#39247955 · 29 Dec 2013, 03:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვიცნობ ამ გოგოს, მე და ჟანა ერთად გავიზარდეთ "ბავშთა სახლში,, და ჟანას რომ არ უნდა სამტრედიაში ეს ბუნებრივიცაა, ნებისმიერი თქვენგანი აბა გადაგასახლოთ სამტრედიაში წინა საახალწლოდ, ყველა მეგობარს და ახლობელს რომ მოგწყვიტოთ, თუნდაც მათხოვრობდეთ ქუჩაში, მაინც ჯერ ძაან გაგიხარდებათ მაგრამ 1 ან 2 დღეში ძაან მოიწყენთ და ჟანასავით მოიქცევით..... მეც არ მაქვს ბინა და არც მშობლები არ მყავს უკვე ორი წელია რაც დავტოვე დაწესებულება და ეხლა ხან მამიდაშვილებთან ვარ ხან მეგობრებთან... მაგრამ მეც რომ ვინმემ შემომთავაზოს სამტრედიაში გადასახლდიო მეც ალბათ ვერ ვიცხოვრებ იქ, და ახლიდან არ დავიწყევ მეგობრების ძებნას..... და ასე ბინების დარიგებაც არ შეიძლება. უკეთესი იქნება მაგ ბინის ფასად სადმე თბილიში ეგირავად ბინა და რამე სპეციალობა შეასწავლონ რომ როგორმე თავი გაიტანოს... და ფსიქოლოგების დახმარება ყველა ასეთ ბენეფიციარს სჭირდება.... ჩემს მაგალითზე ვიტყვი, როცა დაწესებულება დავტოვე, ვიყავი სრულიად მოუმზადებელი, და თან არაფრის გაკეთება არ შემეძლო, სახლი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ ჩემ მამიდაშვილს დავურეკე და ჩვეულებრივად მიმიღო, მაგრამ იმასაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩემი შენახვის მაგრამ მაინც მინახავდა...... და კიდევ ერთი ბაავშვი ვინც გამოვიდა ჩემთან ერთად არც მაგას არავინ ყავდა და არაფერი არ ქონდა და სრულიად უცხო ხალხი ინახავდა, ამან კი თავის მოკვლა გადაწყვიტა და იფიქრა ეს არის გამოსავალიო, მაგრამ გადაარჩინეს მეზობლებმა და ერთმა გოგომ შეიფარა და სამსახურიც უშოვა და კარგათ ცხოვრობს... და გოგოები ვინებიც გამოვიდნენ და ვინც სამსახურს ვერ შოულობდა იძულებული გახდნენ რომ სტრიპტიზ კლუბებში დაეწყოთ მუშაობა......... და ეს გოგო დასაფასებელია იმითაც რომ სხვებივით არ წავიდა სხეულით სავაჭროთ და დგას და მათხოვრობს! ...... ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ ბავშვები მოამზადონ ბავშთა სახლებში რომ, დაწესებულებას როცა დატოვებენ არ გაუჭირდეთ ცხოვრება და საზოგადოებაში თავი უცხოთ და გარიყულებათ არ იგრძნონ.
This post has been edited by vaniko9 on 29 Dec 2013, 03:16
|