ბადაგი რაც ტკბილია ჩურჩხელა უკეთესი გამოდის (ანუ გვიან დაკრეფილი ყურძნისა უნდა ამოიღო. რქაწითლის წითელი გამოდის საფერავის შავი ჩურჩხლა . ) , მერე რო ამოიღებ უნდა დაადუღო და ნახევარზე მაინც დაიყვანო ეს ბადაგი ნელ ცეცხლზე, რაც უფრო ნაკლებზე დაიყვან უკეთესია ანუ დუღილში წყალი ორთქლდება და რჩება ბევრი ფრუქტოზა . მერე ფქვილი უნდა უნდა აყარო და ურიო, მაგარი ტექნოლოგი უნდა იყო რო კაი თათარა არც სქელი და არც თხელი გამოგივიდეს . ბავშვობაში მახსოვს ბებიაჩემი მთელი ზამტარი ტიროდა ჩურჩხელა რო თხელი გამოსდიოდა .
ჩურჩხელა ბაზარში არ უნდა იყიდო ან გამოგადგება ან არა . ეხლა შატო მუხრანის ქარხანას ააქვს ძალიან მაგარი ჩურჩხელა წნორიდან წაიყვანეს ბებო რო გაეკეთებინათ . ცალს 5 ლარად ყიდიან . დამტვრეულებს 4 ლარად .

სხვაგან არ მეგულება კარგი ჩურჩხელა .
This post has been edited by 5nizza on 30 Dec 2013, 10:19