მერე?
აი ამაზედ მაშინდელი პასუხიც:
გამოგზავნილია: 23 Aug 2013, 20:31 #37724158 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი პრობლემა საზოგადოებაშია, რომელიც მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია
QUOTE
არადა, მართალია ბიძო.
===================================================================
რაშია მართალი?
ახლა --- მე ყველა ჯკუამხიარული ავკრიფო მარადმწვანე ისპანახივით, დავრგო პარლამენტსა და მთავრობაში, მივუშვა ნათესის გასატიალებლად ღრუტუნების კოლტი და მერე საზოგადოებას ვაბრალო --- რატომ მენდეთ და ამირჩიეთო?
ეს დედაძაღლი!...
კაი... იცი რომ საზოგადოება გატანჯულია და გამწარებული უილაჯობისაგან ---აქ მედროვე კრიმინალები, იქედან აშუშუ, ჩრდილიდან რუსნი,სამხრეთიდან თურქნი, არც აზერ-სომეხნი არიან მამა აბრამიას ბატკნები და დასავლეთით ზღვაღაა თავების ჩასახრჩობად?
და აი შენ --- ზეგანათლებულო პრემიერო, ხალხის ენა არ უწყი-დაგავიწყდა, თუ ოლიმპზე დაიბადე მეორედ --- რომ ასე საყვედურობ საზოგადოებას?
მოუწოდე ადამიანურად, დაელაპარაკე შენს ხალხს ალალად და მათსავე ენაზე და ვერ გაიგეს-გაგიგეს თუ რა?
თუ მხარში არ დაგიდგნენ ღირსეული ადამიანები?
ბრმა ხარ შე დალოცვილო, რომ მხოლოდ მლიქვნელ-მლოკავებს ხედავ ცანცარა მიხოსავით?
მაინცდამაინც ახლად გააზნაურებულ მდაბიოთა ავადმყოფობაშეყრილნი რატომ მოიგროვე ირგვლივა, თუ კაი კაცი ხარ შენა?
სულ რომ ვკვდებოდე შიმშილსა და გაჭირვებაში, ან ზესიმდიდრეში ვცურავდე ---არასოდეს ვაკადრებ საზოგადოებას და ერს შეურაცხყოფას და დამადლებას რაიმესას!
დამადლებული სიკეთე ბოროტებაზე უარესიაო უგუნური მოყვარესავით --- არა გსმენია?
ღორებს მარგალიტებს რომ დაუყრი და იქეთ დაგგლიჯავენ გახარბებულნი ---ის მაინც მოტვინე და სთქვი: ,,ახია ჩემზეო!''
რო შემოიკრიბე ქოსატყუილების არმია ფულზე მლოცველნი და ათას სირობაზე ნახტუნავებნი --- ეგ იყო შენი ცოდნა ერზე და კადრებზე?
თუ ღირსეულთა დაფინანსებას, საქვეყნო სიქველეს გგონია ვერ ვარჩევთ ნაბოზარი ჩათლახების და უღირსების დაფინანსებას ---- ერთმანეთისაგან?
ნაცების ძველ დაფინანსებებზე ბოდიში რითი გამოასწორე --- უარესნით?
ოცნების პარტია მიატოვე უპატრონოდ, უიდეოლოგიოდ და ა.შ. და ჭრელ არასაიმედო კრებულში იპოვე შვებანი?
უკვე წასვლაზე საუბარი და სამოქალაქო სექტორიდან ქმედებანი რა შედეგებს გამოიღებს საზოგადოდ და რეალურად ეგ ,,გაქცევა'' --- უწყი ზუსტად?
ფაქტნი კი ამაზედ მეტყველებს: არ ეძებ რეალურად უკომპრომატო და ღირსეულ კადრებს!
არადა ვალდებული იყავ, ხარ და იქნები უდავოდ! --- სხვანაირად მოგიწევს მზაკვარი გადამგდები მოღალატის სახელის საუკუნო ტარება.
თუ თავი და ნებისყოფა არ გქონდა --- რას და რეებს გვპირდებოდი სამართლიანობის სახელით?
მარტო მიხო იყო შენი პრობლემა და ქვენა შურისძიებანი მხოლოდ მასზედ?
ცოტაც და.... --- კაი ჩიტსაც დაიჭერ ვგონებ კონცენტრირებულსა....
იკადრებ და გაკადრებენ უმეტესსა!
მართლა ჩალით კი არაა ეს სმყარო დახურული: ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი!''
ჰოო... სტალინიც მუშის ოჯახში დაიბადა ოდესღაც... და გამორიცხული არაა, ახლა რომელიღაც ფერმაშია დასაკლავი
მეწველი ძროხის სულში გამწესებული ჯოჯოხეთიდან, ან ნიანგ- ვეფხვ-ლომ-ავაზათა მიერ დასაგლეჯადაა გამწესებული ჯუნგლთა შინა...
ბევრი ეზოთერული მტკიცებულება-ვარინტებია იმისა, რომ ადამიანი აქავე დაიბადოს იმავე ცხოველში ---როგორადაც იცხოვრა აქავე წუთისოფელში!
კარგად ჩახედეთ ცხოველებს თვალებში და მათ სარკე-ანარეკლებს! gigi.gif
ამ ჯერზე ეყოფა... vik.gif
============================================================
და ნიკა რურუას ზეახალი განცხადება უბრალოდ --- ჭირად ქცეული დაუსჯელობის სინდრომის პროდუქტია და
ლუსტრაციის დანაშაულებრივი ჩაუტარებლობისა ახლო წარსულის საზოგადო გამოუძიებლობასთან ერთად.
შენიღბული ამნისტიებით და დამაბნელებელი ხანდაზმულობის ფარდებით დაბნელებული რომ ჩაიხევა ამავე საზოგადოების ძალისხმევით --- სწორედაც რომ ნამდვილ ბნელებს გამოიყვანს სამზეოზე სოროებიდან მოსისინეებს ავადა....