ნუ, ალბანეთი ვისთვის ფუნიკულიორია, ვისთვის ფურინკული - ვის რა მოსწონს, ერთი სიტყვით.
რატომ ვამჯობინებ იაპონელს ბულგარელს? იმიტომ, რომ შრომისმოყვარე ხალხია, რაციონალური აზროვნებით. არ ამართლებენ ბულგარელებივით სიზარმაცეს, კორუფციას ირაციონალური ლოგიკით, "ტრადიციებით" და ა.შ.
იაპონია არის ქვეყანა 127მლნ-მდე მოსახლეობით, ძალიან მწირი რესურსებით და ცხოვრების ხარისხით რამოდენიმჯერ აღემატებიან ბულგარელებს. აქვთ უნარი მიაღწიონ საზოგადოებრივ თანხმობას ძირითად ფასულობების საკითხში და შემდგომ შეასრულონ ეს შეთანხმება. ჩემთვის ეს მთვარი კრიტერიუმებია. როდესაც საზოგადოება ერთს აცხადებს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს, ეს ჩემი აზრით მისი ჩამორჩენის მაჩვენებელია.
რა თქმა უნდა ყველა ბულგარელი ყველა იაპონელზე ჩამორჩენილი არ არის და ყოველთვის ასე არ იყო და შეიძლება მომავალში შეიცვალოს სურათი.
და რასიზმი საერთოდ რა შუაშია, ვერ გავიგე - ბულგარელი გაცილებით ახლოს არის ჩემთან რასით, ვიდრე იაპონელი.
რაც შეეხება ამას:
"ცივილიზაციის ელიტის ფასეულობა- მაგალითად ლჯბტ?"
ნუ, რა თქმა უნდა, სადაც ევროპას ახსენებ, იქ რომ ლჯბტ არ ახსენონ ამ ფორუმზე, ეგ როგორ შეიძლება. ბატკა ლუკაშენკოც რატომღაც მაგაზე აკეთებს აქცენტს ხშირად და ვოვამაც თავი მოიწონა, "ნახეთ, ჩემთან ეგენი ვერ გაიხარებენო".
დიდი ალბათობით ლგბტ თემა ევრაზისტების ერთ-ერთი ინსტრუმენტია "საზიზღარ კაპიტალისტებთან" ბრძოლაში და ძირითადად რაციონალიზმის მომხრეთა საწინააღმდეგოდ გამოიყენება - "ვინც ჩემნაირად არ ფიქრობს ლჯბტ-ა" სტიგმის ინსტრუმენტად გამოყენების მეშვეობით. მერე რა, რომ ნამდვილი საზიზღარი კაპიტალისტ-ოლიგარქები რუსეთისთანა ჩამორჩენილ ქვეყნებში თუღა არსებობენ და დაჩმოქრებული მოსახლეობაშიც ლჯბტ-ც ჰყავთ და სხვა უარესიც - გაცილებით მეტი პროცენტული შემადგენლობით, ვიდრე დალაგებულ ქვეყნებშია.
უბრალოდ, ეს ლჯბტ-ს დამცველი ორგანიზაციები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ ამ ინსტრუმენტის "ეფექტურობას" - რაც მათი დამფინანსებლების გაუთვითცნობიერებულობაზე მიანიშნებს. ეს თემა არ არის დღევანდელი საზოგადოების მთავარი პრობლემა და არასწორია მისი ყოვე წუთში წინ წამოწევა.
თანამედროვე ევროპის მთავარი ღირებულებები საყოველთაოდ ცნობილია. ის ბევრ საიტზეა განთავსებული ქვემოთ მოყვანილია ამ ფასეულობათა სქემა.
ეს ფასულობები ლჯბტ-საც იცავს. მაგრამ, იმავდროულად, ვთქვათ, გაუნათლებელ ფენასაც იცავს შიმშილით სიკვდილისგან. მაგალითად ინდოეთში განათლებული ფენა საკმაოდ ნორმალურად არსებობს, ხოლო გაუნათლებელი თავისუფლად შეიძლება დაიღუპოს შიმშილით. იგივე ითქმის სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებზეც.
სხვათაშორის, რომელიმე ზემძლავრი ქვეყანა პირველივე კონფლიქტის შემდეგ ატომურ ბომბს რომ არ გვირტყავს თავში, ეგეც მაგ ფასულობების დამსახურებაა.
მიმაგრებული სურათი