რატომ ნულის. ნახევარზე მეტიც აქვს.
მთავარი ხომ რესურსებია - ფულის, ხალხის. დასავლეთი ვერასოდეს დაეხმარება ისე უკრაინელ მედასავლეთეებს, როგორც კრემლი - მოქმედ მთავრობას. მოკლევადიან მონაკვეთში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ფლუქტუაცია, როგორც ზოგჯერ კაზინოშიც იგებს ადამიანი, მაგრამ თუ სულ თამაშობს, წაგებულია, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში უსასრულო დროსა და უსასრულო ფულს ეთამაშება. რაკი ამ მთავრობის უკან მოსკოვი დგას, მედასავლეთეებს უსასრულო (პრაქტიკულად) რესურსთან დაპირისპირება გამოსდით.
უკრაინა უბრალოდ მნიშვნელოვანი ხომ არ არის, უკრაინა არის გადამწყვეტი. ათ წელიწადზე მეტია, რუსეთი იმპერიული გაფართოების მორიგ "ტალღას" აშენებს. ტალღის პიკური ხანა ჯერ კიდევ წინ არის, ბოლოს წლებში რაც ხდება, ეს ჯერ შესავალი ან პირველი ნაწილია მხოლოდ. ჰოდა მთელი ეგ ველიკორუსული გეგმები უკრაინის გარეშე არის ნული - აი, ეგ არის ნამდვილი ნული. თუ უკრაინა რუსეთის ორბიტიდან გავიდა, რუსეთის მთელი ამ მუხლებიდან წამოხტომიდან კატის კუილი დარჩება. ეს კარგად იციან რუსეთში, ზედმიწევნით აქვთ შესწავლილი ეს საკითხი და არც მალავენ.
ამიტომ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დათმოს რუსეთმა უკრაინა. ყოველ შემთხვევაში, ასე "ადვილად", აქციებით არა. თუ საჭირო გახდა, არც სისხლისღვრაზე არ დაიხევს უკან, შეიძლება ათასები გაწყდეს უკრაინაში, მაგრამ კრემლის ორბიტიდან მაინც ვერ გააღწიონ.
ეს კარგად იციან პირველ რიგში თვითონ უკრაინელებმა, იციან, რომ თუ ახლა ვერ გააღწიეს, უახლოეს ათწლეულებში არაფერი კარგი უკრაინას არ ელოდება, ცუდი კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მაგრამ მახრჩობელა გველი ძლიერია და მთავარ სამიზნეს მაინც გუდავს. ჩვენ კი ის წვრილფეხობა ვართ, რომლებიც ცახცახით ელოდებიან, როდის მოიცლის გიგანტური პითონი მათთვისაც. მოგეხსენება, პატარც ცხოველები ზოგჯერ თვითონაც უხტებიან უხსენებელს ხახაში. ჩვენშიც არ არიან ცოტანი ხახაში თავისით ჩახტომის მომხრეები.
აქაური დემაგოგია იმას მაგონებს, აშშ-სა და რუსეთის იმპერიებს რომ შეადარებდნენ და რაკი დაასკვნიდნენ, რომ ამერიკაც ცუდია (რატომღაც. ეს რა გასაკვირია) - აქედან ის გამომდინარეობდა, რომ აშშ არ იყო ღირსი, ჩვენი დახმარების უფლება მიგვეცა

ამაზე შედარებაც მომყავდა - უფსკრულში რომ ჰკიდიხარ, ზემოდან ხელს გკიდებენ და დაგიჭერენ, შენ კი ამ დროს ჰყვირი, დაუბანელი ხელია (ან რა ვიცი, ბანჯგვლიანი) და ამიტომ გადაშენდი იქით, დამანებე თავიო.
გთხოვთ, ისინი ნუ გამომეხმაურებიან, ვინც ამბობს, რომ აშშ-ს თუ დასავლეთს აწყობდა საქართველოში უბედურებები და ამას ხელიც შეუწყო. ნურც ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად და კომბლად სჭირდება დასავლეთს... რაც გინდათ ის წერეთ, ვინ გიშლით, მაგრამ მე თავი დამანებეთ.
"ბანჯგვლიანი ხელის" შედარება რატომ გავიხსენე - ახლაც იგივე ხდება, ოღონდ ეს ხელი აშშ-ის კი არა, ევროპისაა. თურმე არ ყოფილა ისიც მთლად სპეტაკი... ვიიშ!
არ მესმის, ამდენი ხალხი სულ კომპოსტოშია ნაპოვნი? ბავშვი რომ სხვა მეთოდებით ჩნდება, ეტყობა ჯერ კიდევ არ გაუგიათ. პოლიტიკა დედამოხნული რამეა, ყოველთვის და ყველაფერში მართალი არავინ არ არის და ვერც ვერასოდეს იქნება. რუსებს აქვთ კარგი სიტყვა чистоплюй. ანდა უბრალოდ "გვასუქებენ" ®
This post has been edited by Geronti on 22 Jan 2014, 15:19