სააკაშვილის უცნაურ „გემოვნებაში“, რაღა თქმა უნდა, ჯდება „გმირი“ თენგიზ გუნავაც, რომელიც იმ შეწყალებულთა სიას მიემატა, რომლის ერთ ნაწილს „პრაიმტაიმი“ ქვემოთ შემოგთავაზებთ. ეს სია კი ასე გამოიყურება:
ი. კ-შვილი – მსჯავრდადებული სსკ-ს 108-ე მუხლით. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. 2005 წელს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ.ნ-ძე. სასჯელი შეწყალების აქტით გაუნახევრდა.
რ. ხ-ოვი – მსჯავრდადებული სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. რესტორანში ჩხუბისასა, 5-ჯერ ჩაარტყა დანა გულ-მკერდსა და მუცელში ს. ლ-იას. მისჯილი ჰქონდა 9 წელი. განთავისუფლდა პატიმრობიდან 04.12.2012 წელს.
პ. ბ-ლი – მსჯავრდადებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. რესტორანში, დანით 4 ჭრილობა მიაყენა და მოკლა ქ. ქ-შვილი. მისჯილი ჰქონდა 13 წელი. სასჯელი შეწყალების აქტით გაუნახევრდა 2-ჯერ. 12.11. 2012 წ და 28.12.2012 წელს.
მ. ბ-ძე – მსჯავრდადებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ზ.ს-ძე. მიესაჯა 17 წელი. შეწყალების აქტით შეუმცირდა სასჯელი 5 წლით. 13.12.2012 წელს.
ა. მ-შვილი – მსჯავრდადებული 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მ.ჭ-ძეს დანით მიაყენა ჭრილობა. დაზიანების შედეგად მ. ჭ. გარდაიცვალა. მისჯილი ჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა. 04.12.2012 წელს.
გ. ხ-შვილი – ჩაიდინა ნივთების ქურდობა და მანვე მცირეწლოვნის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება ძალადობის გარეშე. მისჯილი ჰქონდა 2 წელი. განთავისუფლდა. 13.12.2012 წელს.
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
ო. გ-ძე – სამართალდამცავი ო.გ. მსჯავრდადებულია არასრულწლოვნის წამებაში, რათა მას ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. მისჯილი ჰქონდა 11 წელი. შეწყალების აქტით გაუნახევრდა სასჯელი 28.12. 2012 წელს.
პრეზიდენტის შეწყალებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები
ე.გ-იანი – მსჯავრდადებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის და ჯგუფური გამოძალისთვის დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით. მისჯილი ჰქონდა 24 წელი. შეწყალებული იქნა და განთავისუფლებული საპატიმრო სასჯელის მოხდისგან 2012 წლის 28 დეკემბერს.
ი. ს-ია – მსჯავრდადებული ქურდული სამყაროს წევრობისთვის. მისჯილი ჰქონდა 5 წელი. განთავისუფლდა 2012 წლის 28 დეკემბერს.
ნარკოტიკული დანაშაული
ლ.მ-შვილი – უკანონოდ გასაღების მიზნით დაუდგენელი პირებისგან შეიძინა 11 წონად დაფასოებული 3,6658 გრ. ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. განთავისუფლდა 20.10. 2012 წელს.
ი. ბ-ძე – საფრანგეთის რესპუბლიკაში შეიძინა და გადმოზიდა 32 აბი „სუბუტექსი“. მისჯილი ჰქონდა 10 წელი. მოიხადა მხოლოდ 8 თვე. შეწყალებული იქნა 04. 12. 2012 წელს.
დ.მ-შვილი – პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 20,8639 გრ ჰეროინი. მისჯილი ჰქონდა 14 წელი. შეწყალებული იქნა 04.12.2012 წელს.
რა თქმა უნდა, ამ სიაში არ არიან გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები წინა ხელისუფლების პირობებში, ვინაიდან ამის შესახებ ისედაც კარგად იცის საზოგადოებამ.
http://www.ptpress.ge/index.php?year=2013&...20#.Ur8Sqvt4ggs