აბა თქვენ იცით --- ,,გაახარეთ'' უხსენებელნი...
თუ არ დაეცი ჯერა --- ვერც წამოდგები ვერასოდეს!
დაღმართს აღმართი მოსდევს და დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ერთი იყო და გადაწონა ასეულობით მილიონები ერთმა ჭეშმარიტმა ღვთის ძემ!
მუდმივად მოგიწოდებთ იქიდან მოყოლებული, რომ ჩემი მსგავსნი გახდითო!
მდოგვის მარცვლის ოდენა ჭეშმარიტი რწმენა უკვე გებოძათ უანგაროდ სულ-სინდისის სახით და ახლა აღარ
გსურთ მისი რწმენის უდიდეს ხედ ქცევა?
მან ხომ არაფერი დაინანა თქვენთვის და ყოველივე შემოგწირათ დაუნანებლად და უანგაროდ.
და ყოველივე აქ არსებული მატერიალური სიმდიდრენი მანვე არ გვიბოძა უანგაროდ?
და თუ ჩვენ ვერ ვუვლით და ვერ ვპატრონობთ ამ ბოძებულს ღირსეულად --- კვლავ ჯვარს ვაცვავთ ამით მის ღვაწლს, თავდადებას და სიყვარულს ჩვენდამი.
და რა დაგაკლოთ, რომ უმადურად მამინაცვალს არ დავემონოთ?
რა არ გემეტებათ ხარბებსა?
გარნა მის ხელში არაა ჩვენი სიცოცხლე და მომავალი?
და რა ძალგვიძს უიმისოდ და უღმერთოდ?
მხოლოდ ერთი რამ განგვასხვავებს ცხოველთაგან --- ჩვენივე უბადრუკობის შეცნობის უნარი.
არცერთი ცხოველი არ წყევლის თავის დაბადებას და არ ცდილობს, რო გახდეს სხვა ცხოველი.
ჭეშმარიტი სარკეა ჩვენი გარემომცველი სამყარო --- შიდაც და გარეც.
როგორი უნდა იყო და როგორი არა...
სასჯელნი კი არა --- ხსნაი მნებავსო!
დადექით ჭეშმარიტში და მთელი ღვთაებრივი სამყარო დაგიდგებათ გვერდში!
ერთობით ერთ მუშტშეკრულებს მამაში!
განა ვერ ხედავთ დათითოებულნი მამინაცვლის ზეობას?
ხე ნაყოფით იცანითო!
რატომ ვერ ვერთიანდებით უმთავრესს ერთიანში და რატომ ..ვლაღობთ'' დათითოებულ ხრწნასა და სიძულვილ-ცოფში ამპარტავნულად?
მტერი გვიყვარს, ვემონებით და მოყვასნი ჩაგვრად და მონებად გვსურს საბატონოდ?
აკი ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის წინაშე?
რომელი იშვით უღვთოდ და უსიცოცხლოდ?
ის ,,ბინგ ბენგი'' ვიღამ მოაწყო და ასე უსასრულოდ...
იტყვიან --- ღმერთი ვინღამ შვა-დაბადაო?
მიდით და თავად ჰკითხეთ ეგა!
ეგ სურს მასაც!
This post has been edited by triumpi on 14 Jan 2014, 16:37