ვითარება ასეთია
რუსეთში რუბლის კურსი ისტორიულ გაუფასურებამდე მიდის, შესაძლოა თვის ბოლოს 100 რუბლი დოლარს გაუტოლდეს.
აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვება და გაყიდვა შეამცირა დაბალი ფასის გამო, სავარაუდოდ კურსი იქაც დაეცემა, არა ისე კატასტრფულად, როგორც სხვაგან, თუმცა ინტერვენციებით ამ გლობალურ კრიზისს ვერ დაემალება.
სომხები რუბლის გაუფასურებას, მალე საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, თუმცა ერთი უპირატესობა ნამდვილად აქვთ, სომხეთი ერთ ერთი ყველაზე მსხვილი დოლარის იმპორტიორი ქვეყანაა

ძალიან დიდი დიასპორა ჰყავთ და დოლარებშია შემოსავალი. ეს გარკვეულწილად აბალანსებს სიტუაციას იქ. თან დიასპორის დიდი ნაწილი ამერიკაშია.
უკრაინაშიც მძიმე ვითარებაა, აშშ ეხმარება კრიზისის დაძლევაში, თუმცა ვერ გაექცევიან გაუფასურების ახალ ტალღას
ჩინეთში აგერ უკვე მესამე დღეა თანმიმდევრობით ვარდებიან ბაზრები, ორშაბათის რყევა ინერციით წინ მიდის. აზიის კრიზისზე უკვე სერიოზულად დაიყო საუბარი და ბუნებრივია ეს გადაედო ევროპულ ინდექსებს, ციებ ცხელებაა ეხლა ყველგან, ბირჟები მინუსებში იხურება რამდენიმე დღეა
არაბული ქვეყნები სავარუდოდ შეამცირებენ მოპოვებას ფასის გამო, შესაბამისად ფულის რეზერვაცია დაიწყება, რაც ჩვენთვისაც ძალიან ცუდია, ბევრი არაბული კომპანიაა საქართველოში და საკმაოდ ბევრი ვალუტა შემოაქვთ.
ანუ რამდენიმე ფრონტიდან გვიტევენ.
1. გადმორიცხვები შემცირდება, რუსეთი და საბერძნეთი კრიზისშია. ყველაზე მსხვილი გადმომრიცხავი ქვეყნები
2. ინვესტიციები შემცირდება. აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, არაბული ნავთობის ქვეყნები, ფულს მოჟოშკავენ და დაგეგმი პროექტებს სავარაუდოდ გადადებენ, ეს ბუნებრივი პროცესია, ფულის რეზერვაცია იწყება.
3. ექსპორტი შემცირდება. ვინაიდან და რადგანაც ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიროები ჩვენი მეზობლები არიან, ბუნებრივად კრიზისისას მოხმარებაც შემცირდება.
4. ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდება. როგორც წესი საშუალო კლასი კრიზისისას პირველი მოგზაურობაზე აკეთებს ეკონომიას
ასე რომ ქადაგიძე და ხადური კიარა, იესო ქრისტე არეფრეშებს ბლუმბერგს იმის იმედად, რომ რაღაცა შეიცვლება
ერთადერთი პოზიტიური, რაც ამ ყველაფერში შეიძლება იყოს, არის დასავლური კაპიტალისთვის ახალი სტაბილური გარემო. დღეს ჩინეთი და მთეი აზია, გაზის ბალონივითაა, როდის აფეთქდება არავინ იცის. ამ დროს მუშახელის სიიაფეზე უფრო სტაბილურობააა მნიშვნელოვანი. კაპიტალი თავის დაზღვევას შეეცდება და შესაძლოა უკან წამოღებული ფულის, რაღაც ნაგლეჯები ჩვენს ეკონომიკაშიც დაეცეს. დასავლური ინვესტიციას კიდე ინტელექტუალური და ტექნოლოგიური განვიტარება მოაქვს, განსხვავებით 2 წლიანი აღმოსავლური ინვესტიციებისგან, რომელიც ფულის სწრაფად ამოღებით უფროა დაინტერესებული ვიდრე განვითარებით.
ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, გააჩნია, როგორ ვიმოქმედებთ
ეს ზამთარი ტკბილი არავისთვის არ იქნება და ცხადია ჩვენ გამონაკლისი არ ვართ
ახლა ეკონომიკურმა გუნდმა, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს ჩინეთის ბაზრების ჩავარდნით შეშინებულ კაპიტალზე. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგრამ ვიქონიოთ იმედი
* * *
SHUMIძალიან საინტერესო პოსტია
პრინციპში ამერიკის მაგალითი და ქართული დაკრედიტების თავისებურების მაგალითი სწორად გაქვთ ჩამოყალიბებული. რეალურად ეს 1000 და 500 ლარიანი კრედიტები, ვალების დაფარვას და ახალი ვალების წარმოქმნას უფრო უწყობს ხელს ვიდრე დოვლათის შექმნას. აშშ-მ თავის მხრივ ფულის მასის გაზრდა ეკონომიკაში სახემწიფო პროექტებითაც დაიწყო. მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმწიფო ხარჯები. ბუნებრივია ეს ხარჯები შემცირდა შემდეგში, როდესაც ვითარება დასტაბილურდა, რაც კეინსიანური მიდგომისგან განასხვავებს ნეოკეინსიანურ მიდგომას, როდესაც ვალის არაადექვატურად დაგროვება არ უნდ ამოხდეს.
რეფინანსირების სესხს რაც შეეხება, მონეტარისტების და ლიბერალების უმრავლესობა ამ რეფინანსირების სესხის გაცემის წინააღმდეგი არიან, ყველა შემთხვევაში, თუმცა აქ კონტექსტი გაცილებით მნიშვნელოვანია. საქართველოში რეფინანსირების სესხის გაცემას სხვა ეფექტი ექნება და გერმანიაში სხვა, ან აშში. ეკონომიკის დაკრედიტების სისტემა რადიკალურად გასნხვავებულია. ქართული ბანკები მოკლევადიან პერიოდში თანხის მაქსიმალურ ამორებაზე არიან ორიენტირებული, ამიტომ გასცემენ მოკლევადიან პატარა, სესხებს, რაც არსებითად არც ეკონომიკას ადგება და არც თვითონ მსესხებელს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რეფინანსირების 700 მილიონამდე გაზრდა, ცხადია ლარის კურსს დააზარალებს, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ვხედავთ. თავისი წვლილი ქადაგიძემ შეიტანა გაუფასურებაში, თუმცა არა ისეთი, როგორი რეალობაც დღეს გვაქვს. რამე სხვა პრეტენზიები თუ არსებობს სებთან მიმართებაში დამატებით? ერთი რამ ცხადია, რომ მონეტარული პოლიტიკა და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა აცდენილია ერთმანეთისგან.
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx