აი ვინ გაძალებთ ხოლმე წეროთ თემაზე რომელიც არ გესმით და თან მტკიცებით ფორმაში?
მესმის კითხვებს სვამდეთ, მაგრამ თქვენ თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეთ რომ გაგნებაში არ ხართ და რა სისულელეებს ამტკიცებთ?
ამორება, ზედმეტი ფული და ა.შ. კარგით რა მართლა რა
მოკლედ შეიქმნა ახალი ვითარება და ამ ვითარების შედეგად ლარის კურსი არის ისეთი როგორიც არის. ეს მდგომარეობა შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი. შემდგომი განვითარება მოვლენების იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ეს პერიოდი როგორი იქნება დინამიკა.
თუ არ იქნება მისაღები ეკონომიკური ზრდა (რაც არ იქნება ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს გვაქვს), ლარის კურსი კვლავ დაიწყებს ვარდნას.
არ გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, არ გაიზრდება გზავნილების რაოდენობა, არ გაიზრდება ექსპორტი და ისევ ლარის კურსს დააწვება ეს ყველაფერი. თუ ამ ტემპებით დაიწყო ლარის ბრუნვიდან ამოღება, მაშინ შედეგად მივიღებთ, რომ ქვეყანაში არის ცოტა ანუ მნიშვნელოვნად შემცირებული ფული და მისი შოვნა გაჭირდება. ეს გამოიწვევს მნიშვნელოვან კრიზისს ეკონომიკაში, შემცირდება სამუშაო ადგილები, ბიზნესების გარკვეული ნაწილი დაიხურება !
სწორედ ამიტომაც არ არის მიზანშეწონილი რეზერვების გამოყენება, განაკვეთები აწევა და ა.შ. ჩარევები.
გამოსავალი - სტაბილური მღალი პროცენტით ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამას კი თავისთავად უნდა სულ სხვა სახის მმართველობა. დაპირისპირება, დევნა, უცხოელების ვერ ატანა და ა.შ. ამ მიზანს შეუძლებელს ხდის !
პ.ს. გაიაფებული ქვეყნის ხელში ჩაგდება გაცილებით ადვილია, რადგან ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს !