#39367282 · 9 Jan 2014, 12:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LIVE-76
| QUOTE | ტანსაცმელზე შეიძლება ნამდვილად ეგრეც არის, ვერ ვერკვევი რადგან ჩემთვის ბრენდს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ხარისხი.
|
ანალოგიურად, ჩემთვისაც ხარისხია მთავარი. საერთოდ შორს ვარ მოდისგან, ზიზილ-პიპილოებისგან და სხვა ფუფუნებისგან. მაგრამ რომ არ არის ხარისხი? ან თუ არის და ზომა ან სტილი არაა საჩემო?
| QUOTE | ახლობლებს აქვთ რამოდენიმეს მაღაზიები ტანსაცმლის და ჩინეთიდან და თურქეთიდან ჩამოაქვთ საქონელი, შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის, არა ბრენდის სახელებით, მაგრამ მე რომ ბრენდულ მაღაზიებში საქონელი მინახავს იმ საქონელს ათი თავით ჯობდა ხარისხით.
|
რატომ არ უნდა დავიჯერო კაცო. ჩინურს უბრალოდ სახელი აქვს გაფუჭებული ხალხში, რადგან მეტწილად იაფფასიანი და დაბალი ხარისხის საქონელი ჩამოდიოდა ოდითგანვე, თორემ ზოგადად "ჩინური" და "ნაგავი" სინონიმები ნამდვილად არ არიან.
| QUOTE | გამოწერით კი აი 12 წელია აქ ვცხოვრობ და არც ჩემი და არც ჩემი ცოლ-შვილის სანაცნობოდან არავის არაფერი გამოუწერია უცხოური საიტებიდან. შეძლებული ხალხი ვინც არის ისინი დადიან ხან საბერძნეთში, ხან ჩინეთსა და თურქეთში თვითმფრინავით და იქ ყიდულობენ შუბებსა თუ სხვა ტანსაცმელს.
|
არა, ჩემსკენ იწერენ. ოღონდ ვისაც ესმის და ვინც იცის რა სჭირდება. თან შეძლებულები კი არა, უფრო საშუალო-უბრალო ხალხი. ("უბრალო" - მხედველობაშია ფინანსური მხარე და არა მსოფლმხედველობა).
| QUOTE | პ.ს. ერთს ჩავამატებდი კიდევ - ჩვენთან სამწუხაროდ დანახვის ხატები არიან, შურიანი ხალხიც ბევრია და ვიღაცეების დასანახად ყიდულობენ უმეტესობა ბრენდულ საქონელს და არა იმიტომ რომ თავად მოსწონთ ვალით ნაყიდ აიფონს რა ვუთხარი ან კიდევ გაზზე მომუშავე ჯიპებს ვითომ მარკებს იწევენ თავიანთი ჭკუით ამ ზიზილ პიპილოებით
|
კი, ჩვენ ფარშევანგივით კუდის გაშლაში სამწუხაროდ ბადალი არ გვყავს. თუმცა აქაც არის სავსე ბიდლო და რომელი რომელს ჯობია, ეგ კიდევ საკითხავია. ისე ,ეგ მოვლენა სუფთა ფეოდალურ-ავადმყოფური ხასიათისაა. მეზობელ "დეიდა მაყვალას" რომ დაანახო შენი აფონი და "წაივაჟნო" This post has been edited by PANZERKOPF on 9 Jan 2014, 12:20
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|