2013 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 7.1% შეადგინა, რაც წინა კვარტალებთან შედარებით სახელმწიფოს მიერ კაპიტალური ხარჯების გააქტიურებით, ბიზნესის განწყობისა და საკრედიტო აქტივობის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. 2013 წელს ჯამურად ეკონომიკური ზრდა 3.2%-ს გაუტოლდა.
გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით შენელებული ეკონომიკური ზრდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციების შემცირების შედეგია, რასაც ნაწილობრივ აკომპენსირებდა ექსპორტის მაღალი ზრდა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის უხვ-მოსავლიანობის ფონზე, რუსეთთან ვაჭრობის გაღრმავებით და არსებული მარაგების ათვისებით იყო განპირობებული. ეკონომიკის სექტორულ ჭრილში 2013 წელს ზრდის ტემპის შენელება მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა ყველა ძირითად სექტორზე, შედარებით მნიშვნელოვანი წვლილი კი მშენებლობის და მომსახურების სექტორებზე მოდის.
ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, 2013 წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი და დეკემბრის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა.
აბანკო სექტორის აქტივობა 2013 წელს მოკრძალებული იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში შედარებით გამოცოცხლება შეინიშნებოდა. დეკემბერში საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის მაჩვენებელი 16%-მდე (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით)
გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება 2014 წელსაც, თუმცა ეს ტენდენცია არათანაბარი იქნება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიხედვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგნოზით, გლობალური ზრდა 2014 წელს 3.7% გაუტოლდება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ განვითარებული ქვეყნების კრიზისიდან გამოსვლას ექნება. შედარებით პესიმისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მეზობელი სავაჭრო პარტნიორები ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი, უკრაინა და რუსეთი. საერთაშორისო ეკონომიკური აქტივობის გავლენა
საქართველოს ეკონომიკას რამდენიმე არხით გადმოეცემა, ძირითადად ეს არის მოთხოვნა საექსპორტო საქონელზე, ფულადი გზავნილების მოცულობა და უცხოური ინვესტიციების შემოდინება.
წინასწარი მონაცემებით 2013 წლის მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და რეალური მშპ-ის წლიური ზრდა წინასწარი შეფასებით 7.1%-ს შეადგენს. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. გაუმჯობესდა როგორც ბიზნესის განწყობა ასევე, მომხმარებელთა განწყობაც, რაც წინა კვარტალებთან შედარებით გაზრდილ მოხმარებასა და ეკონომიკურ აქტივობაში აისახა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გაუმჯობესდა ფინანსური სექტორის აქტივობაც, რაც მეოთხე კვარტალში სესხების მაღალ ზრდაში აისახა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე ხელი შეუწყო სახელმწიფო ხარჯების ზრდამ. მეოთხე კვარტალში მაღალი ზრდის კიდევ ერთი ფაქტორს მნიშვნელოვნად გაზრდილი საქონლის ექსპორტი და ტურიზმი წარმოადგენდა.
მიმდინარე საბაზო პროგნოზის თანახმად, 2014 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 5.0%-ის ფარგლებში იქნება.
ალტერნატიული სცენარის თანახმად მშპ-ს ზრდა 2014 წელს 6%-ის ფარგლებში იქნება,
2013 წელს რეალური მშპ-ის ზრდაში ძირითადი წვლილი წმინდა ექსპორტმა შეიტანა.
იმპორტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტის ფონზე 2013 წელს სავაჭრო ბალანსი 9.1%-ით გაუმჯობესდა, რაც 499 მლნ დოლარს შეადგენს წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა მეოთხე კვარტალში 46.0%-ს შეადგენს.
აღნიშნული საპროგნოზო სცენარის მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელი 2014 წლის მეორე ნახევრისთვის 7%-მდე იზრდება და ეროვნული ბანკის 5%-სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის მეორე კვარტალში უახლოვდება
013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალებში დაფიქსირებული ფასების საერთო დონის კლება აღარ გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 2.4%- ით გაიზარდა. 2014 წლის პირველ თვეშიც ფასების მატებას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა და იანვრის ბოლოსათვის 2.9% შეადგინა
2013 წლის მეოთხე კვარტალში, შერბილებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ საკრედიტო აქტივობის გამოცოცხლება განაპირობა.
ამგვარად, შერბილებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ფონზე, ეკონომიკაში გასული წლის მეოთხე კვარტლიდან შეინიშნება ეკონომიკური აქტივობის მატება. მთლიანი შიდა პროდუქტის გაპი უარყოფითი რჩება, თუმცა გააქტიურებული ერთობლივი მოთხოვნის ფონზე, მოსალოდნელია მისი ეტაპობრივი შემცირება, რაც ფასების დონეზე ზრდის მიმართულებით მოახდენს ზეწოლას და უზრუნველყოფს ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე მატებას
სესხებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფიზიკური პირების სეგმენტზე, რაც გამოწვეულია მეოთხე კვარტალში სამომხმარებლო სესხების და იპოთეკური სესხების ზრდით. აღნიშნული უმეტესწილად განპირობებული იყო საპროცენტო განაკვეთების შემცირებით და საბაზო ეფექტით. დეკემბერში სექტემბერთან შედარებით სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი 6 პპ-ით გაიზარდა და 33% შეადგინა, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი 15 პპ- ით გაიზარდა და 24% შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, დეკემბერში სექტემბერთან შედარებით მომენტალური განვადებების მოცულობის 55%-ით ზრდა.
იზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში განპირობებული იყო ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სექტორების დაკრედიტებით, ხოლო მშენებლობის და გადამამუშავებელ სექტორში უმნიშვნელო ზრდის ტემპი დაფიქსირდა. კვლავ მაღალი ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემულ სესხებზე, რასაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამ. დეკემბრის თვეში ამ სექტორზე გაცემული სესხების ზრდამ 150% შეადგინა. თუმცა გასათვალისწინებელია რომ სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები მთლიანი საკრედიტო პორთფელის საკმაოდ მცირე ნაწილს იკავებს (იურიდიული პირებზე გაცემული სესხების 1.5%-ს შეადგენს).
ბანკებს შორის გაზრდილი კონკურენციის და შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად 2013 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. შემცირება შეეხო, როგორც კორპორატიულ ისე საცალო სეგმენტს. დეკემბერში სექტემბერთან შედარებით განაკვეთები იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე 0.7 პპ-ით შემცირდა და 13% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე 0.4 პპ-ით შემცირდა და 12.4% შეადგინა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში განაგრძობდა წინა პერიოდში დაწყებულ უმნიშვნელო გაუფასურებას და 2013 წლის მეოთხე კვარტალში 1.6%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 4.4%-ით გაუფასურდა. ლარის გაცვლით კურსი თურქულ ლირასთან მიმართებაში იგივე პერიოდში 1.2%-ით გამყარდა. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 1.7%-ით გაუფასურდა, ხოლო წლიურად უმნიშვნელოდ - 0.4%-ით გამყარდა 2013 წლის მეოთხე კვარტალში.
2013 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 1.4% შეადგინა. ზრდის ტემპის შემცირების ფაქტორები წინა ორი კვარტალის მსგავსად ინვესტიციების და მოხმარების (კერძო და სამთავრობო) კლებაა. მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა და 7.1% შეადგინა. 2013 წლის მშპ-ის ზრდის მთავარი ფაქტორი კი წმინდა ექსპორტი იყო
2013 წლის განმავლობაში საქონლის ექსპორტი მზარდი ტემპით იზრდებოდა და მეოთხე კვარტალში წლიურმა ზრდამ 46.3% შეადგინა. საერთო ჯამში 2013 წელს ექსპორტი 22.4%-ით გაიზარდა და აბსოლუტურ გამოსახულებაში 2.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია სოფლის მეურნეობის და ადგილობრივად წარმოებული საკვები პროდუქტების ექსპორტის მკვეთრი ზრდა. 2013 წლის განმავლობაში გაორმაგდა თხილის და ღვინის ექსპორტი, მკვეთრად გაიზარდა ციტრუსების ექსპორტი, ასევე 80%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი, ზემოთ ჩამოთვლილმა პროდუქტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მთლიანად ექსპორტის ზრდაში. 2013 წელს საექსპორტო პროდუქციაში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს და მათზე მთლიანი ექსპორტის 24.2% მოდის
სტაბილურად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში. 2013 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 21.2%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო აბსოლუტურ გამოსახულებაში 2013 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1.7 მლრდ. დოლარი
2013 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 13.9%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები და აბსოლუტურ გამოსახულებაში 410.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მთლიანად 2013 წლის განმავლობაში გზავნილების ოდენობამ 1.48 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება
2013 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 975.1 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე
2013 წლის მესამე კვარტალში მშპ 1.4%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორები განაპირობებდნენ. ინდუსტრიულმა დარგებმა მესამე კვარტალის ზრდაში ნეგატიური წვლილი შეიტანა, რაც ძირითადად მშენებლობის სექტორის წინა წელთან შედარებით კლებამ გამოიწვია.
გამოშვებაზე სექტორულ ჭრილში დაკვირვება აჩვენებს მესამე კვარტალში სოფლის მეურნეობისა (+9.5%) და საფინანსო შუამავლობის სექტორების (+7.5%) მაღალ ზრდას. სოფლის მეურნეობის სექტორის მაღალი ზრდა დაკავშირებულია წლის დასაწყისში მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაფინანსებასთან. სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი მატება (+9.5%) წლის პირველ ნახევარში 2%–იანი კლების შემდეგ, უკავშირდება მესამე კვარტალში დაწყებულ იმპორტის ზრდის პროცესს და ვიზიტორების გაზრდილ რიცხვს, რამაც ასევე ხელი შეუწყო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ზრდას (+6.8%).
სამშენებლო სექტორი და ამ სექტორთან დაკავშირებული ბიზნესების აქტივობის კლება, რაც ძირითადად განაპირობებდა 2013 წლის პირველი ნახევრის მშპ–ს ზრდის შენელებას, გაგრძელდა მესამე კვარტალშიც. წლის პირველ ორ კვარტალში კლება შესაბამისად 8.5% და 14.1% იყო, ხოლო მესამე კვარტალში–16.9%. მშენებლობის სექტორის შემცირება დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შემცირებასთან. ავტოსტრადების, გზების, სპორტული ნაგებობების მშენებლობა შემცირებულია 47.8%–ით წინა წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, ხოლო მეტწილად ამ ტიპის მშენებლობებთან დაკავშირებული სხვა სამშენებლო სამუშაოები შემცირებულია 23.5%–ით.
2013 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე მნიშვნელოვანი კლება (–10%) განიცადა სამთო მომპოვებელმა სექტორმა, რაც დაკავშირებულია 2013 წლის შედეგებით დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტის წინა წელთან შედარებით კლებასთან (–17%).
2013 წლის მეოთხე კვარტალში წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური აქტივობა საშუალოდ 7.1%-ით გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით 2013 წლის მშპ-ს წლიური ზრდა 3.2% შეადგენს
013 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის გააქტიურება უკავშირდება საარჩევნო პერიოდების გაურკვევლობის დასრულებას. ექსპორტის ზრდა, რომელიც მაღალი იყო წინა სამი კვარტლის განმავლობაში (+14.1%), განსაკუთრებით გაიზარდა მეოთხე კვარტალში (+46.3%).
2013 წლის მესამე კვარტალში, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ტემპი შემცირდა. საშუალო ხელფასის წლიურმა ზრდამ, 6.2% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის ბოლო მონაცემების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებული პირის საშუალო თვიურმა ხელფასმა 800 ლარი შეადგინა.
სხვა დადებითი და უარყოფითი ინფორმაცია იხილეთ
http://www.nbg.ge/uploads/publications/inf...bruary2014_.pdf=============
ასევე უფრო ახალი ინფორმაცია:
2014 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 18 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით შემცირდა და 17.2 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.3 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1 პროცენტი შეადგინა.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. თებერვლის თვის წმინდა მოგებამ 39.2 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 76.8 პროცენტი შეადგინა.