მე არ ვიცი ჭაბუა ამირეჯიბმა დაწერა თუ არა დათა თუთაშხია, მაგრამ აგენტობის ამბები ვიცი და მანდ მოსაწონი ნამდვილად არაფერი არ არის. ბრწყინვალედ რომ თანამშრომლობდა კომუნისტურ რეჟიმთან და წითელი ინტელიგენციის ყველა დივიდენდით სარგებლობდა ეგეც მართალია. პირიქით, რომ აპიარებენ და შემობრუნებას ცდილობენ ვითომ ეს გმირი იყო ეს არის სამარცხვინო. თუმცა დავანებოთ ამას თავი, თემა ეს არ არის, თემაა ჭაბუა მთაწმინდაზე რომ ააცუნცულეს და ყველა (მისიანებით დაწყებული და კგბ-შნიკი ინტელიგენციით დამთავრებული) ცდილობს მის ილია ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალვის გაპრავებას.

ამას წინათ სტატია წავიკითხე ანდერძზე, მე ასეთი ადამიანი მიყვარს. შედარებაც თქვენ გააკეთეთ დამოკიდებულებაზე:
"ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ, არ მცილდება ნახველში სისხლი. უსაშველო ხველა, ვიხრჩვები. რა კარგია, კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, ყველაფერი გტკივა, დადიხარ ძლივს და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით.
დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა.
რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".
ეს ანდერძი სესილია თაყაიშვილმა დატოვა.