დედაო პარასკევას თემიდან გადმომაქვს წუხანდელი ღამის ,,ნაჟური'':
+++
საოცარი და დამაბნეველი ინფორმაციები ვრცელდება.
აპოკალიფსში პირდაპირ წერია, რომ მეორედ მოსვლამდის სატანა დატყვევდება ათასი წლით და ამას ჰქვია ქრისტეს მეფობის ათასწლეული,
შემდგომ სატანა მცირე ხნით თავისუფლდება, რათა ღრმად შენიღბულნი ნელთბილნიც მხილებულნი იქნან და შემდეგ დგება საყოველთაო მეორედ მოსვლა და საბოლოო განკითხვა.
სიცოცხლის წიგნში შესულნი არ იხილავენ სიკვდილს.
რა ხდება მანამდე?
ადამიანი, რომელიც აქ, აქავე უკვდება ცოდვებს და იბადება ქრისტეში --- ხდება მართალი და მისთვის ქრისტე უკვე მოსულია, რამეთუ აქავე, სიცოცხლეშივე ცხონდების.
სხვა რელიგიების ენაზე ამას გასხივოსნება ჰქვიან.
სასწაულებრივად მომრავლდებიან ინდიგოები.
ასე რომ --- დგება ქრისტეს მეფობის ოქროს ათასწლეული და გიხაროდენ ყოველსა მართლმორწმუნესა მართლმადიდებელსა!
ადამიანები მასობრივად დაუბრუნდებიან სიკეთის და სიყვარულის გზას პატიოსანს!
ამიტომ იბრძვის სატანა ასე სასტიკად და დაუნდობლად ამ ჟამის არდადგომისათვის, მაგრამ რაც მეტად ებრძვის ყოველივე ღვთიურს --- მით მეტად სუსტდება და ტყვევდება სიყვარულის და სიკეთის ნათელის მატების გამო თავის ბნელ დილეგში.
ეს ყველაფერი მკაფიოდ და გასაგებად წერია აპოკალიფსში, იგივე იოანეს გამოცხადებაში.
თავად გადაამოწმეთ!
სახარებაში უმთავრესი თავად ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვებია!
+++
დედამიწაზე ქრისტესმიერი წესით და რიგით მიწიერ-მატერიალური ცხოვრების მოწყობა, ჰუმანური და უძალადო
მსოფლიო და სასიკეთო კუთხით განვითარებული მეცნიერება, ტექნოლოგიები და განვითარებული ცივილიზაციის მიერ კოსმოსის ათვისებაზე გადასვლა --- ხილიაზმის ერესია?
თუ მეცნიერება და ტექნოლოგიები არაჰუმანური და ძალადობრივი მიმართულებით წავა --- უსწრაფესად რომ განადგურდება კაცობრიობა ამ გზაზე ---რა დიდი მიხვედრა და წინასწარმეტყველებანი სჭირდება ამას?
და თავად ქრისტე საუბრობს ოთხივე სახარებაში მეორედ მოსვლის პროცესების შესახებ --- თუ რა როგორ და რატომ მოხდება და ახლა თავად გამოიტანე დასკვნები...
ვერ ხვდები --- რომ ზემოწერილებით თავად ქრისტეს ბრალდება ერესნი?
თუ ამ წუთისოფელში არ ძალგვიძს ქრისტესმიერი სწავლების მიხედვით მიწიერი ცხოვრება --- იქ როგორღა გადახვალ ღვთაებრივში უმწიფარი სულით, რომელსაც აქ ვერ მოუხერხებია მიწიერში განწმენდა და მართლად ქმნა და იქ როგორღა შეაღწევს ბიწიერებით?
საინტერესოა --- აქ იავე, აკეთე ყველა საშინელება, ჰკალი და ხოცე.... და ბოლოს ეზიარე, მოინანიე და....ვაშაა! ცხონდები....
ეგრე უნდა ზუსტად ეშმაკს, რომ შეაღწიოს ღვთის სამყოფელში.
იცი როგორაა? --- აიწონება ადამიანის მთელი ცხოვრების ცოდვა-მადლი და თავად საითაც გადასძალავს --- იქეთაც წავა.
და ეგ საჯაროდ ხდება ყველას წინაშე, ვისთანაც შეხება ქონია აქ მთელი ცხოვრების მანძილზე დაბადებიდან...
ამ ადამიანთა სულებიც გადაწყვიტავენ --- ნაწყენნი და მადლიერნი.
სამსჯავრო ჰქვიან --- სადაც არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს.
აქ მცირე თუ არ ძალგიძს --- იქ უმეტესში შესვლასაც ვერ შესძლებ და უკან გამობრუნდები კვლავ დასაბადებლად იმად, რაც დაიმსახურე ჭეშმარიტად.
ამიტომაა რომ --- ზოგი მეფის ოჯახში იბადება, ზოგი გლახაკის და ზოგიც დედის მუცელშივე წყალდება და
ასე შემდეგ.
ბიბლია კი იმხელაა --- რამხელაც მისი მკითხველია.
+++
ახალი ცა და ახალი მიწა საბოლოო განკითხვის შემდეგაა, როდესაც სიკვდილის სამეფოს დაუბრუნდება ყოველი მისი დამსახურებული ნელთბილი ბინადარი და სატანისაგან აბსოლუტურად თავისუფალი და სიკეთის და ბოროტების ბოლომდის შემცნობნი კი გადავლენ მარადისობის ზეგანზომილებაში.
ისინი აღარასოდეს შესცოდავენ და ამგვარად იქმნებიან ჭეშმარიტ შვილებად მამისა!
გამორიცხულია უკიდეგანო შესაძლებლობების მქონემ დაარღვიოს უცდომლობა --- რადგან ამას მოჰყვება საშინელი კატასტროფანი.
სავსეა სამყარო ნამსხვრევებით და აფეთქებებით.
დედამიწაზეც მრავალია კატასტროფების კვალნი.
ესენი ხდება მატერიალურ სამყაროში და ღვთიურში ამას ვინ დაუშვებს?
სატანის სისუსტე სიკეთის და სიყვარულის ქმნის უსურველობაა და თავადაა სიკვდილი.
სწორედ ადამიანის ხელით ცდილობს განადგურებას ყოველივე ღვთიურის და რამეთუ არ ძალუძს თავად ნათელში შესვლა --- ადამიანებს იმონებს აზრ-ხილვანის კარნახით თავისი სიკვდილის სამეფოდან.
თავად რომ შეძლოს განსხეულება სიცოცხლეში, რათა ყველა დაგვხოცოს ფიზიკურად --- უნდა განათლდეს!
და ნეტავი ასე ჰქმნას! --- ყველა გადარჩება და ბნელი განათლდება!
ეს აპოკალიფსური ათასი წელი სატანის ტყვეობისა არის უძალადო და ჰუმანური ზეგანვითარების ათასწლეული, ადამიანი ისეთ სფეროებს აღმოაჩენს და ისეთ დონეზე დახვეწს-განავითარებს მეცნიერებას, ტექნიკას და ტექნოლოგიებს, რომ დღევანდელნი სასაცილონი გამოჩნდებიან კონტრასტულად, როგორც ჯუნგლის ველური და კოსმოსში მყოფი კოსმონავტი განსხვავდება დღეს ტექნოლოგიურად.
და ათასწილ განვითარებული ამ კოსმონავტზედ ვერ და ვეღარ იქნება უკეთური და ბოროტი, რადგან
მაგ თვისებებით ვერ განვითარდება უბრალოდ --- მანამდე გამოიწვევს თავადვე თვითლიკვიდირებას საერთოდ.
იმიტომაც რომ --- უკვე დღესაა ამის საშიშროებანი უკვე აღმოჩენილ-მიგნებულთაგან და დიდია შიშიც იმისა
რომ ვინმე დამთხვეულებს არ ჩაუვარდეთ ხელში --- სული ეტკბილებათ მაინც!
და მიხვდნენ უკვე რომ --- თუ ადამიანი არაა სულიერ, მორალურ და ზნეობრივად მტკიცედ ჰუმანური და ადამიანთმოყვარე --- დაუშვებელია მის ხელში უზარმაზარი ძალმოსილების შესაძლებლობების ქონის იდეაში დაშვებაც კი.
ასე რომ --- ზესამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებანი შესაბამისი უძალადო და უჰუმანურესი ადამიანების გარეშე შეუძლებელია!
ედო, ილია, მიხო და ბიძინა რომ გვაბოლებენ --- ეგრე არაა და ეს ჰუმანიზმის და ცნობიერების სულიერი ცენტრი დედამიწისა --- საქართველოზეა პროექცირებული სვეტიცხოველის სახით.
+++
IOSKAMAN
QUOTE
ვუყურებ ამათ და უფრო და უფრო ვრწმუნდები: ღმერთი აღარ არსებობს.
lol.gif lol.gif lol.gif
ბუნებრივია რომ ბავშვისათვის არსებობს სანტა კლაუსი, რადგან დიდები მოხერხებულად თამაშობენ სანტა კლაუსის როლებს და ატყუებენ ბაღნებს.
ახლა დაუშვი იგივე ამ დიდებისათვის უფრო დიდები და იმ დიდებისათვის უფრო დიდები და ასე შემდეგ საფეხურებად ზევით....
და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ნატვრისთვალი არსებობს, რომელიც ყველა ღვთაებრივ სურვილს ასრულებს და არცერთს სატანურს --- და ეს უზრუნველყოფილია შესაბამისი მეცნიერულ-ტექნოლოგიური განვითარების წყალობით.
და ეს სფერო მოიცავს მატერიალურ და ანტიმატერიალურ სამყაროთა გადასასვლელებს განზომილებებში.
საფეხურები კი ---ქვევითაც მიემართება.
ის ზღაპრები რეალურად შესაძლებელი-შესრულებადია შესაბამისი თანაპირობების შექმნით.
საამისო რესურსები კი ამ სამყაროში უამრავია და ზესამყაროში უსასრულოდ უმეტესნიცაა.
ერთ რამეს მოგიყვები და განსაჯე თავად:
მილიონობით სინათლის წლის მანძილებს ფარავენ ჩვენებურად 15-20 წუთში,
პეპელა, რომელიც იბადება მზის ამოსვლისას და კვდება მზის ჩასვლისას --- ასწრებს იგივეს, რასაც ადამიანი მოუნდება 180 წელი.
და როგორ ხდება ეს ყველაფერი იცი?
ძაან უბრალოდ:
1. გადიან დროიდან მარადისობაში, იქ დრო აღარაა და გადადიან სამყაროს ნებისმიერ წერტილში, თუნდაც
ერთი ბოლოდან მეორეში და დრო არ ჭირდებათ მათ ამისათვის უბრალო მიზეზის გამო.
სასურველ წერტილში გადმოდიან კვლავ დროში.
2. შეანელეს რამოდენიმე მილიონჯერ პეპელას დღე და გაოცდნენ, თუ რამდენ რამეს იქმს თურმე დღის მანძილზე და შთამომავლობის დატოვებასაც კი ასწრებს.
იგივე მოქმედებებისათვის ადამიანს 180 წელი დასჭირდება...
ადამიანის ასწლიან ცხოვრებას 15 წუთში ,,განიკითხავენ'' --- ააჩქარებენ გაელვებასავით მარადისობიდან
და იხილავენ ყოველს ჩასახვიდან ამ ,,გვირაბამდის'' --- მერე გადაწყდება მისი ,,მომავალიც''.
,,კლინიკური სიკვდილი ტვინის თრომბამდის.''
არაფერი მანდ ფანტასტიკური არაა და დაბერების გენებიც დიდი ხანია აღმოჩენილია.
თუ მათ ანაბიოზში გადაიყვან --- ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განახლებადია და სულ იცოცხლებს
სანამ დაბერების გენები ანაბიოზში იქნებიან.
ასევე ბუნებრივია ამ ყველაფრის უდიადესი შემომქმედი გონის ვინაობა და თუ ვინმეს სურს, რომ გაიგოს
იგი თავად ვინ შექმნა --- მიაღწიოს მასთან და თავადვე ჰკითხოს ამაზედ.
წარმოიდგინე რომ --- მასაც ეს სურს და სიყვარულით ხელსაც შეგიწყობს ამისათვის!
მოკლედ --- სასწაულნი სასწავლია და თავად სიტყვაც ამაზე მიანიშებს ოდითგანვე.
დედა პარასკევა იძახის ჰა და ჰაnene5