#39363200 · 8 Jan 2014, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nigo
QUOTE | ilelagiQUOTE მაინც მარტო მიშაა დამნაშავე რაც 2008 წელს მოხდა? შეიძლება შეცდომები დაუშვა, კი. რუსებმა წამოაგეს პროვოკაციაზე,ნამდვილად.ოღონდ საკუთარი მოსახლეობის დაცვაზე არ უფიქრია.როგორც ყველაფერი ნა ურაზე იცოდა,ასე მიუდგა ამ საკითხსაც. ახლა აღარ დავკონკრეტდები,ომი რომ მოვიგეთ და მსგავს ამბებზე. |
-გაცვეთილია ეს და მაინც ვიტყვი. მე-2 მსოფლიო ომში პოლონელებმა ესროლეს გერმანელებს პირველად და დაიწყო ომი. რა უნდა ექნათ პოლონელებს? რომ არ ესროლათ ომი არ დაიწყებოდა?- - ომი არ მოგვიგია, მაგრამ არც წაგვიგია (რადგანაც ვართ როგორც სახელმწიფო) და ომი ჯერ არ დამთავრებულა(არც 2008-ში დაწყებულა), -შემდეგ "გაიასნდა" რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის მიხედვით აგრესორია და ოკუპანტი და არა მშვიდობისმოყვარე. პატივისცემით kvarkvare
QUOTE | nigoQUOTE ცარიზმის დროს.ენის აკრძალვა არაფერია იმასთან რასაც მურვან ყრუ , თემურ ლენგი და მისთანები გვიშვებოდნენ ... |
1. ძალიან შორიდან არ დავიწყებ. ვახტანგ მეექვსე მოატყუა რუსებმა და ისე გაუხადეს საქმე გაიქცა და ისევ რუსებს შეაფარა თავი, რადგან სხვაგან აღარ მიესვლებოდა. ამის შემდეგ ძლივს დალაგებული საქართველო კვლავ აიშალა 2. ერეკლე მეორე რამდენჯერ მოატყუეს. ბოლოს აღა-მაჰმად ხანი წააქეზეს და თბილისი გადააწვევინეს ახლა ერეკლეს კარზე რა ინტრიგებს ხლართავდნენ შეიძლება გაგონილი გქონდეთ. - ეს ყველაფერი რატომ ხდებოდა? ეს იყო რუსული გეგმა საქართველოს დასუსტების. ეს იყო ტიპიური იმპერიული პოლიტიკა (წაიკითხეთ ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები.) და თქვენ გგონიათ ამას საქართველოს მოსახლეობა არ ეწირებოდა? 3. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება (შემდეგ დანარჩენი "საქართველოების"), ეს მონღოლებსაც არ უქნიათ, ანუ ქართველი ერი "გააუქმეს" -უამრავი აჯანყება მოხდა რუსების წინააღმდეგ, ამასაც ეწირებოდა ქართველობა. 4. პირველი მსოფლიო ომი-რამდენი ქართველი შეიწირა ამან დათვლილია? 5. რევოლუცია. რამდენი ქართველი და ერის ძლივს წამომდგარი ელიტა არ შეეწირა ამას? 6. მეორე მსოფლიო ომი. - აქ მგონი უფრო ზუსტი ციფრები გვაქვს. 600 000 სქაქართველოს მოქალაქე წაიყვანეს ამ ომში და აქედან 250 000 არ დაბრუნებულა. ვინც დაბრუნდა? ნახევარი ხეიბარი და ფსიქიურად განადგურებული. 7. უახლოეს 30 წელზე არაფერს ვიტყვი. დავთვალოთ ეს ყველაფერი, ანუ რაც ამ 200 წლის განმავლობაში ქართველი ჩაიხოცა იმპერიისთვი თუ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, + ხალხის დამონება და პირუტყვად ქცევა,
QUOTE | გუბერნიად ჩათვლა არაფერია იმასთან შედარებით რომ მუსულმან დამპრყობლებს მუდმივად ხარკს ვუხდიდით როგორც ნატურით ისე ცოცხალი ადამინებით... |
ნაწილობრივ ამის პასუხი ზევით მიწერია.... * * * nigo
QUOTE | კათოლიკეები რომ ვყოფილიყავით,უკეთესად წავიდოდა ჩვენი საქმე. |
ან პროტესტანტები.
QUOTE | რუსებს აქვთ ეს ველიკოდერჟავული.მშიერი მოკ ვდება ,პურს არ შეჭამს ,ოღონდ იმპერია ჰქონდეს.აფხაზეთის და აგვისტოს ომების შემდეგ ,რომელ რუსეთზეა საუბარი.დღეს ჩვენი პირველი მტრები არიან/ადრეც იყვენენ,მაგრამ დღეს განსაკუთრებით. |
დასტური!
This post has been edited by ilelagi on 9 Jan 2014, 00:04
--------------------
”ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” ”აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი” "კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს" "სადაც ხარ და რაც გაქვს იმით გააკეთე ის რაც შეგიძლია" დეოკუპაცია! http://aisiforce.org; http://darbazi.info
|