როგორც შერლოკ ჰოლმსი ამბობდა:
თეორია იგება ფაქტებით და არა ფაქტები საკუთარი თეორიით.
ფაქტობრივი კი ის არის რომ ,საქართველო ვერასადროს ისე როგორც წარსულში, ასევე მომოვალში
ვერ იქნებოდა და იქნება მსოფლიო მასშტაბის ან მნიშვნელობის ფუნქცია მისიის შემსრულებელი,
ცალკეული ისტორიული შემთხვევების გარდა, როდესაც მსოფლიო არც ისე დიდი იყო.
მას ყოველთვის ჭირდებოდა ძლევამოსილი იმპერიათა მხარდაჭერა თანადგომა თავის გადასარჩენად,
ყურადღება მივაქციოთ არა თავის გასატანად, არამედ თავის გადასარჩენად.ამ იმპერიათა შორის ,ყველაზე მომგებიან და თავსებად მდგომარეობაში,
რუსეთის იმპერიის ფრთის ქვეშ ყოფნა რჩება ფაქტობრივ რეალობად.
უკანასკნელ წლებში განვითარებული ისევ და ისევ ფაქტობრივი რეალობა ,
როდესაც პროდასავლური პოლიტიკა ეროვნული სურნელით დატრიალდა და ტრიალებს ქვეყანაში,
ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა არც მეტი არც ნაკლები კლასობრივი ჩაგვრის ინსტრუმენტად,
რომელიც რაც არ უნდა ვაბრალოთ საკუთარ თავს წახალისებულია უშუალოდ დასავლეთის მიერ.
ამ სურნელს რომელსაც ისტორიული თავის შესატყვისი დრო გააჩნია,
ახასიათებს როგორც ფაქტები ადასტურებს ასევე თავისი ხასიათი,
ერთგვარი მოქცევის კოდექსი
კრიზისულ კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ის “პრორუსულია“ იბრძვის პირველ ხარისხოვანი ფასეულობათათვის,
ხოლო როდესაც “პროდასავლურია“ ის ბრძოლას იწყებს მეორეხარისხოვანი ფასეულობათათვის,
რის გვერდითა მოვლენად კლასობრივი ჩაგვრა გვევლინება,
ამის დასტურია ის მოპოვებული პირობა თავისუფლება დამოუკიდებლობა,
რომელშიც განვითარდა და შესადარებელი გახდა ყოველივე ზემოთხსენებული.
თანამედროვე ტექნოლოგიებს არ ძალუძთ გეოპოლიტიკის შეცვლა,
თუმცა მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შიდა წესრიგსა და ხასიათზე
ისე როგორც კომუნისტებს არ შეეძლოთ ბუნების შეცვლა რასაც ცდილობდნენ გამუდმებით
როგორც გარე ასევე შინაგანი ადამიანური ბუნების,
უფრო სწორად მათ უარყვეს მთავარი ინსტრუმენტი წესრიგთა მშვიდობიანი ცვლილებათა
რელიგია და აღმსარებლობა,
რამეთუ არც რელიგია და არც აღმსარებლობა არ გახლავთ მიზანი ,
ისევე როგორც იმპერია არ არის მიზანი, მისი შენარჩუნება ან ყოვლის ფასად გადარჩენა,
არამედ ეს არის გარე საშულება თვითგადარჩენისა იმ რეალობაში რომელიც არის.
ნაკლებად მაინტერესებს ამ ფაქტებზე მოქირქილე სულისკვეთებით მიზეზთა მძებნელთა ,
სულით სუსტთა განწყობით მოსარგებლეთა დამოკიდებულებით ცინიკოსთა უბრალოდ რეგვენთა მოსაზრებები,
ან ცივსისხლიანი იდეოლოგთა თუ პრაგმატული ადამინებისა ,
მაგალითად ისეთისა როგორც ბიძინა ივანიშვილია,
გულახდილად რომ გითხრათ თანამედროვეობაში მასზე უკეთესი ქართველი ამ სიტყვის შინაარსით არც მეგულება,
შემეცოდა დღეს მისი რეიტინგი რომ ვნახე ფორბსში თურმე პირველი ასეულიდან მეორეში გადაინაცვლა ,
ნამდვილად ვაფასებ აუტკივარი თავის ატკივების შეძლებას ეროვნული სურნელით,
რაც მის წინამორბედში საერთოდ არ არსებობდა,
თუმცა ის ხალხი რომელიც მას ირგვლივ ახლავს და მოყვა,
ვგონებ უარესი უნდა იყოს იმათზე ვინც წინამორბედს ახლდა,
ფულების გარდა არაფერი აინტერესებთ.
დასკვნის სახით კი მინდა დავამატო რომ თავი შეიცოდონ იმათმა ვინც თავის თავზე იღებს დღევანდელობას,
ვინაიდან ღვთის წინააღმდეგ მიდიან, უბრალოდ მოკვდებიან კი არა თაობებში დაიწყევლებიან,
არ მინდოდა ამ სიტყვის დაწერა „წყევლა“ ვინაიდან ადამიანი ვარ,
ადამიანური პირიდან კი ეს სიტყვა სიძულვილის ენად ჟღერს,
ხოლო ღვთის პირიდან ის სიყვარულის ერთ ერთი უკიდურესი ფორმაა ისევ ადამიანის მისაქცევად.
ნუ დავივიწყებთ რომ ადამიანები და მოკვდავნი ვართ
შობას გილოცავთ ,ამ ღრმა შინაარსობრივი როგორც ჩინელებს ჩვევიათ თემით
ესეც თემა თანამედროვეობის ლირიკად იყოს, რა მაგარი სათამაშოა DJ HERO სონი პლეისტეიშენ