ფული ფულად, მაგრამ ნეტა როდის მოვრჩებით ქართველები ყველნაირი დონის შეხვედრის სუფრაზე გადატანას?

ადრე იყვნენ უცხოელი მონიტორები ერთ-ერთ მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციის ქართულ ფილიალში (არ დავასახელებ), ხოდა მოითხოვეს მთელი დოკუმენტაცია როგორც ხდება ხოლმე. ამათ კიდევ მოჰკიდეს ხელი და აბა ჰე, წავედით ეხლა მაგარი სუფრა გვაქ დაჯავშნილი რესტორანშიო

გაგიჟდნენ მონიტორები თქვენ ბიძია შით ხო არა გაქვთ, რესტორანში გულაობა რომ გვინდოდეს ჩვენ თვითონ წავიდოდითო. სულ 3 დღით იყვნენ ჩამოსულები და ათასობით გვერდი დოკუმენტაცია ჰქონდათ დეტალურად შესასწავლი. იმათ მაგაში უხდიან წელიწადში 100 000$-ს და რამე რომ შეეშალოთ შეიძლება ვაბშე გააგდონ, რა ერესტორნებათ
მაინც ვერავინ გაიგო მათი უარი და ტრადიციული ბაზარი წავიდა, ესენი რა ხალხიაო. არ არის რესტორანი სერიოზული შეხვედრების ადგილი. ბიძინამაც ეგ უთხრა ბიზნესმენებს პირველივე შეხვედრაზე თუ გახსოვთ, შეეშვით რესტორნულ შეთანხმებებს და ოფიცილურად იმუშავეთო.