ამ მომენტში არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ოქრო რატქმაუნდა. ჯერ კიდევ მამალაძის დროს გადიოდა სოლიდური რაოდენობა.
შენ კი აზროვნებ ნორმალურად, ითვლი კიდევაც ობიექტურად, მაგრამ არ ითვალისწინებ მთავარ ნიუანს.
როდესაც საზღვარგარეთ გადის საქართველოში წარმოებული პროდუქცია, ან ნედლეული, ან წიაღისეული. ნაშოვი დოლარები საქართველოს ბიუჯეტში თუ არ შევიდა, ან მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ ნაწილზე თუ არ გადანაწილდა, ეგეთ დოლარებს ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაირი აზრი არა აქვს.
თუ საზღვარგარეთ ნაშოვი დოლარები გადაიგზავნა ოფშორებში და სადღაც კერძო ანგარიშებზე დაგროვდა, ეგეთი დოლარები გინდა ყოფილა და გინდა არა.
შესაბამისად საქარელოში ყველა მსხვილი დარგი არის კლანების ხელში და ზუსტად რომ მოგების უდიდესი ნაწილი მიდის ოშსორებში, ან სხვა ლევი საქმეების გასაკეტებლად ისევ საზღვარგარეთ.
ძირითადად საქართველოს ვალუტის სტაბლურობას ოქროსა და სხვა პროდუქციის ნაცვლად, უზრუნვეყობდა რუსეთიდან და საბერძნეთიდან გადმორიცხული ვალუტა. დღეს ერთსაც და მეორესაც დაენძრა და იქ მაცხოვრებელი ქართველები ვეღარ აგზავნიან იმდენს რამდენსაც წინა წლებში. ესაა ძირითადი მიზეზი, სხვა მთავრობის მიერ ჩადენილ მიზეზებთან ერთად.
2008 წელს როდესაც ლარის კურსი კაი მაჩვენებელზე იდგა, ეხლა არ მითხრა ეს აყვავებული ეკონომიკის დამსახურება იყოო. ეს პირველ რიგში იყო იმის ბრალი რომ მოგვცეს 5 მილიარდი დოლარი, რამაც ინერციით კიდევ კაი ხა ნი შეინარჩუნა კურსი.
კურსს ასევე ამყარებდა ის პოლიტიკაც, როდესაც ყველაფერი იყიდებოდა საქართველოში უცხოელებზე, ტყეები, მდინარეები, მიწები და ასე შემდეგ. მაქედან შემოსულმა დოლარებმა გააკეთა თავის საქმე და არა იმან რომ ეკონომიკა იყო საქართველოში აწყობილი.
ხოდა როდესაც ეკონომიკის მუშაობის გვერდის ავლით ხდება ვალუტის გამყარება, ეგ ყოველთვის არის დროებითი და დამღუპველი ქვეყნისთვის. ამ ყველაფერს კი ინვესტიციას ეძახიან
კი ბატონო ქვეყანამ ათეული წელი რო ყიდოს ყველაფერი, მიწები, ტყეები, მდინარეები, შენობები, წიაღისეული და ასე შემდეგ. გარკვეულ წილად შეინარჩუნებ სტაბილურობას, რაც ხდებოდა კიდეც მიშას დროს. ხოლო როდესაც აღარ გაყიდი ამ ყველაფერს, ან გასაყიდიც აღარ გექნება არაფერი, ვალუტის კურსის პრობლემა კვლავ წამოიჭრება.
ამიტომ ვალუტის გამყარება ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე კი არ უნდა ხდებოდეს, რაც ამდენიხანი ხდებოდა. ეს უნდა მოხდეს რეალურად ეკონომიკის აშენებით, ინდუსტრიით, სოფლის მეურნეობით და ასე შემდეგ.
მიშამ ეგ 10 წელიწადი წყალში გადაყარა რასაც ქვია და არაფერი ღირებული არ შექმნა ამ ქვეყანაში, რაც ქვეყანას სტაბილურ შემოსავალს მოუტანდა.
ბენდუქიძე არ იყო რო იძახდა, რაის სოფლის მეურნეობაო? რაის ინდუსტრიაო? უნდა გავყიდოთ ყველაფერიო და ამ ###ობას ინვესტიცია დაარქვა. ყველაფრის გაყიდვით რათქმაუნდა შემოვიდა სერიოზული მაყუთი ქვეყანაში და ეკონომიკის მაჩვენებელმაც აიწია თავისთავად და ჩაუხედავმა გაუნათლებელმა ხალხმა ბენდუქიზის ქება დაიწყეს, ა ძმაო კაცი ესმის საკითხიო
კაი გაყიდეს გაყიდეს, იმ ფულით შეექმნათ მაინც რამე, მაგრამ არაფერში გადაყარეს.
დაუწერელი კანონია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული კრედიტის აღება ბანკიდათ, თუ მაგ აღებული კრედიტით კვლავ ფულის შოვნას აპირებ. ეს იცის ყველამ, მაგრამ ამას არ ითვალისწინებდა არავინ ხელისუფლებაში, ან არ ათვალისწინებინებდნენ ჩვენი უცხოელი ძმები. მილიარდები იხარჯებოდა ძეგლებში, დოქებში, არაფრის მომცემ ძვირად ღირებულ არქიტექტურაში. გაანიავეს ყველაფერი და ბოლოს ამ ყველაფრის გაპრავება იმით დაიწყეს რომ ტურიზმს ვაწვებითო
ჯერ ერთი ტურიზმით აყვავებული ქვეყნის დედა ######, აგერ საბერძნეტს რაც დაემართა იგივე გველის ჩვენც. მაგატაც მასე ეუბნებოდნენ, ინდუსტრიის და მეურნეობის დედა სევეციო, ტურიზმს მიაწექით ტურიზმსო და ყველა ვხედავთ რაც დაემართა.
ტურიზმიც შეიძლება კარგია, მაგრამ როდესაც ხდება მსოფლიო კრიზისი, არავის აღარ ეტურისტება, აი მაგ დროს ტურიზმზე აწყობილი მთელი მექანიზმი ჩერდება და ყვეყანას დედა ედღვნება. ხოლო ის ქვეყნები რომლებსაც ისე თუ ასე მოწყობილი აქვთ ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა და ქვეყნიდან გააქვთ ადამიანისტვის უფრო მეტად საჭირო პროდუქცია, ისინი ნაკლებად ზარალდებიან კრიზისის დროს.
ამ ქვეყანაში კი ტურიზმიც არ გვქონდა აყვავებული და მტელი ეკონომიკა დამოკიდებული იყო, ქვეყნის მიყიდვა უცხოელებზე და უცხოეთში მცხოვრები ქართველების გზავნილებზე. დღეს გზავნილებმაც იკლო და გასაყიდიც არაფერი აღარ დაგვრცა ისეთი და რითი უნდა მოხდეს ლარი სტაბილიზაცია?
რო ჩაიხვიეთ ინვესტიცია ინვესტიციაო, რას ეძახით ამ ინვესტიციას? ან რა ინვსტიცია განხორციელებულა მიშას დროს ისეთი მნიშვნელოვანი, რაც დრემდე ადგება ქვეყანას და გარკვეული სტაბილურობა მოუტანა? გაყიდეს ქვეყანა და ამას ინვესტიცია დაარქვეს.
მსოფლიო ბანკისთვის კრედიტი რო მოგეთხოვა ან მოთხოვო, ის ითხოვს სრულ დასაბუთებას სად უნდა დაიხარჯოს აღებული კრედიტი. სიაში რომ ყოფილიყო სოფლის მეურნეობის ან ინდუსტრიის სფეროს განვიტარებაო, კრედიტს არ მოგცემდნენ. ხოლო თუ იქნებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მითითებული ეგრევე გაძლევდნენ. ამიტომ მთლად ყველაფერი მიშას ბრალიც არაა, დიდი წილი დედამოდღნული დასავლური პოლიტიკის ბრალია. აი იცეკვებ მაგათ დაკრულზე და კაი პონტში იქნები, ან უკანალში პალო მოგხვდება კადაფივით. ხოდა მიშამ გულაობა აირჩია და გზა გაუხსნა ბენდუქიძის ნაირ დედამოდრნულებს ქვეყანა შეეჭამათ.
პ.ს. აქ ბევრი ქილიკობს რუსულ ბაზარზე და ვითომ რამე გაეგებოდეთ ისეთ სისულელეებს აბრეხვებენ. მწვანილით ნაშოვი ფული არ გაიშვას არსადო ისე იძახიან, თითქოს სხვა რამის უკანალი ქონდეს ქვეყანას. და მეორეც, წადით ბიძია მარნეულისკენ, ბოლნისისკენ, რუსთავისკენ და ნახეთ როგორ ცხოვრობენ აზერები, ის აზერები რომლებიც მწვანილს ყიდიან.
25 წელიწადია 1 ნაბიჯი არ გადადგმულა სოფლის მეურნეოსბის და ინდუსტრიის განვიტარებისკენ, წამგებიანია ქვეყნისთვის ბრძანა ღორმა ბენდუქიძემ. ხოლო როდესაც ივანიშვილმა დაიწყო ამ დარგებში ფულის ჩადება და გასაღების ობიექტად რუსეთის ბაზარი დაასახელა, ეგრევე წამოყვეს თავები დამონებულმა ზომბებმა და რაის რუსეთის ბაზარიო, ევროკავშირში უნდა გავიტანოთ ჩვენი პროდუქციაო და აუცილებლად უნდა მოვაწეროთ ხელი ასოცირებასო. ამას იძახდნენ ის დედამოდღნული ხალხი, რომელიც 10 წელი ხელისუფლებაში იყვნენ და პირიქიტ ანგრევდნენ სოფლის მეურნეობას, აი ეს ნაბოზვები იძახიან დღეს რომ ევროპაში უნდა გავყიდოთო. კი ბატონო გავყიდოთ ევროპაში ვინაა წინააღმდეგი, მაგრამ შენ რო ხელისუფლებაში იყავი რატო არ ზრუნავდი ამაზე. მაგათმა ეხლაც კარგად იციან რომ ევროპაში ვერაფერსაც ვერ გავყიდით ამ დაკარგული 10 წლის გამო. დღეს რომ რუსეტის ბაზარია ისევ აქტუალური საქართველოსთვის, ეს არის წინა ხელისუფლების ბრალი, მათ დააკარგვინეს 10 წელი ქვეყანას და არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს შეექმნა რამე და გაეყიდა ევროპაში, არადა ამის ყველანაირი პოტენციალი იყო. ხოდა ავად თუ კარგად დღეს საქართველოს რუსეთის იქით კვლავ არა აქვს გასაქანი, თუ რეალურად გვინდა რამე პატარა ეკონომიკა მაინც შევქმნათ ქვეყნისთვის და ამ რეალობას ნუ აბრალებენ რუსეთუმეებს. ვინაიდან რუსეთუმეები 10 წლის განმავლობაში სად იყვნენ შემძვრალი კაცმა არ იცის და მთელი პარადი დემოკრატიის შუქურას და მის დასავლელ პარტნიორებს მიყავდათ.
This post has been edited by tb-seli on 3 Sep 2015, 11:07