narikuda
QUOTE | იდეალური არცერთი ქვეყანა არაა მაგრამ, ბელარუსი ეკონომიურად და ადამიანის სოციალური დაცულობით, ჩვენზე ძალიან წინაა. დაჟე ამერიკაზეც თუ საშუალოდ ავიღებთ. რა ჩემ ფეხებად მინდა მაგალითად ფასადური დემოკრატია თუ ის რეალურად არაა დემოკრატია. შევარნაძის დროს ხალხი მართავდა ქვეყანას? სააკაშვილის დროს? ახლაც ხომ არ მართავს ხალხი. ხალხს არ უნდა კოჰაბიტაცია მაგრამ მთავრობა მაინც თავისას აკეთებს. ესე იგი ჩვენ გვდღნამენ კიდეც და მშიერსაც გვამყოფებენ. |
ბელორუსის ამბები კი ვიცი მოხარშული სხვა თუ არაფერი. ეხლა არდადეგებზე ვარ თბილისში და რამოდენიმე დღეში ისევ მანდ მივდივარ. ძალიან მოკლედ გეტყვით: ფაქტიურად სსრკ-ა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ფული თუ გაქვს მაღაზიაში თავისუფლად იყიდი მალბოროსა და სონის ბოლო მოდელის ტელევიზორს. სწავლა და მედიცინა ყველა დონეზე უფასოა, მაგრამ პატივისცემა მაინც ყველგან ჭრის და თუ ცოტას გადაიხდი თანასწორთა შორის უფრო თანასწორი იქნები... მტერს და ავს რაიმ საბუთის აღება თუ დაგჭირდა, საშინელებაა, ჯობია, მაყუთი გამაზო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გარბენინებენ და აღმა-დაღმა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებააო ოფიციალური ტვ-ების შემხედვარე ვერ იყტვი, ისე კი ხალხი რასაც მოეპრიანება იმას საუბრობს, ამის გამო მანდამაინც არავის დევნიან თუ ეს ოფიციალურ დონეზე არაა გაჟღერებული (იტოგში როგორც ზასტოინი სსრ-ში იყო)... ქუჩის კრიმინალის დონე დაბალია, სამაგიეროდ კორუფცია რულამს, იმის ჭუ... ადამიანები-საუკეთესონი, მე არსად მინახია ასეთი პატიოსანი, შრომისმოყვარე და წყნარი ხალხი. სმით რუსებზე გაცილებით ნორმალურად სვამენ და ისეთი საშინელება არაა როგორც რასიაში... ხლა კი რაც შეეხება, იმას თუ კონკრეტულად ჩვენზე უკეთესი რა არის: ის რომ საშინელი სასოწარკვეთა არ არსებობს, რომლიტაც ჩვენში ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახია შეპყრობილი, მაშინ როდესაც ვთქვათ 5 სულიან ოჯახში არავინ არ მუშაობს და არანაირი შემოსავალი არა აქვთ. უმუშევრობა თითქმის არ არსებობს. ის სამუშაო საცა ვთქვათ საშუალო ქართულ დონეზე ნორმალურ და კიდევ უკეთეს ანაზღაურებას აიღებ, არ არის ძნელი საშოვნი. კომუნალური გადასახადები მცირეა, ჩვენთან შედარებაც არ შეიძლება და იმის 40 თუ 60%-ს სახელმწიფო ფარავს (მაგ. გაზი, დენი, გათბობა, ცხელი წყალი და ა.შ გემრიელად და უშურველად რომ მოიხმაროს ოჯახმა, სადღაც 40 ლარში გამოვა ჩვენს ფულზე). პენსიები დაბალია, მაგრამ სასურსათო და კომუნალური შეღავათები აქვთ ხანდაზმულებს. მწარმოებელი ქვეყანაა და ფაქტიურად ყველა ის საწარმო მუშაობს სრული დატვირთვით, რაც კომუნისტების დროს მუშაობდა. ნუ, მოკლედ... ჟიწ მოჟნა, ს გოლოდუ ნე სდოხნეშ, მაგრამ ეს მაინც არაა ის რისკენაც ადამიანი და საზოგადოება უნდა ისწრაფვოდეს... დასკვნა: ნა ბიტავომ უროვნე - ნა მნოგა ლუჩე ჩემ ვ გრუზიი ნო გარაზგა ხოჟე ჩემ ვ დანიი, ეგაა, რა...
|