპოქაში რომ იყო, კორუფციებით და ყველა იმ შავბნელი და ავადსახსენებელი შედეგებით. მე მესმის, რომ შენ ამას ვერ ხვდები, იმიტომ რომ დღეს დედას 90% დაუფინანსეს და პრობლემა მოგიგვარდა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უფრო შორს უნდა გაიხედო და მიხვდები მის ავკარგიანობას. იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ რეალურად რა დაზღვევის პაკეტია, რას ფარავს და რას არა და რა გვიჯდება რეალობაში. ამ დეტალებში შეგნებულად საერთოდ არ შევდივარ, თორემ აქაც ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი.
|