დარჩიაშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
ირაკლი სესიაშვილი
და ბოლოს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაიცა.
"ჩვენ ოლიმპიადის სოჭში ჩატარებას მხარს ვუჭერთ. ამას რუსეთის ამ ნაწილის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარებაში გარკვეული რისკი არის, რადგან ქალაქი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს.
"ბუნებრივია, რისკები არის, რადგან სულ რამდენიმე კილომეტრში კონფლიქტის ზონაა. ჩვენ კონფლიქტის მოგვარებას ვცდილობთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, სოჭში დაგეგმილი ღონისძიება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისთვის სასარგებლო იქნება, ვინაიდან საერთაშორისო ყურადღება ამ რეგიონზე იქნება გადატანილი. სოჭში ოლიმპიადის ჩატარების მხარდაჭერა ჩვენთვის პრინციპული მომენტიც არის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ადრევე გამოთქვა იმედი, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება რუსეთს მიეღო.
"ძალიან მინდა, რომ ეს უფლება რუსეთმა მიიღოს. მართლა ძალიან მინდა და მთელი გულით ვუჭერ მხარს. ოლიმპიური თამაშები კავკასიის რეგიონში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არასტაბილურობის ზონად აღიქმებოდა, მშვიდობიან განვითარებას, ხალხებს შორის ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 23 თებერვალს თბილისის საკრებულოში პრესასთან შეხვედრისას.
"თუ ჩემი ხმა რამეს ნიშნავს, მაშინ დიდი სიამოვნებით ვუჭერ მხარს სოჭის კანდიდატურას. რა თქმა უნდა, ჩვენი ბაკურიანის შემდეგ პირადად ჩემთვის სოჭი მეორე ადგილზეა. რადგან ოლიმპიადის ჩვენთან ჩატარება არ გამოვიდა, მე მზად ვარ სოჭის კანდიდატურას გულწრფელად დავუჭირო მხარი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
თბილისი, 5 ივლისი /"ახალი ამბები - საქართველო"/
კახა ლომაია სოჭის ოლიმპიადის შესახებ აგვისტოს ომამდე 1 თვით ადრე 16/07/2008
პ.ს
2007 წელს ფორუმზე გახსნილი თემა სოჭის ოლიმპიადის შესახებ
სოჭი 2014. This post has been edited by MONTY on 12 Jan 2014, 02:52