#39349998 · 7 Jan 2014, 23:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
maverick25552
| QUOTE | | საერო საქმეებში უპარდონო ჩარევა |
უნდა ერეოდეს კიდევაც როცა ქვეყნის ბედი წყდება, თუნდაც ამბროსი ხელაია ავიღოთ მაგრამ, ისე კი არა როგოც ჩვენთან ხდება, ერთი და იგივე საკითხს 2 მოძღვარი საპირისპიროდ რომ ხსნიან. უნდა ჰქონდეთ ერთი, ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე. ერთიანი პოზიციის არ ქონა უფრო სხვა რამეს მიანიშნებს და არ მინდა კიდე განვავრცო... ყველა ქვეყანაში, გინდა ქრისტინულში და გინდ - მუსულმანურში, რელიგიას უდუდესი ადგილი უჭირავს. რელიგია, ასე ვთქვათ ხალხის მასების სამართავი იარაღიცაა. საკმარისია, გამოვიდეს პაპი ან რომელიმე ისლამური ქვეყნის სულიერი ლიდერი და რაიმე რადიკალური მოითხოვოს, რამდენიმე მილიონი ფანატიკოსი ეგრევე სახეზე იქნება. რელიგიის სათავეში ყოფნა - ეს ძალაუფლებაა. ამას იყენებდნენ წარსულშიც და ეხლაც. ჩვენ ამას ფანატიზმს ვუწოდებთ. ჩვენი (ვგულისხმობ მართლმადიდებელ ქრისტიანებს) კავშირი რელიგიასთან სხვა უნდა იყოს. გონებით და შემეცნებით უნდა გვწამდეს და გვიყვარდეს ჩვენი სარწმუნოება, ფეხი კი არ ავაყოლოთ სხვათა ფეხის ხმას. ადამიანს უნდა უნდოდეს 10 მცნებით ცხოვრება და როცა ამას იძულებითი სახე აქვს ის შედეგს ვერ გამოიღებს. რა არის 10 მცნება? რომ გადახედოთ თითქოს რა ადვილია ხო? - მაგრამ რამდენი არ ცხოვრობს ამ 10 მცნებით?! -ბევრი! ამას ერთის მხრივ ზნეობრივი მაგალითების სიმწირე განაპირობებს მოძღვართა მხრიდან (ზრუნვა საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონებისთვის) მეორეს მხრივ, თვით მრევლის უინტერესობა სარწმუნოებისადმი. (რაღა დროს ეგეთებია, უკვე XXI საუკუნეა) რასაც მრევლის უმეტესობა აკეთებს, ეს არის პოპულიზმი და 1 წუთიანი ვალდებულების მოხდა, ქრისტიანობაში რომ ჩაეთვალოთ პირჯვრის გადაწერა. მოძღვარი აგრესიისკენ და ბოროტებისკენ კი არა, მიტევებისკენ და სიყვარულისკენ უნდა მოგიწოდებდეს. მე ესე მწამს, ამით არ მინდა ჩირქი მოვცხო სამღვდელოებას, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამ ფორუმზე, თუ რომელიმე მარგინალიც იგივე სიტყვებს იტყვის მღვდლების მიმართულებით ნურც ეს გაგვიკვირდება, ადვოკატად კი არ უნდა დავუდგეთ და გავამართლოთ. რატო ვალაპარაკებთ მარგინალებს? მე მაგალითად პროტესტის გრძნობა მიჩნდება, ნუთუ თქვენ არა?
--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae! Vivere militare est! ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ! მე ვარ დავუშვათ ბაიდენის დელეგატი, შენ ჯვარი გწერია და ტრამპის@AGENT007
|