საქმეს და სიტყვებს ცოტა ტვინიც რომ დავაყოლოთ, ვერა?
დაგინებულია?
აი, მიხაკოს დროს რა ხდებოდა - სიტყვით იმნაირებს იძახდნენ, ვშენდებოდით, საქმით კი ღრმა ანუსში ვეკვეხებოდით.
რუსეთმა ყველაფერს მიაღწია აქ, რაც კი ისურვა, ტერიტორიები, სტრატეგიული ობიექტები, მოსახლეობისთვის ერთ ადგილას ცოცხები.
ვისაც გგონიათ, რომ ესეთი ფარშევანგები ეუროპაში შევიდოდით, იმათ უკვე აღარაფერი გეშველებათ, ყველაზე რთული რამე გჭირთ - მიშისტობა!
ეგ ზვიადიზმის მსგავსია და ვგონებ, უარესიც!
რაც შეეხებე თემას ისტორიულ ჭრილში - ერთმორწმუნე მტერი ადრეც გვყავდა ჩვენ - ბიზანტია. რომ დაინგრა და აღიგავა, ჩვენი ტერიტორიების ნახევარი მასთან ერთად გაქრა.
ახლა რუსეთის დაქცევას ველოდებით - მასთან ერთად ჩვენი ტერიტორიების მეორე ნაწილიც გაქრება.
რატომ?
რატომ და გვახსოვს ჩვენ ლეკიანობა - მაგან ამოაგდო საქართველო!
იმდენი ვერ დაგვიშავა შაჰ აბასმა, რამდენიც ლეკიანობამ - კახეთი ბოლომდე გააპარტახა და დააქცია, ჰერეთი აზერბაიჯანად გვიქცია!
ქართლიც ხომ მოაპარტახა - ცარიელ ადგილზე ისევ ჩრდილო კავკასიიდან მოიწევდნენ დასამკვიდრებლად და ამან თავისი შედეგი ახლახანს გამოიღო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით.
ეგ ლეკიანობა იმერეთშიც დაიწყო, მაგრამ ამდენის გაფუჭება ვეღარ მოასწრეს, რაც ქართლსა და კახეთში.
სამეგრელოში საკუთარ თავს რომ დამართეს ჩვენმა მოსახლეობამ, იმნაირი უნდოდა - საკუთარ შვილებს თვითონ ჰყიდნენ სტამბულში დასაყიდად და მღვდლებს კრეჭავდნენ, უბრალო მოპსახლეობა რომ შეუმცირდათ.
ქალები ახალდაბადებულ საკუთარ ბავშვებს საკუთარი ხელითვე კლავდნენ, ნათლობისთანავე, საკუთარი ხელითვე მარხავდნენ და სიმწრისგან ჭკუიდან იშლებოდნენ - ეს ერთადერთი საშუალება იყო, ბავშვები სტამბულში გაყიდვისგან რომ ეხსნათ და რა გგონიათ, უპირველესად ვისი შიში ჰქონდათ?
ვისი და ქმრის! ბავშვის მამის! ნუ, თავისთავად, ადგილობრივი არისტოკრატიის, რომელთა ძირითადი შემოსავალი ტყვეთა გაყიდვა იყო.
აჭარაში გამუსლიმანებული ქართველები იყვნენ, გურიის ტერიტორიაზე ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ლეკიანობდნენ. ლაზები და ჭანებიც იგივეს აკეთებდნენ.
ახლა, წარმოიდგინეთ, კავკასია ხელიდან გაუძვრათ რუსებს - ვინ აუვა ახალ ლეკიანობას?
მიუხედავად ომებისა და ტერაქტების, მიგრაციის, ეს ხალხი ვგონებ ათჯერ სწრაფად მრავლდება, ვიდრე ნებისმიერი ქრისტიანი ერი!
მით უმეტეს ჩვენ რას გავწვდებით მაგათ - სასაზღვრო ზონები მოშიშვლებილი გვაქვს - ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილი.
თან ჩვენი დემოგრაფია რულამს - კი არ ვმრავლდებით, პირიქით, ვმცირდებით.
ასე გვინდა საზღვრების დაცვა?
თან გაითვალისწინეთ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქედან გაქცევაზე ოცნებობს ჩემსავით.
აქედან სადღაც 30% 15-20 წლის განმავლობაში მაინც ხომ მიაღწევს საწადელს?
ხოდა, აქ დარჩენილებმა იკითხეთ, თორემ გაქცეულებს რა უჭირთ.
ამიტომაა, ვინც სამუდამოდაა გადახვეწილი, ის უფრო მეტად იჭიფხება, არიქა და დასავლეთი, დასავლეთი, რუსეთი ჩვენი მტერია და მარტო უბედურება მოაქვსო.
მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ის ქართველები, რუსეთს ჩრდილო კავკასიის დამორჩილებაში რომ ეხმარებოდნენ - ამით მათ უდიდესი საქმე გაგვიკეთეს უპირველესად ჩვენ - ქართლ-კახეთის მოსახლეობას და მთლიანად საქართველოს!
რაღა უნდა ვილაპარაკო სხვა რამეებზე, როცა ეკატერინე ჭავჭავაძე გახდა სამეგრელოს დედოფალი, მისი მთავარი საქმე ცხენზე ხმლით ხელში ჯდომა გახდა და მარბიელთა წინააღმდეგ ბრძოლა: ტყვეთა მოტაცება და ყიდვა-გაყიდვა მაგ დროსაც ჰყვაოდა. ახლა გაიხსენეთ რა დრო იყო - აგერ, ყურისძირში მომხდარ ამბებზე ვსაუბრობ!
რისთვის ვამბობ ამას - ეგ მგელი რუსეთიც საჭიროა თავის ადგილზე, უფრო დიდი მგლებისთვის ლაგამის ამოსადებად!
მთავარია ჩვენ როგორ მოვიქცევით და რას გავაკეთებთ ამ ქვეყნისთვის - ადამიანის უფლებებით, ეკონომიკით, მართლა ევროპისკენ წავალთ თუ მთავრობების გაუმაძღრობით, მაიმუნობით, პრემიებით, ბავშვთა სიკვდილიანობით, ვიპ პერსონებით, ჯანდაცვის და სოცპროგრამებით პირდაპირ ნაგავში ამოვყოფთ თავს!
მე, სამწუხაროდ, რასაც მიშას დროს ვუყურებდი შავ პერსპექტივას, ზუსტად იმ შავ პერსპექტივას ვხედავ ახლაც!
ჩემთვის ისიც კმარა, უსუფაშვილმა რომ გამოგვიცხადა რიხიანად - ან სამართალი და ან სახელმწიფოო.
მაგას სახელმწიფო თავისი თავი ჰგონია და საკუთარი კეთილდღეობა სახელმწიფოს კეთილდღეობა.
პირველ კურსზე ისწავლებოდა ასეთი საგანი - სახელმწიფოს და სამართლის საფუძვლები.
რამდენადაც მახსოვს, სახელმწიფოს საფუძველში სამართალია ჩაშენებული.
რამე მეშლება?
ან მე ვარ ოროსანი, ან უსუფაშვილი.
ან უსუფაშვილს ჰგონია, რომ ხალხი შტერია.
იმედია, ხალხი საპირისპიროს დაამტკიცებს!