დოლარის მკვეთრი გამყარება უფრო პანიკური რეაქციაა, რასაც ასევე მკვეთრი „დამშვიდება" მოჰყვებათბილისი (GBC) - ლარის დაცემას, აშშ დოლარზე მაღალ მოთხოვნას, რომან გოცირიძე, საერთაშორისო ბირჟებზე რყევების გამო ბაზრის მონაწილეების შიშს უკავშირებს.
ბაზრის მონაწილეები თადარიგს იჭერენ.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის განცხადებით, დოლარის მკვეთრი გამყარება უფრო პანიკური რეაქციაა, რასაც ასევე მკვეთრი „დამშვიდება" მოჰყვება. ანუ ლარის მიმდინარე გაუფასურება, ეროვნული ვალუტის უარყოფითი ტრენდის გაღრმავებას არ ნიშნავს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკაში ნაკლებად არის ინტეგრირებული, საერთაშორისო საფონდო ბაზარზე მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ბაზარზე წესით არ უნდა აისახოს, თუმცა სავალუტო ბაზრის მონაწილეების ქცევას გარკვეულწილად განაპირობებს.
ჩინეთიდან დაწყებული ტალღა მთავარი სავაჭრო პარტიონების (თურქეთი, რუსეთი...) ვალუტის ტრენდზეც აისახა, საფონდო ბაზარი ფაქტობრივად ჩამოიქცა, რუსული რუბლი მკვეთრად დაეცა.
„რუსული რუბლის რყევა მთელი თვის განმავლობაში აღინიშნებოდა. ეს აისახება ჩვენს ექსპორტზე, ზღუდავს რა მას და ხელს უწყობს რუსეთიდან იაფ იმპორტს.
ამის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ასახვა მოსალოდნელი იყო უფრო შორეულ პერსპექტივაში, თუმცა მყისიერად მოხდა", - განმარტავს რომან გოცირიძე და მთავრობის უმოქმედობა უკვირს.
„არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, ეკონომიკური და პირველ რიგში საბიუჯეტო პოლიტიკის შესაცვლელად, ხარჯების ზრდას და არარაციონალურ ხარჯვას აგრძელებდა, თითქოს ქვეყანას ეკონომიკის ორმაგი ზრდა და უდეფიციტო ბიუჯეტი ჰქონდეს. ერთადერთი ტვირთი აჰკიდა ეროვნულ ბანკს, რომელიც სავალუტო რეზერვებით და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით უნდა გაუმკლავდეს საგარეო შოკებს თუ საშინაო შეცდომებს".
რომან გოცირიძის ვარაუდით, მთავრობის ლოგიკით, ლარის გაუფასურება „ამჯერად აქ მცხოვრები ჩინელების ბრალი იქნება. ყოველ გაუფასურებას, როგორც წესი ხომ თავის გმირი ჰყავს - ხან მედიაა დამნაშავე, ხან ექსპერტი, ხან სპეკულიანტები ბანკების და სავალუტო პუნქტების სახით, მთავარი დამნაშავე კი ეროვნული ბანკია.
„საინტერესოა, პროსამთავრობო ექსპერტები და პროპაგანდისტი დეპუტატები დღევანდელ ვარდნას რას დააბრალებენ, შანჰაის ფაქტორის გათვალისწინებით, ალბათ ჩინელებს", ვარაუდობს გოცირიძე.
Bloomberg-ის სავაჭრო ტერმინალის ორშაბათის ვაჭრობის შედეგებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ $1/2.3318 - 2.4170 დიაპაზონში ივაჭრებოდა. თბილისის დროით 15.45 საათისთვის ვაჭრობის კურსი $1/2.3850 იყო.
ბოლო, 22 აგვისტოსთვის განსაზღვრული კურსით კი $1/2,3336 ლარი იყო.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=82681ანუ მაინც ჩვენი ბრალია?
This post has been edited by -Sergi- on 24 Aug 2015, 16:33