სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დახურა
14:14 09-01-2014
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე დახურა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს "ლესელიძე - 2014-ში" კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა, რის გამოც საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირება შპს "ლესელიძე - 2014-ში" მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება რამდენიმე ადამიანის მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ.
პაციენტთა განცხადებით, მოწამვლის მიზეზი გახდა თბილისში, ლესელიძის N12-ში შეძენილი შაურმა.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აიღეს შაურმის ნიმუშები და შესამოწმებლად ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...me-dakhura.htmlისე სანამ ვიღაც არ მოიწამლება შემოწმება არ უნდა ასეთ ობიექტებს?
მოკლედ სანამ ვიღაცა არ კვდება იქამდე ერთ ადგილს არ ანძრევს არავინ.