ვალუტის კურსით მანიპულირების საერთაშორისო სკანდალები და ხელოვნურად დაჭერილი ფასები
მსოფლიოში ვალუტის კურსით მანიპულირების არაერთი სკანდალია ცნობილი. „კომერსანტმა“ რამდენიმე, ყველაზე რეზონანსული პრეცედენტი მოიძია და ასეთ შემთხვევებისას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ფორმებით დაინტერესდა.
„ვაშინგტონსბლოგის“ 2012 წლის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება საპროცენტო სვოპების (ეროვნული ვალუტის უცხოურზე გადაცვლის ოპერაცია) სპეკულირებაში შევიდა.
კერძოდ, ბაზარზე დიდმა ბანკებმა კრიმინალური შეთქმულებებით, 2005 წლიდან -2012 წლამდე $800 ტრილიონი დოლარი გააყალბეს.
მათივე ცნობით, $800 ტრილიონზე მეტი ფასიანი ქაღალდები და სესხებია ლიბორთან დაკავშირებული, მათ შორის $350 ტრილიონი სვოპების და $ 10 ტრილიონი სესხების.
მათივე თქმით, დიდი ბანკები მოლაპარაკების შედეგად ლიბორის კურსით (ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) მანიპულირებენ, სამთავრობო ავტორიტეტებთან შეთანხმებით.
ასევე, აღნიშნავენ, რომ ლიბორით მანიპულაციამ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავლენა მოახდინა საპროცენტო განაკვეთის წარმოებისას.
„ვაშინგტონსბლოგი“ წერს, რომ ზოგჯერ ბანკები ლიბორის კურსის გაზრდით ან შემცირებით მანიპულირებენ. შესაბამისად, ხალხის სხვადასხვა ჯგუფი ზარალდებოდა, თუ რომელ მხარეს თამაშობდა კურსი.
კიდევ ერთი პრეცედენტი – ამერიკაში, მუნიციპალური მსესხებლები მაღალი საპროცენტო ხარჯის რისკისგან თავის დასაცავად ცვლადი კურსის ვალთან მიმართებაში, სვოპებს იყენებდნენ. წარმოებული კურსი ხშირად მიზნად ისახავს კომპენსაციას იმ რისკებისა რაც მოკლევადიანი კურსის ზრდას ეხება, რომელიც ფასიანი ქაღალდების აუქციონის კურსზეა მიბმული.
ამასთან აღსანიშნავია, რომ გამოცემის თქმით, ფასიან ქაღალდებზე ხელოვნურად გაზრდილი კურსი - განსაკუთრებით საკრედიტო სვოპებზე (CDS) - ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისისა, სადაც კონგრესმა პრობლემა, მოგვარების ნაცვლად უფრო გააუარესა.
მორიგი პრეცედენტის შესახებ გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ინვესტორებმა შესაძლოა სასამართლოში სარჩელი შეიტანონ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, სადაც 12 ძირითადი ბანკია დადანაშაულებული, ფასების დადგენისა და შეზღუდული კონკურენციის გამო.
როიტერის ინფორმაციით, ამ საქმეებში ბრალდებულებს შორის იყვნენ Bank of America Corp, Barclays Plc, BNP Paribas SA, Citigroup Inc , Credit Suisse Group AG, Deutsche Bank AG , Goldman Sachs Group Inc, HSBC Holdings Plc , JPMorgan Chase & Co, Morgan Stanley, Royal Bank of Scotland Group Plc and UBS AG.
სხვა ბრალდებულები იყვნენ საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივის ასოციაცია და „შპს მარქეთი“, რომლებიც უზრუნველყოფს საკრედიტო ფასიანი ქაღალდების ფასწარმოქმნის მომსახურებას.
ენერგობაზრებიც მანიპულირებულია. მათ შორის მაგალითად დიდი ხანია უკვე საწვავის ფასები მოჰყავთ. ამერიკის ფედერალური ენერგო მარეგულიერებელი კომისიის განცხადებით, JP Morgan მასიურად მანიპულირებდა ენერგო ბაზრებზე კალიფორნიასა და შუა დასავლეთში.
ამასთან, „ვაშინგტონსბლოგის“ თქმით, დიდი ბანკები და სამთავრობო სააგენტოები უკვე მრავალი წელია შეთანხმებულად მანიპულირებენ ფართო მოხმარების საგნების ფასებზე.
დიდი ბანკები ფიზიკური ეკონომიკიდან მნიშვნელოვან ასპექტებს იღებენ - როგორიცაა ურანის მოპოვება, საწვავი პროდუქტები, ალუმინი, აეროპორტების ფლობა და ოპერირება, პორტები, ელექტროენერგია, გზები, რათა ბაზარზე ფასებით იმანუპულირონ. სწორედ ამ ფიზიკურ აქტივებს იყენებენ, რათა სამომხმარებლო ფასებზე მასიურად მოახდინონ მანიპულაცია.
გასულ წელსვე, შვეიცარიის ფინანსურმა რეგულატორმა (FINMA) აღმოაჩინა „სერიოზული შეუთავსებლობა“ და „აშკარა მცდელობა ძვირფასი მეტალის შეფასებისას მანიპულირებისა“ UBS-ის თანამშრომლების მიერ ძვირფასი მეტალით ვაჭრობაში, განსაკუთრებით ვერცხლით ვაჭრობისას.
„ბლუმბერგმა“ გასული წლის იანვარში გაცვლითი კურსის მანიპულირებაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნავს, რომ ფედერალურმა მოსამართლემ Royal Bank of Scotland Group Plc-ს $50 მილიონის გადახდა მოთხოვა, ბანკთაშორის ბაზარზე გაყალბებული კურსის შეთავაზების გამო.
RBS Securities Japan Ltd.-მ გასული წლის აპრილში ლიბორით მანიპულირების დანაშაული აღიარა.
„ვაშინგტონსბლოგის“ განცხადებით, სახელმწიფო მონეტარული პოლიტიკის ოპერაციებში, შიდა ინფორმაციის გაჟონვით, მილიარდობით დოლარი შეიძლება გაკეთდეს.
მათივე თქმით, გასულ პერიოდში ბევრჯერ იყო დიდ ბანკებთან დაკავშირებული სკანდალები, თუმცა, ლიბორის სკანდალი ყველაზე დიდი ფინანსური თაღლითობაა მსოფლიო ისტორიაში. სკანდალი, რომელმაც $800ტრილიონიან ბაზარზე იქონია გავლენა და რაც 10-ჯერ დიდია ვიდრე მსოფლიოს რეალური ეკონომიკა.
აღნიშნულ ლიბორის სკანდალში Barclays და სხვა დიდი ბანკები Citigroup-ის , HSBC-ის , J.P. Morgan Chase-ის, Lloyds-ის,Bank of America-ს, UBS-ის, Royal Bank of Scotland-ის ჩათვლით არიან გახვეული – მსოფლიოს ძირითადი გაცვლითი კურსით (Libor) მანიპულირებაში, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე რეგულირებადი კურსია საინვესტიციოდ.
http://commersant.geავტორ(ებ)ი : მარიამ მინაძე
არ ხდება არაა საბანკო სფეროში თაღლითობები?
ტრილიონობით დოლარის მაქინაციები ხდებოდა და ხდებაა მთელ მსოფლიოში და კიდევ აქეთ გვედავებიაან რო გაატყავეს მოსახლეობაა ბლიაად.
რო ჯარიმები აკიდონ მაგის თავიც არ აქვთ იმიტომ რო ზვვიდან ვიღაც მფარველობს ამ ბანკირებს და საქართველოს დედას უტყნავენ.
ნავთობის და ინტერნეტის სფეროებში მონოპილიაა მაგრამ ყველას სირზე კიდიათ ხალხიც და ქვეყანააც.
სხვათაშორის ხალხი ### არაა ხვდება ყველაფერს.

მგონი შალვას აირჩევენ ასე თუ წავიდა საქმეები.