შენს გახარებას,,,სოხუმშიაც იყავით მგონი უკვე 5,6 წლის წინ,,,,
............
,,,,,,
კახი კალაძე
ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია:
- უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის გამვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი.
მეორესმხრივ კონკრეტულად ყაზბეგის რეგიონისთვის, კონკრეტულად სასაზღვრო ზონაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სასიხარულო, პოლიტიკურად მოტივირებული ფაქტია. ჩვენი ხელისუფლების ერთერთი გადასაწყვეტი უმწვავესი პრობლემაა (რომელიც ათეული წლებია უყურადღებოდ იყო მივიწყებული) - მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე შრომისთვის და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნა.
ესეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა, როგორც ვიცი მოწესრიგებულია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.
ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები,იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხი დასაქმდება, მოსახლეობა მოექცევა მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა გახდება უკვე საინტერესო და მიმზიდველი, რეგიონი ფეხზე დადგება.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ: თითოეული მოქალაქე ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ის სამუშაო, რაც ევალება მას, დაწყებული ამ ჰესზე მომუშავე პერსონალით და დასრულებული ქვეყნის მთავრობით!
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა დარგი, ყველა პროექტი მობმულია ერთმანეთზე და მხოლოდ ერთობლივი მუშაობა და საერთო ძალისხმევა მოგვცემს ისეთ ეკონომიკურ ეფექტს და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე,
ქართული ენერგეტიკა კი მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე!
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ საქართველოს გაძლიერებაში, ჩვენი შვილებისთვის საიმედო და უზრუნველყოფილი მომავლის შექმნაში.
წარმატებას ვისურვებ ამ ჰესზე დასაქმებულ პერსონალს,
კომპანია "ფერი"–ს კი ვუსურვებ წარმატებით განაგრძოს მოღვაწეობა ენერგეტიკის სექტორში.