rusa1960
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13015
წევრი No.: 85324
რეგისტრ.: 24-February 09
|
#39370326 · 9 Jan 2014, 16:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FRIDRIX
QUOTE | დაბრუნება როგორ გამოვა არ ვიცი
მე რეალისტი ვარ და არა მეოცნებე მეზღაპრე
დღეს ჩვენი რეიტინგი პარტიის სახეები არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ჩვენ დავბრუნდებით
პარტიას ჭირდება ძირეული განახლება დაფინანსება ძველი სახეების ჩამოცილება და ა.შ.
არ ვიცი ვნახოთ რა იქნება
ნუ 3 წლის მერე ოცნება უნდა შეიცვალოს ვინ შეცვლის არ ვიცი მტავარია რო შესაცვლელები არიან
|
ეგ ხოო მარა პროდასავლური კოალიცია უნდა შეიქმნას ახალი და მეტნაკლებად არადისკრედიტირებული სახეებით და ორგანიზაციებით.. ადამიანური რესურსი არის ლიდერი -არა ფული-არა ასე რომ, პროგნოზის პესსიმა Good ManQUOTE | თუ ნაცების დაცვა ის რომ ქვეყანაში ქურდები არ უნდა იყვნენ? |
აჰაა ნახეთ რა ხდება იცოდით ეს?
Davit Sakvarelidze უპრინციპობა, სიბრმავე თუ ქურდებისთვის მიცემული საარჩევნო დაპირება?
დღევანდელ ხელისუფლებას რომ ყველა ჩვენი წარმატებული პროექტისადმი ფიზიოლოგიური ზიზღი ქონდა ეს ისედაც ცალსახაა და ამის მტკიცებას არ დავიწყებ, მაგრამ ასე შორსაც თუ წავიდოდნენ, ნამდილად ვერ წარმოვიდგენდი…
სამწუხაროდ ეს დროც დადგა... სამართლებრივი ტექნიკით და იურიდიული მიზანშეწონილობით შენიღბული მორიგი გადაწყვეტილება მწიფდება, რომლის უკანაც ადამიანების მკაფიოდ გამოკვეთილი ჯგუფი დგას…
პირობითად ქართული ოცბენის პოლიტიკური ელიტის შიგნით რამდენიმე დაჯგუფება შეიძლება გამოიყოს: 1. ისინი რომლებსაც ავადმყოფობის დონეზე აქვთ სააკაშვილის და მისი გუნდის ნებისნიერი (ქვენისთვის სარგებელის მიუხედავად) წარმატებული რეფომის მიმართ ზიზღი და ამ მოტივით ბრმად დაუჭერენ მხარს თუნდაც "ქურდების კანონი"-ს გაუქმებას პარლამენტში; 2. კატეგორია, რომლებსაც ღია და დაუფარავი საქმიანი თუ მეგობრული კავშირები აქვთ და საერთო ინტერესები ქურდულ სამყაროსთან (შეგახსენებთ რომ ადვოკატობის პერიოდში ბატონი არჩილ კვილაშვილი და ბაღდათის დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატი მაგალითისათვის გახლდნენ ცნობილი კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის ადვოკატები, აღნიშვნის ღირსია ასევე ქურდების ადვოკატად ცნობილი ლალი აფციაურ-ნანა კაკაბაძის დუეტი და სხვანი….); 3. უბრალოდ სამართლებრივი ტექნოკრატიის და რეალურ პრაქტიკას სრულად აცდენილი რთული იურიდული თეორიებით ცდილობენ დაამტკიცონ რომ ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა არაკონსტიტუციური და უსამართლოა… ეს განცდა რომ 1992, 1993, 1994 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს ქონდათ და აქვთ, ძალიან ნორმალურია, და პირველად სწორედ ახალი ქართული სახელმწიფოს წარმატების და ფეხზე დადგომის ნიშანი იყო ჩემთვის 2 წლის წინ. ერთ-ერთ უნივერსიტეტში საჯარო მოხსენებას ვაკეთებდი და ერთი პირველკურსელი იურისტი გოგო ადგა შეკითხვით: "კი მაგრამ რას გადაეკიდეთ ამ ქურდებს, არ გეცოდებიან"-ო? მაშინ მივხვდი რომ 9 წლიანმა წარმატებულმა ეპოქამ საქართველოში უკვე ახალი ხედვისა და აზროვნების თაობები გააჩინა, ვისთვისაც კანონიერი ქურდი ისეთივე მისტიკური და ზღაპრულია, როგორიც ბაყბაყ დევი მაგალითად… არ ქონიათ შეხება და არც თვალით უნახავთ…
მათთვის ვისაც გულწრფელად აინტერესებს და არ არის მიკერძოებული, ანუ არ დგას ორგანიზებული დანაშაულის მხარეს 2014 წლის საქართველოში; მინდა მცირე განმარტება გავაკეთო ამ ფენომენთან დაკავშირებით, რასაც კანონიერი ქურდები და საქართველო ქვია. ასევე შევეცდები დაგანახოთ ისე მოსალოდნელი და უცბადგაღვიღებადი საფრთხეები, რომლებიც ამ ერთიშეხედბით უგუნურ მაგრამ შორსმიმავალ გადაწყვეტილაბს აუცილებლად მოყვება…
არ დავიწყებ იმის ახსნას საიდან და როგორ გაჩნდა ავტროიტარული საბჭოთა მანქანის ეს საინტერესო გამოგონება და რას ემსახურებოდა ქურდების გაჩენა სტალინისეულ გულაგებში… ფაქტია, რომ 80-იან და 90-იანი წლების საქართველოში და საერთოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბილკებში განსაკუთრებულად გაიფურჩქნა კანონიერი ქურდობა, ის ჯერ კიდევ 70იან წლებში გასცდა უკვე ციხეების და "ლაგერები"-ს კედლებს და ქუჩაში, ოჯახებში, ბიზნესში, პოლიტიკაში და სამართალდამცავ სისტემებში გაიდგა ფესვები. ეს უკანასკნელი ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია; საერთოდ ორგანიზებული დანაშაული და ქურდების ფენომენი პირდაპირ არის გადაჯაჭვული კორუფციასთან და მისი ერთერთი აუცილებელი კომპონენტია… ქურდი კვებავს ძალოვანს ინფორმაციით (იმ ქვეყნებში სადაც ფეხი აქვს მოკიდებული) და ფულით (ე.წ. "საერთო", "ობშიაკი", "ქვაბი"), ყიდულობს რა თავისუფლებას და თავის სამოქმედო არეალში "მუშაობის" უფლებას, ისევე როგორ პრივილეგიებს ციხეში ქურდული კლანის წევრებისთვის, ძალოვანები ფულთან ერთად მათგან საინტერესო ოპერატიულ ინფორმაციასაც იღებენ…
ქურდული პირამიდა არ გულისხმობს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს ანუ "ქურდს" გნებავთ "განაბს", არამედ მის ქვეშ კიდევ რამდენიმე დონიანი საფეხურია: მისი ყველაზე დაახლოებული პირების წრე და დავალებების შემსრულებლები ე.წ. "კაი” და "ძველი ბიჭები", "მაყურებლები" რომლებიც იღწვიან ნებისმიერ ფასად თავად დაიკავონ ადრეთუგვიან ქურდული პირამიდის მწვერვალი და მოინათლონ და უბრალოდ "გვარდია", "პეხოტა", "ტორპედოები" და ასე შემდეგ, რომელთა მეშვეობითაც იმართება ქუჩა, ქუჩაში იგულისმება არა მხოლოდ კრიმინალური სამყარო არამედ მაგალითისთვის უბრალოდ ქუჩაში სანაძლეოზე ნათამაშები ფეხბურთის გამო წარმოქმნილი უთანხმოებით პატარა ბიჭებს შორის, ან სკოლაში კლასელებს შორის შეკამათება-ჩხუბში, ან ორ მეწარმეს შორის გაუგებრობა, საუბარი აღარ მაქვს მოპარულის დაბრუნებაზე ან პოლიციის პარალელური ქსელით ჩადეილი დანაშაულის გასხნაზე… რაც უფრო ფართოდ ედება ქურდული მეტასტაზი ბიზნესს, ქუჩას და სამართალდამცავ სისტემას, იმწამიერად გავლეას ახდეანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც, ვინაიდან ნებისმიერ გაძლიერებულ ქურდულ სინდიკატს აქვს ამბიცია და დაუოკებელი მიდრეკილება აკონტროლებდეს ქვეყნის პოლიტიკური ელიტის უმაღლეს რგოლებს… ქურდის ნებისნიერი ქურდული მითითება ან დავალება უნდა შესრულდეს თუ ეს მათი მორალით გამართლებულია. მაგალითად: კაცის მოტაცება, ცემა, დაჭრა, მოკვლა, წართმევა, გამოძალვა… ადრე არსებული აკრძალვების მორგებაც და მისადაგებაც კი მოხდა… მაგალითად თუ ძველი ქურდული კანონით ისჯებოდა ნარკოტიკის ქურდის მიერ მოხმარება, ნარკობიზნესის “დაკრიშვა”, ყაჩაღობა და საერთოდ “კომერსანტობა” ანუ ნებისმიერი ბიზნესის კეთება და კლასიკურ ორთოდოქს ქურდს საკუტარი სახლის ქონაც კი ეკრძალებოდა, თანდატან ქურდული ინსტიტუტი გარდაიქმნა ფაქტიურად ანალოგიურ მოდელად რაც შეგხვედრიათ იტალიური ან ამერიკულ ანდაც იაპონურ ფოლმებში (კოზა ნოსტრა, მაფია, იაკუძა, “გრუპიროვკა” და სხვა..). ამ დროს უკვე "საერთო"-ს ფული და კრიმინალური ავტრიტეტების გავლენა იხარჯება და კონცენტრირდება მაგალითად კონკრეტული პირების საარჩევნო კამპანიებზე, მინისტრების თუ უკვე არჩეულ-დანიშნული მარალჩინოსნების მოსყიდვაზე და ასე შემდეგ…”ქურდული საერთო”-ს თანხები რამდენიმე ათეულ და ასეულ მილიონობით დოლარსა და ევროსაც აღწევს…
შორის მაგონდება 2002 წელი როდესაც იუსტიციის იმდროინდელმა მინისტრმა (როლანდ გილიგაშვილმა) იმ ფონზე, როდესაც ფაქტიურად არარსებობდა ნორმალური სახელმწიფო სისტემა და აპარატი, მაინც სცადა ციხეების კონტროლის ქურდებისთვის ჩამორთმევა და ცპეცრაზმი შეუშვა იმდროინდელ მე-5 დაწესებულებაში ე.წ. "ობშიაკი"-ს ამოსაღებად… იმ დროს ამ ობშიაკის მაყურებელმა ქურდმა ზედმეტსახელად "წრიპამ" გაოცებულმა შეხედა სპეცრაზმელებს და შეურაცხმყოფელად კითხა რა ესამქობდათ "საერთოსთან"… ? ეს ხომ როგორც ქურდებს ისე ციხის დირექტორს და პოლიციასაც ხმარდებოდა!? მადლობას ვუხდი ბატონ როლანდ გილიგაშვილმა, როგორც ყოფილ პროკურორს რომ არ დაიხია უკან და შევარდნაძის ეპოქაში სცადა იმ წარმოუდგენელ დროს დაენგრია ლოკაურად მაინც ეს საშინელი სენი, თუმცა ამაოდ… სხვათა შორის ამავე ქურდის ბრძანებით, 2 წლის თავზე ღამით, იმავე ციხეში მძინარე დაახრჩვეს საკნის მაყურებლებლებმა ერთერთი პატიმარი… შემდენ კედელზე ჩამოკიდეს თითქოს თავი ჩამოეხრჩო...
ერთი შეხედვით ადვილია, მშვიდ და წყნარ გარემოში, მოიმარჯვებ თეორიული წიაღსვლებით გაჟღენთილ ლიტერატურატურას, გადახედავ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და იტყვი, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში დაშლილი "კანონიერი ქურდი"-ს ინსტიტუტის და პირამიდის შენარჩუნება ადვილია ერთ რომელიმე თხელ, უფრო ალბათ წითელყდიან წიგნში სულ რაღაც ორი მუხლის ამოღებით, უამრავ არგუმენტსაც მოიშველიებ, რომ თითქოს ეს არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებას, ეწინააღმდეგება მორალს, კონსტიტუციას და იმ "9 წლიანი სისხლიანი მმართველობა"-ს დანატოვარია, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ან მინიმუმ ლურჯად გადაიღებოს… კაცმა რომ თქვას ზოგიერთი ოცნების პოლიტელიტის წევრიც და მათი ახლობლებიც მიეჩვივნენ 9 წელი ქუჩში უსაფრთხოდ სიარულს და აღაც მათ ქონდათ საშულება საქართველოში ქურდებთან ჩახუტებების … თუ რათქმაუნდა მილანში ან ესპანეთში არ ეახლებიდნენ ჩვენი ვიცე-პრემიერი კალაძესავით და შემდეგ სიამაყით არ მოუყვებოდნენ სხვებს როგორ შეეგება 8 სული ქურდი… მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სრულიად სხვა არის… და ძალიან მყიფე…
სამწუხარო და საგანგაშოა მაგრამ ოფიციალური სტატისტიკით 2003 წლის მონაცემებით მსოფლიოში (ევროპა, ევრაზია) "მოღვაწე" კანონიერი ქურდების 73% სწორედ საქართველოს მოქალაქე გახლდათ, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ოდენობით თუ ვერ ვიწონებიდით მაშინ თავს ქართველები, სამაგიეროდ ამ მაჩვენებლით ქურდებით გადავაჭარბეთ სხვა "კონკურენტ" ქვეყნებს…
ამაყი ვარ რომ რა უშიშარები და პრინციპულებიც ვიყავით სხვა სფეროებში, ახალი ქართული სახელმწიფოს, და არა უბრალოდ რუქაზე დატანილი ქვეყნის ლიდერებმა აქაც უკომპრომისო გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან მკაფიო და ქირურგული მკურნალობის რეცეპტი გამოუწერეს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მრავალრიცხოვან კანონიერ ქურდებს საქართველოში: სისხლის სამართლის კოდექსში დაარქვეს მათ და თავიანთ მხევლებს სახელი - "ქურდი" და "ქურდული სამყაროს წევრი"… და რაც მთავარია დაუკეტეს მათ ყველასთან და ყველგან მისასვლელი კარები თავისუფლების საყიდლად… აღარ გახდა საჭირო (სამწუხაროდ ადრე ქურდების დაკავება ჩადებული იარაღით ან ნარკოტიკით ხდებოდა) ახალი ველოსიპედის გამოგონება… რაც მაგალითად აშშ-შიც მოუწიათ, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცოდა ვინ იყო ცნობილი ჩიკაგოელი მაფიის ლიდერი ალ კაპონე და სწორედ კანონში სპეციაპური რეგულიაციის არარსებობის გამო გადასახადის გადაუხდელობის მუხლით დააკავეს… სხვათაშორის ქურდების დამცველ იმ ოპონენტებს, რომლებიც სპეკულირებენ რომ თითქოს მსოფლიოს არც ერთი სხვა ქვეყანა არ იცნობს კანონიერი ქურდობის მუხლის ანალოგს, მივანიშნებ 70 იან წლებში აშშ-ში მირებულ კანონმდებლობაზე "ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატების შესახებ"; თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო ამ მხრივ ერთადერთია, ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, ინდივიდუალური და გნებავთ შინაარსით უნიკალური ნორმით ერთხელ და სამუდამოდ დახურო პრობემა რომელიც ათწლეულების განმავლობაში ანადგურებდა, რყვნიდა, სისცოცხლეს უმწარებდა ან უსპობდა ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს…! სახელმწიფო იმისია, რომ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოსმ რაც 2003 წელს ქურდების მიმართ ნამდვუილად იყო!
შედეგი… არახელსაყრელ და სახელმწიფოსგან არამეგობრულ გარემოში ქურდები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საქართველო და ან მოხვედრილიყვნენ იქ, სადაც თავიდანვე იშვა მათი სინდიკატი - ციხეში … სიმაყით შემიძლია ვთქვა, რომ 9 წლის განმავლობაში არც ერთ კანონიერ ქურდს თავისუფლად არ უგრძვნია თავი საქართველში… და რაც მტავარია აღარ გახდა მოდური ახალგაზრდებში, სკოლის მოსწავლეებს არარ უნდოდათ ქურდობა და არც ლამაზ გოგოებს ქურდის ცოლობა... აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო… ქურდული მენატლიტეტი და ნოსტალგია მაინც ძალიან მყარადაა გამჯდარი ბევრ ადამიანში. ბევრი მათგანი დაუფიქრებლად აიღებს ხელში იარაღს და თვალის დახამხამების გარეშე სეასრულებს სკაიპით ან ესემესით ქურდისგან მირებულ დავალებას... ბევრ მოზარდს, მართალია არ ქონდა საშუალება პირადად ენახა ქურდი, მაგრამ ქონდათ ახალგაზრდული ქარაფშუტული ინტერესი და მიდრეკილება "კაიბიჭობისკენ" რაც ძალიან ახლოს დგას ქურდულთან. ამას ვერც ერთი რეფორმატორი მთავრობა ვერ ამოკვეთს ვერც 9 და ვერც 90 წლეში თუ ამის მყარი ნება არ არსებობს, თუ თანმიმდევრულად არ ვითარდება ეკონომიკა და შესაბამისად საგანმათლებლო სისტემა, არ იქმნება სამუშაო ადგილები და სტაბილურად არ მცირდება კრიმინალი; თუმცა პირველადი და ყველაზე მნიშვლოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო, ქურდი გახდა მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი!
ალბათ ამ უაზროდ გაგრძელებული სტატუსის წერისას ბევრი დღეს ან წარსულში მომუშავე პოლიციელის, პროკურორის, მოსამართლის და დაზარალებულ-გამწარებული ადამიანის სათქმელსაც ვამბობ, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი უკიდურესი სიბრაზე და აღშფოთება ამ პროცესთან დაკავშირებით… მე დარწმუნებული ვარ რომ ამ იურიდიული ფორმალიზმით შენიღბული ინციატივის უკან კონკრეტული პირთა ჯგუფების და სინდიკატების ინტერესი დგას! ყველას უმორჩილესად გთხოვთ ნუ დავუშვებთ საქართველოს წარსულში დაბრუნებას… შეინარჩუნეთ კარგი რისი გატებაც შევძელით!!! ნუ აუნთებთ ქურდებს ლურჯად შერებილ მწვანე შუქს!
ბოლოს არაიურისტებს ერთ აქამდე გაუჟღერებელ ინფორმაციასაც გაგიმხელთ რომელზეც აქამდე არავის გაუმახვილებია ყურადღება, რათა უფო მეტად გაგიმყაროთ ვარაუდები: იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე ნორმა უქმდება და/ან მსუბუქდება პასუხისმგებლობა ამ ნორმით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ყველა ის ადამიანი და ამ შემთხვევაში ის ათეულობით კანონიერი ქურდები რომლებიც ან სასჯელს იხდიან ქართულ ციხეებში და ან მიმალვაში იმყოფებიან და დაუსწრებლად მისჯილი აქვთ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ … დანარჩენი თქვენი განსჯისთვის დამიტოვებია...
ესეც ფბ-დან
თბილისის გარეუბნებში (გლდანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი...) უკვე ღიად დათარეშობენ მაყურებლები. მათი სამიზნე მცირე და საშუალო მაღაზიები. კერძოდ, მაყურებლები ადგებიან მაღაზიებს და გამყიდვლებს მუქარით ყოველთვიურად "ობშიაკის" თანხას სძალავენ. მინიმალური "სტავკა" 100 ლარიდან იწყება. აგრეთვე, მაყურებლები ემუქრებიან გამყიდვლებს, რომ პოლიციაში დარეკვის შემთხვევაში, ისინი ფიზიკურად გაუსწორდებიან გამყიდვლებს. აგრეთვე, უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ გლდანში მაყურებლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს ახალგაზრდა ჯემალ შელია, ვინც გამყიდველს გამოექომაგა. ანალოგიური მდგომარეობა ქუთაისშიც არის.
და ამ ყველაფრის ფონზე, თუკი ხელისუფლება გააუქმებს ან შეარბილებს კანონს ქურდების შესახებ, ამით იგი ბოთლიდან ჯინს გამოუშვებს, რამაც შეიძლება უმართავი პროცესები გამოიწვიოს. ბესელია, კაკაბაძე და მისთანები ვერ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ამ 9 წლის განმავლობაში საქართველოში გაჩნდა მამაკაცთა ისეთი თაობა, რომელიც არ აღიარებს ქურდულ წესებს და არც მათ წინაშე დაიხევს უკან, მითუმეტეს ის ხალხი, ვინც ჯარშია ნამყოფი და აგვისტოს ომში აქვს ნაბრძოლი. და უმჯობესია ხელისუფლება გონს მოეგოს და დაამყაროს ციხეებზეც და გარეთაც წესრიგი და ნუ აჰყვება ქურდული სამყაროს ულტიმატუმებს.
This post has been edited by rusa1960 on 9 Jan 2014, 16:50
--------------------
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა.... არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო..... ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare
|